ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 9:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » . . . ისე ცნობისთვის, ანუ "პასუხის პასუხი"
. . . ისე ცნობისთვის, ანუ "პასუხის პასუხი"
2:38 PM

ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემ მიერ გაზეთ `ახალგაზრდა იურისტში” (#53, მარტი) გამოქვეყნებულმა ჩემმა სტატიამ სახელწოდებით: `პირველი სემესტრის სტუდენტთა `საყვარელი” საგანი” - გამოხმაურება ჰპოვა - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული თემის აქტუალობასა და საკითხზე ღიად საუბრის რეალურ სურვილს. საპასუხო წერილში ვხვდებით ფაქტების არასწორ კონსტატაციასა და ჩემ მიერ გამოთქმული შეხედულებების შეცდომით აღქმას. შესაბამისად, შევეცდები მკითხველს მივაწოდო ჩემეული დამოკიდებულება წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილისადმი და საბოლოოდ მან განსაჯოს რეალობა.
სტატიის ავტორები "ორიოდე სიტყვით" განიხილავენ, თუ რა არის ზოგადად თეორია და რა ადგილი უჭირავს სამართლის თეორიას იურისპრუდენციაში. აქ მსურს აღვნიშნო, რომ საგანი `შესავალი სამართლისმცოდნეობაში" მკვეთრად განსხვავდება სამართლის თეორიისაგან, რადგან შესავალში სტუდენტს მხოლოდ საფუძვლები უნდა ასწავლო და არა ზოგადად თეორიული მასალები. (ისე, ცნობისთვის) ალბათ ავტორები იმ ფაქტიდან გამოდიან, რომ სახელმძღვანელოს ასე ერქვა. (ესეც ამ დისციპლინის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე, როგორც ჩანს, საგნის მესვეურები ან სახელის დარქმევაში შეცდნენ ან წიგნის არჩევაში) მეცნიერების თითქმის ყველა სხვა დარგში, რომელიც საუნივერსიტეტო ფარგლებში შეისწავლება, შესავალს ყველა პირველ სემესტრში გადის, ხოლო ზოგადად თეორიას კი მეექვსე ან მეშვიდეში. (ისე, ცნობისთვის)
ვუერთდები ასევე სტატიის ავტორთა მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კურსის ბევრი სტუდენტი ჯერ კიდევ არ გამოსულა სასკოლო ასაკიდან, მაგრამ მათ საზომ კრიტერიუმად მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ მოსწრებასა და საკმარისი ოდენობის კრედიტებს მივიჩნევ და ამ შემთხვევაში უკვე საკითხავი ხდება საგნის სიძნელის შეფასება სხვა რა საზომი ერთეულით უნდა მოხდეს, თუ არა მასში `ჩაჭრილ" ან ამოწერილ სტუდენტთა რიცხვით?!
როდესაც საუბრობენ წიგნის სირთულეზე, ძნელად გაგებადობასა და გრამატიკულად გაუმართაობაზე, მსურს მკითხველს ვაცნობო, რომ ამ თემას ჩემს სტატიაში საერთოდ არ შევხებივარ (ისე, ცნობისთვის) და ამის გადამოწმება ძალიან ადვილად შეიძლება გაზეთის მარტის ნომრის ნახვით. აქვე სტატიის ავტორთა ფრაზას მოვიყვან `წიგნი მართლაც არის საკმაოდ რთული და გაუგებარი." ამიტომ საინტერესოა ისინი ვისი მისამართით ამბობდნენ რომ `საფუძველს მოკლებული და სასაცილოც კია, როდესაც სტუდენტი წიგნის სირთულეზე საუბრობს."
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ლექტორის დაცვის წევრების მხრიდან დაგვიანებულ სტუდენტთა არ შეშვების ფაქტს, სტატიის ავტორები თსუ-ის წესდებით ამართლებენ. მსურს მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ არსებობს. თსუ-ის წესდების შემუშავება დღესაც აქტუალური საკითხია მთელს უნივერსიტეტში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ასეთი რამ ჯერჯერობით არ არის. (ისე, ცნობისთვის)
რაც შეეხება საგნის სილაბუსს, რომლის მოძიებაც, ავტორთა აზრით, ინტერნეტ-საიტზე არის შესაძლებელი. მე აღარ განვავრცობ თემას, არამედ მკითხველს მოვუწოდებ შევიდეს გვერდზე წწწ.ტსუ.გე და თავად დარწმუნდეს იმაში, რომ მსგავს დოკუმენტს ის იქ ვერ ნახავს. (ისე, ცნობისთვის)
როდესაც მადლიერებით ვსაუბრობთ ლექტორის მხრიდან დამატებითი მასალის ახსნაზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ლექციაზე დარჩა რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩემი ვარაუდისამებრ (რომელიც წინა წერილში გამოვთქვი) საგამოცდო ბარათში აღმოვაჩინეთ. (ისე, ცნობისთვის)
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებით მართლაც არის პრობლემები და ვიმედოვნებთ, რომ გარდამავალი სარეფორმო პერიოდის დასრულების შემდეგ, ფაკულტეტის სრულად რესტრუქტურიზაციის შედეგად აღნიშნული საკითხებიც თავისთავად მოგავრდება.























ნანახია: 962 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz