ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 10:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » `ჩემი და ჩემი მეგობრების პრიორიტეტია _ სტუდენტი...”
`ჩემი და ჩემი მეგობრების პრიორიტეტია _ სტუდენტი...”
2:41 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი ირაკლი სამხარაძე საუნივერსიტეტო სტუდენტური საზოგადოების წინაშე ახლადარჩეული თვითმმართველობის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების შესახებ ფართო მოხსენებით გამოვიდა. `ახალგაზრდა იურისტი” საჭიროდ თვლის, რომ მკითხველს შესთავაზოს მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება და აქცენტი.
ირაკლი სამხარაძე, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: `საერთოდ, აღიარებულია, რომ `ყოველი საქმის დასაწყისი ძნელია, მაგრამ კარგი დასაწყისი ნახევარ გამარჯვებასაც უდრის.” ჩვენ მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ვართ, მაგრამ შესაძლოა ჩვენი მოღვაწეობაც თავისუფლად შეფასდეს დასაწყისად. მართალია, კარგი ესტაფეტა გადმოგვეცა ჩვენი წინამორბედებისაგან, დღეს საქმე არ გვაქვს საუნივერსიტეტო კიბეზე ახლად ფეხშედგმულ სტუდენტურ თვითმმართველობასთან, თუმცა ეს ორ წლიანი გამოცდილებაც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია საქმეს შევუდგეთ ისე, როგორც ახლად დაწყებულს, რათა მასში განსაკუთრებული მონდომება და შემართება ჩავაქსოვოთ. მით უმეტეს, როცა არსებობს ამის კარგი საფუძველი, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული და საქმის მცოდნე თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი გიორგი შამათავა, რომელიც მზადაა მთელი თავისი საუნივერისიტეტო მოღვაწეობა სტუდენტურ ცხოვრებას მიუძღვნას, ხოლო ასეთი მოტივაცია ჩვენ, ყველას, დანარჩენ კოლეგებს, გვაძლევს შემართებას, გვიორკეცებს მუშაობის სტიმულს და ერთი ორად გვიზრდის შესაძლებლობებს. მზად ვარ ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები მოვახმარო სტუდენტურ საქმიანობას, აქტიურად ჩავება სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურ რიტმში, გამოვეხმაურო ყოველგვარ ინიციატივას და ვიზრუნო სტუდენტებისათვის.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ფორმაციის თვითმმართველობაა, რომელიც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და ნდობის მანდატით. მე არჩევნების დროს ვიყავი და ახლაც `ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” წევრი ვარ, წევრი იმ მოძრაობისა, რომელმაც დიდი უპირატესობით მოიგო საუნივერსიტეტო არჩევნები. მერწმუნეთ, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა სტუდენტების წინაშე. ჩემი გუნდის თითოეული ინდივიდი, ვაცნობიერებთ რა ამ პასუხისმგებლობას, ცალსახად გამოვხატავთ მზაობას, ვიყოთ ყოველთვის სტუდენტური აზრის მოდარაჯეები, დამცველები და განმახორციელებლები.
ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტთან თუ მოძრაობასთან, არ ვიქნებით ჩაკეტილნი საკუთარი შეხედულებების ჩარჩოებში და დავაფასებთ თითოეულ მისაღებ აზრს და უფრო მეტიც გავითვალისწინებთ კიდეც მათ. ბუნებრივია, არ ვიქნებით უემოციონი ინსინუაციებისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციების მიმართ, თუმცა ლიბერალურ-დემოკრატიულ მიდგომას ყოველთვის მივანიჭებთ განსაკუთრებულ უპირატესობას.
ჩემი უპირველესი მიზანია გავამართლო ნდობა და სტუდენტურ საზოგადოებას შესაძლებლობისამებრ შევთავაზო პლაცდარმი, რათა ხელეწიფებოდეთ მათ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მოახდინონ მათი რეალიზება.
ჩემი და ჩემი მეგობრების პრიორიტეტია _ სტუდენტი...
ჩვენ ვემორჩილებით უმაღლეს დემოკრატიულ ღირებულებას. სტუდენტი ჩვენთვის არაა მიზნის მიღწევის საშუალება სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის გასახორციელებლად, სტუდენტი ჩვენთვის არის მხოლოდ მიზანი.
სურვილი გვაქვს ვიმუშაოთ სტრუქტურულად გამართულ და ჯანსაღ თვითმმართველობაში. ამიტომ ჩემი იდეა თვითმმართველობის სტრუქტურული სრულყოფაა. თვითმმართველობის დებულებაზე მუშაობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდით სისტემის მოქნილობაზე და ადექვატურობაზე გაგვეკეთებინა აქცენტები. თუ როგორ გამოგვივიდა ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, არადა წინაპირობა უკვე სახეზეა.
მე იურისტი ვარ. ამიტომ ჩემი მოღვაწეობის ძირითად მიმართულებად, ცხადია, სტუდენტთა უფლებების დაცვას და მათი ინტერესების განხორციელებას ვირჩევ. მინდა თამამად განვაცხადო, რომ ამ თვითმმართველობის მოღვაწეობის პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაცული იქნება ყველა სტუდენტის უფლება. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ვაპირებთ კიდეც, რომ სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება...
გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ სტუდენტთა ჰარმონიულ ურთიერთობას ადმინისტრაციასთან და მართვის სხვა ორგანოებთან.
კიდევ ერთი _ სტუდენტური თვითმმართველობა, მისი ხელმძღვანელობა არ იქნება აუღებელი ბასტიონი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ჩვენი ორიენტირია _ ურთიერთობა სტუდენტებთან, მუშაობა მათთან ერთად და ხელშეწყობა მომავალ საქმიანობაში.
თვითმმართველობის მიზნებში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტი სწავლაში სტუდენტთა ხელშეწყობაა. მზად ვართ ყველაფერი ვიღონოთ, რათა სტუდენტებს ხელი შევუწყოთ მაღალი განათლების მიღებაში. განათლება უპირველესად საჭიროა და მას ჰაერივით ითხოვს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო. განათლების გარეშე შეუძლებელია მაღალ იდეალებზე ფიქრი და ოცნება. ამას მშვენივრად ისიგრძეგანებს სტუდენტური თვითმმართველობა. ამიტომ შევეცდებით ყოველი ფორმით ხელი შევუწყოთ მის გახორციელებას. იქნება ეს სხვადასხვა სამეცნიერო თუ შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა, გაცვლითი პროგრამების დაფინანსება თუ ა. შ.
პირადად გამოვთქვამ მზაობას აქტიურად მივიღო მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის შესაძლებლობის ფარგლებში 2005 წელს მიერთებული ბოლონიიის პროცესის საბოლოოდ დამკვიდრებაში. უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი ძალზე მნიშვნელოვანია. თსუ-ის ასამდე უნივერსიტეტთან აქვს კავშირი. ძალიან სახარბიელოა ამ კავშირების გააქტიურება და მასზე მუშაობა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი. ამისათვის თითოეულის მონდომება და ძალისხმევაა საჭირო.
შექსპირის უთქვამს: `სადაც აზრი ძლიერია, იქ საქმე ღონიერია.”
ჰოდა, მოდით და ვიყოთ ასეთი აზრობრივ-საქმიანად ძლიერები ჩვენს მომავალ საქმიანობაში!”


ნანახია: 860 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz