ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 5:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » საქართველოში 12-წლიანი სწავლება დამკვიდრდა
საქართველოში 12-წლიანი სწავლება დამკვიდრდა
2:42 PM
რეფორმა განათლების სისტემაში, უდიდესი აქტუალურობით სარგებლობს. მას ბევრი აკრიტიკებს, ან ეთანხმება, ბევრისთვის რეფორმა გაუგებარი და დაუზუსტებელიცაა. წელს, საქართველოში, პირეველად მოხდება 12-წლიანი სწავლება. საინტერესოა, როგორი პროგრამით მოემზადებიან მოსწავლეები, რა სიახლეები ელით მათ. ამ საკითხების დასაზუსტებლად, `ახალგაზრდა იურისტი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის დირექტორ ბატონ სიმონ ჯანაშიას გაესაუბრა.
- რამ განაპირობა კიდევ ერთი წლის დამატება?
- 12-ე კლასის დამატებას აქვს ბევრი მიზეზი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. ევროპაში კი უმაღლეში სწავლისთვის მინიმუმ 12 წელი უნდა გქონდეს ნასწავლი. იმის გამო, რომ ჩვენთან იყო 11-წლიანი სწავლება, მოსწავლეებს, რომელთაც სურდათ სწავლის გაგრძელება ევროპის ქვეყნებში, უწევდათ ესწავლათ ერთი წელი უნივერსიტეტში და შემდეგ გაეგრძელებინათ სხვა ქვეყანაში სწავლა. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მოსწავლეები ადრეულად ამთავრებდნენ სკოლას, ადრეულ ასაკში უწევდათ პროფესიის არჩევა, შემდეგ იცვლიდნენ შეხედულებებს და იძულებულნი იყვნენ შეეცვალათ პროფესიაც. ამ პროგრამის მოგვარებას ისიც უწყობს ხელს, რომ სტუდენტებს შეუძლიათ პირველ კურსზე ისწავლონ უფრო ზოგადი საგნები და მომდევნო კურსიდან ირჩევენ პროფესიას. ამდენად, მარტივი ლოგიკით, რაც უფრო მეტს სწავლობს მოსწავლე, იღევბს უფრო მეტ განათლებას, რაც უფრო განათლებულია, აქვს მეტი უნარ-ჩვევები, რაც აძლევს დიდ შანსს, რომ კარგად დასაქმდეს და მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი. ამასთან, კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტს სწავლობს მოსწავლე, მით უფრო მაღალია სწავლის ხარისხი.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყვეტი კავშირი იქნება 1-12 კლასების პროგრამებს შორის?
- სასწავლო პროგრამა იქნება უწყვეტი, მთლიანად შეიცვალა ყველა კლასის პროგრამა. მეთორმეტე კლასის გეგმის განხორციელებამდე შეიცვალა წინა კლასების სასწავლო გეგმები. ამიტომაც 1-12 კლასებში სწავლება იქნება ქრონოლოგიური. საშუალო საფეხურისთვის (10-12კლასები) სავალდებულოა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ორი უცხო ენისა და ფიზიკური აღზრდის სწავლება. მეათე კლასიდან ნებადართულია პირველი უცხოენის სწავლების შეწყვეტა რომელსაც მესამე კლასში იწყებენ და მესამე უცხო ენის შესწავლის დაწყება. მესამე ენას შეარჩევს დირექტორი და მშობელი. რაც შეეხება ფიზიკური აღზრდის სწავლებას, არ არის აუცილებელი მას ჰქონდეს გაკვეთილის სახე. ამ დროს შეიძლება მოეწყოს შეჯიბრებები, ლაშქრობები ან ეს დრო დაეთმოს თეორიული ნაწილის შესწავლას. ამასთან, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, 11-12 კლასებში, სავალდებულო საგნების გარდა, აირჩიოს და ისწავლოს მისთვის სასურველი საგნები საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფებიდან. მე-12 კლასის ბოლო ტრიმესტრი უნდა დაეთმოს მხოლოდ სავალდებულო საგნებს და უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადებას.
- ემატება თუ არა მე-12 კლასის პროგრამას თანამედოვე მწერლები, მაგალითად ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე?
- თანამედროვე მწერლები მართლაც ემატება რეკომენდებული მწერლების სიაში და მათი სწავლება იქნება ნებაყოფილობითი. ეს მწერლები შეიძლება ისწავლებოდეს ნებისმიერ კლასში და აქ არაფერ შუაშია მე-12 კლასის პროგრამა. შეიძლება პირველ კლაშიც კი ისწავლებოდეს, მაგალითად აკა მორჩილაძე. სხვათაშორის, ის სხვადასხვა სახელმძღვანელოს შექმნაშიც კი იღებდა მონაწილეობას და `დედა-ენის” ერთ-ერთი თანაავტორიცაა.
- რა მდგომარეობა გვექნება არაქრთულენოვან სკოლებთა დაკავშირებით?
- არაქართული სკოლები (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) გახდება 12 წლიანი და ისწავლიან ანალოგიური პროგრამით, როგორც ეს ქართულენოვან სკოლებში მოხდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მე-12 კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ბეჭდვა დასრულდება ივლისის თვეში და ზოგადი განათლების სისტემა ახალი სასწავლო წლიდან, განახლებული ცვლილებებით შეუდგება საქმიანობას.
- გმადლობთ საუბრისათვის.




ნანახია: 1768 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz