ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 8:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » რესპოდენტად: რედაქტორი...
რესპოდენტად: რედაქტორი...
2:46 PM
`ახალგაზრდა იურისტის” მთავარ რედაქტორ ლევან მჭედელაძეს, როცა ვთხოვე, რომ ინტერვიუ უნდა ჩამეწერა და თანაც, ჩვენივე გაზეთში დაგვებეჭდა, წინააღმდეგობას წავაწყდი, მკითხველი სხვანაირად გაიგებს, არ გამოვაო, მაგრამ ბოლოს მაინც შეუვალობამ გაიმარჯვა. მინდოდა ყველა აქტუალურ საკითხზე მომესმინა მისი მოსაზრება, გამეგო შეხედულება, როგორც საგაზეთო საქმიანობის პრესპექტივებზე, ასევე სტუდენტური ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ, პირადსა თუ საზოგადოზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს საუნივერსიტეტო სტუდენტურ საზოგადოებაში `ახალგაზრდა იურისტი” ერთადერთი მედია-გამოცემაა, რომელიც ჩემს თანატოლთა შორის ინტერესით სარგებლობს, ხოლო მისი ხელმძღვანელები, წარსულშიც და ახლაც, ყოველთვის სტუდენტების დაინტერესებას წარმოადგენდნენ – მათ განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ ფაკულტეტსა თუ უნივერსიტეტში, მათი საქმე და სიტყვა სხვა დატვირთვას სძენდა უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებას. ამიტომაც, ეს ინტერესი არც გაზეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელების მიმართ შეჩერებულა და არც ამ გაზეთის საქმიანობის მისამართით. მე შევეცადე ბევრ შეკითხვაზე, რაც ჩემს თანატოლებში არსებობს, პასუხი უშუალოდ იმ ადამიანისგან მომესმინა, ვინც ჩვენს გაზეთს ერთი წლის განმავლობაში რედაქტორობს.
- ლევან, დიდი მადლობა, რომ ჩვენი საუბარი შედგა და ახლა ჩვენს ინტერვიუს მკითხველიც კითხულობს...
- ნამდვილად უჩვეულო მდგომარეობაში ჩამაყენე. იმედია, მკითხველი გამიგებს, რომ ჩვენივე გაზეთში საკუთარი ინტერვიუ მიკერძოებული არ იქნება, თუმცა რადგანაც შეკითხვები დაგიგროვდათ, თანაც გსურთ ინტერვიუს სახით ჩამოვყალიბდეთ და ჩვენი საუბარი საზოგადოებამდე მივიტანოთ, რა გაეწყობა.
- კეთილი. მინდა საუბარი შეფასებებით დავიწყოთ. ჩვენს გაზეთში კიდევ ერთი სასწავლო წელის რედაქციამ დაასრულა თავისი საქმიანობა. როგორ შეაფასებდით ერთწლიან მოღვაწეობას, რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოხერხდა?
- ჩვენი საქმიანობა, თუნდაც ერთწლიანი, უნდა შევაფასოთ საერთო სტუდენტური ცხოვრების განვითარების დინამიკაში და თუ ჩვენ ამ კუთხით მივუდგებით საკითხს, უნდა ითქვას, რომ `ახალგაზრდა იურისტის” რედაქციას მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ერთი წელი გამოუვიდა. შეიძლება ეს წელიწადი არ იყო დატვირთული ისეთი მრავალფეროვანი ღონისძიებების მომზადებით, რომელიც წარსულში ხდებოდა, მაგრამ გაზეთმა თავისი განვითარების, დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის გზაზე აუცილებელი განმტკიცება მოიპოვა. ყველაფერი, ალბათ, მაინც საგაზეთო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობს და მას რედაქციასთან ერთად, მეტწილად მთავარი რედაქტორი განსაზღვრავს, ხოლო მე ამ გაზეთის ხელმძღვანელი იმ პერიოდში გავხვდი, როდესაც უნივერსიტეტში განსაკუთრებით გამწვავებული იყო სტუდენტურ ჯგუფებს შორის ურთიერთობა, მათ შორის დაპირისპირება სახიფათო ტენდენციებს წარმოაჩენდა და ამ პროცესში ჩართული გაზეთის ყოფილი წამყვანი სახეებიც აღმოჩნდა. დღეს ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც გაზეთი მხოლოდ ობიექტური ამსახველი გახდა სტუდენტური თვითმმართველობის ირგვლივ წამოწყებული კამპანიის გაშუქებისას, ხოლო თავის მხრივ სრული გაგებით მოეკიდნენ ამ გაზეთის ყოფილი ხელმძღვანელები და რედაქციიდან წავიდნენ. ეს იყო ურთულესი პროცესი და ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ იდეა, რის გამოც ამ გაზეთში თანატოლები მოდიან, ალბათ იმაზე მეტია, ვიდრე თანამდებობა ან რაღაც პოზიცია. ის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც `ახალგაზრდა იურისტის” რედაქციას ყოველთვის გამოარჩევდა, დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც ასეთივე სიმაღლემდე იქნება. ამასაც საფუძვლიანად მოგახსენებთ: ჩვენ შემოქმედებითი კონკურსით გზით მიღებული რედაქციის ხელმეორედ არჩევა მოგვიხდა, ხოლო მოგვიანებით, მთავარი რედაქტორის მოადგილისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაზეთის ცნობილი სახეები წავიდნენ, ყოველივე ეს კი ყოველგვარი დისონანსის გარეშე მოხერხდა. ამ მაგალითებმა გაზეთის წევრების თვითშეგნებას და კულტურას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
- გეთანხმებით, მაგრამ აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ როცა გაზეთში ახალი ერთიანი შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა, წარუმატებელი კონკურსანტი, ასევე ჩვენი გაზეთის ყოფილი წევრი, აშკარად აპროტესტებდა და რედაქციას ბრალს სდებდა..
- მეც გეთანხმებით, ასეთ შემთხვევას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ რედაქციამ კონკურსში მონაწილე რომელიმე მონაწილის ბედში გავლენა იქონია. იმისთვის, რომ შემოქმედებითი კონკურსი ობიექტური იყოს, ჩვენმა დებულებამ ეს თავიდანვე გაითვალისწინა. ამიტომაც, ყოველწლიურად საკონკურსო თემების შეფასება სპეციალური ჟიურს ევალება. წელს, ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა შესარულეს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ინტელექტით და ცოდნით. იურიდიული ფაკულტეტიდან თემები ირაკლი სამხარაძემ და ბექა ძამაშვილმა, ხოლო ჟურნალისტიკის სპეციალობიდან ლელა უგრეხელიძემ შეაფასეს. სწორედ გამსვლელ 12 ქულაში მიიღო თქვენს მიერ მიჩნეულმა წარუმატებელმა კონკურსანტმა დაბალი შეფასება. ამ ადამიანს არაობიექტურობის განცდა რედაქციის მიმართ იმდენად არ ჰქონია, რამდენადაც თავად თემის შემფასებლის მიმართ, თუმცა არ გამორიცხა ისიც, რომ რედაქციას გავლენა მოეხდინა ჟიურზე. აი, გავლენაზე რა მოგახენოთ, ყველას საკუთარმა ღირსებამ და სიმართლემ არ უნდა მისცეს საშუალება მიუღებელი იკადროს. ამიტომაც, ვისაც სტუდენტურ წრეებში ჩემს მიერ ჟიურში დასახელებული თანატოლების პროფესიონალიზმში დაფიქრება დასჭირდება, სჯობს საკუთარ ცოდნასაც კარგად გადახედოს.
- თქვენ არ მიპასუხეთ კითხვაში - რისი გაკეთება მოესწრო და რა დარჩა სამომავლოდ გასათვალისწინებელი?!
- არა, დამეთანხმეთ, რომ მხოლოდ თქვენს კითხვებს ვპასუხობ (იცინის)
- ვაფასებ იუმორს.
- 2007-2008 სასწავლო წლის სარედაქციო შემადგენლობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება შესთავაზა საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ჩვენ ყველაზე ამბიციური პროექტითაც წარვსდექით. ესაა გაზეთის გაზეთი ანუ `შენი ახალი სიტყვა,” რომელიც ტსუ ტიმეს – ის დაფუძნებით ითქვა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი გრანდიოზული ნაბიჯი ჩემი მთავარი რედაქტორობის დროს მოხდა და ერთად განვახორციელეთ იმ მეგობრებმა, რომლებიც `ახალგაზრდა იურისტში” წლებია მოვდივართ. თქვენ იცით, რომ ახალი ახალგაზრდული გაზეთ `თსუ თაიმსის” იდეისა და მიმართულების ავტორი საუნივერსიტეტო წრეებსათვის კარგად ნაცნობი პიროვნება არჩილ კაიკაციშვილია. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის – სოციალურ-პოლიტიკური, ჰუმანიტარული და საკუთვრივ, იურიდიულის სტუდენტებს ერთობლივად მოემზადებინათ საკმაოდ ამბიციური თემატიკითა და გვერდებით მდიდარი ახალი გაზეთიც. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. მკითხველმა უკვე მიიღო ჩვენი გაზეთის მეორე ნომერი და გამოთქმულმა შეფასებებმა, ალბათ, უფრო მეტი მოტივაცია მოგვიტანა. ფაქტობრივად, `ახალგაზრდა იურისტი” საუნივერსიტეტო სინამდვილეში მედია-საგამომცემლო ორგანიზაციად ჩამოყალინდა და აქამდე არსებული სტუდენტური პრესის ვაკუუმი შეავსო. დღეს უკვე ჩვენი სახით, ერთი რედაქცია ორ გაზეთს წარმოუდგენს მკითხველს, თუმცაღა სხვადასხვა შინაარსობრივი მიდგომებითა და თემებით. ვფიქრობ, `ახალგაზრდა იურისტის” არსებობის მე-11 წელს, `თსუ თაიმსის” დაფუძნებით, მნიშვნელოვანი სარედაქციო სიტყვა ითქვა მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში. მე მჯერა, რომ ჩვენს მიერ დაწყებულ ყველა საინტერესო ინიციატივას გაგრძელება ექნება და გაზეთში ყველა კარგი ტრადიცია შენარჩუნდება. ამასთანავე, თქვენი ნებართვით განვლილი საგაზეთო ცხოვრებიდან გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებასაც. სტუდენტებს შევახსენებ ჩვენს მიერ მომზადებულ `ქალაქური სიმღერების ფესტივალს” და შეხვედრას პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან. ჩვენვე გვეკუთვნის სტუდენტური წვეულების: შპრინფ Pარტყ-ის მომზადებაც `არტ-კაფეში.” გაზეთმა კვლავ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მეორე არჩევნების შედეგებს ეხებოდა. სულ ახლახანს მომზადდა საინტერესო კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც ორი სასწავლებლის სტუდენტებმა სამართლებრივ საკითხებზე ვიმსჯელეთ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენ მსგავსი კავშირ-ურთიერთობების აღდგენას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან კვლავაც ვაპირებთ. ვფიქრობ, საინტერესო და სიახლეებით დატვირთული სარედაქციო ერთი წელი გვქონდა.
- როგორ გაგრძელდება საგაზეთო საქმიანობა, არსებობს ვარაუდი, რომ `ახალგაზრდა იურისტმა” პერიოდული გამოცემა შეწყვიტოს და ყოველთვიური მხოლოდ `თსუ თაიმსი” გახდეს. თქვენ როგორ ხედავთ განვითარების შესაძლებლობას?
- მინდა, ამ ბოლო დროს იმ მოსაზრებების შესახებ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო, რომელშიც მკითხველიც ცდილობს გარკვევას. ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებულ არც ერთ გამოცემას არსებობის საფრთხე არ ემუქრება. ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. შესაძლებელია ცვლილებას დაექვემდებაროს სარედაქციო წიაღში არსებულმა მხოლოდ იმ მოსაზრებები, რომლებიც გაზეთის განვითარებისთვის და რედაქციის ქმედითობისთვის სიკეთის მომტანი იქნება. რედაქცია ახალი სასწავლო წლიდან გაზეთების `ახალგაზრდა იურისტისა” და `თსუ თაიმსის” პერიოდულობის საკითხს დადგენს. შესაძლებელია, ჩვენს მიერ მომზადებული ეს ორი გაზეთი, ყოველთვიური მონაცვლეობით გამოვიდეს. ამასთანავე, ჯერ კიდევ აქტუალობას არ კარგავს არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობის დროს გამოთქმული მოსაზრებაც გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ჟურნალად გამოცემის შესახებ, რომელიც მხოლოდ სამართლებრივ თემატიკაზე იქნება ორიენტირებული, მასში დაიბეჭდება, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაშრომები, შეხედულებები და მიმოხილვა და გამოვა სემესტრულად. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ მასში დაბეჭდილ სამეცნიერო თემებზე სტუდენტები ერთგვარ აკადემიურ ქულებსაც მიიღებენ უწინარეს ყოვლისა, საკითხი შესათანხმებელია თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტთან, რომლის წინააღმდეგობასაც ვერ ვხედავ. ამასთანავე, ჩვენ უნდა შევისწავლოთ სტუდენტური ინტერესი, გემოვნება. თქვენ იცით, რომ `ახალგარზდა იურისტი” მე-11 წელია გამოიცემა. ამის მიუხედავად, მე გადაჭრით არ მივიჩნევ, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, თუმცა მუდმივი განახლება და ცვლილებაც აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიყოთ ადექვატურები რეალობასთან და არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ წარსულის წარმატებებით ვკმაყოფილდებოდეთ. თუ მხოლოდ `თსუ თაიმსი” დარჩა და `ახალგაზრდა იურისტი” ჟურნალად გამოიცემა, ეს მოითხოვს ჩვენი დებულების შეცვლასაც და სხვა მიდგომებს. ერთი სიტყვით, ჯერ-ჯერობით სარედაქციო მოსაზრებები განხილვის პროცესშია და ახალი სასწავლო წლიდან ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ მსურს მკითხველმა ზუსტად გაიგოს - არც ერთ ჩვენს მიერ წარმოებულ გაზეთს დახურვა ან ლიკვიდაცია არ ემუქრება. ჩვენ მხოლოდ განვითარების და დროის შესაბამის ნაბიჯებზე ვფიქრობთ.
- თქვენ ახსენეთ `ახალგაზრდა იურისტის” ჟურნალად გამოცემის შესაძლებლობა და გამოთქვით სურვილი იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ასეთი ვარაუდი, როცა ფაკულტეტმა გაზეთს თავის დროზე არამარტო დაფინანსება შეუწყვიტა...
- მტკივნეული შეკითხვაა, მაგრამ არა ჩემთვის. არასასიამოვნოა თავად ამბავი, რომელსაც გავიხსენებ, მაგრამ საიმედო – ის სურვილები, რომელიც გამაჩნია და ალბათ გამოვა. მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები იმ ურთიერთობებზე, რაც გაზეთის დამფიძნებელს, ყოფილ ხელმძღვანელებსა და ჩემი ფაკულტეტის ამჟამად მიმავალ ადმინტრაციას შორის არსებობდა და არც ის გარემოება არის უხერხულობის მომტანი, დღეს `ახალგაზრდა იურისტს” რომ ვრედაქტორობ. გაზეთი დააფუძნეს, ხოლო ის ადამიანები 2005 წლიდან არასოდეს ჩარეულან სარედაქციო მიმართულებებში. ამიტომაც ჩვენთვის, სტუდენტებისათვის, რომლებიც რედაქციაში მართლა საინტერესო სტუდენტური ცხოვრების გასაცნობად მოვედით, ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული მიდგომა და ჯანსაღი აზრი დღეს მაინც გაიმარჯვებს – გაზეთის დამფუძნებლის კერძო შეხედულება, რომელიც 2005 წელს ფაკულტეტზე დაწყებული რეფორმის მიმართ კრიტიკული იყო, დღეს ჩვენი ანუ ამ გაზეთში მოღვაწე სტუდენტების `დასჯის” საფუძვლად არ უნდა გრძელდებოდეს. თანაც, ეს ადამიანი, წლებია `ახალგაზრდა იურისტიდან” წავიდა. ფაქტობრივად, მას არც კი ვიცნობ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე, როგორც იურისტი, განსხვავებულ აზრს, პატივს ვცემ, თვისობრივად განახლებული ფაკულტეტი კი, კიდევ სხვა პატივისცემის ღირსია. ამისთვის მცდელობა არ დაუკლია ბატონ დავით კერესელიძეს და წარმოუდგენელია, ვინმე ამას უმადურობით უყურებდეს, მაგრამ განახლებულ ფაკულტეტზე ჩვენი საქმიანობის სამწლიანი უგულვებელყოფა, მიმაჩნნია, რომ სამართლიანი ნამდვილად არ იყო. ეს იყო შეცდომა. მართალია, გაზეთს არსებობა არ შეუწყვეტია, მაგრამ მის რედაქციას ნამდვილად აკლდა მშობლიური ფაკულტეტის ოფიციოზის მხრიდან მხარდაჭერა, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენი ლექტორების მისამართით. მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის ახალი ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის რექტორატი, გაზეთს ყველანაირი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩნდეს. ასეთი კარგი ტრადიცია არსებობდეს ჩვენს ფაკულტეტზე, უანგაროდ ემსახურებოდეს სტუდენტები და ამ სტუდენტებს არ ვაფასებდეთ, ძალიან საწყენია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანატი გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” მიმართ შეიცლის დამოკიდებულებას. ფაკულტეტმა უნდა დააფინანსოს სტუდენტური ინიციატივები და მათ შორის ის მედია-გამოცემა, რომელსაც გივი ინწკირველის დეკანობიდან დაწყებული 2005 წლამდე იურიდიული ფაკულტეტი თავისუფალ სტუდენტურ სიტყვად აფასებდა.
- თქვენ უარყოფითად აფასებთ დავით კერესელიძის დეკანობას?
- ცხადია, ასეთი აზრი არც მქონია. მიმაჩნია, რომ მისი დეკანობის პერიოდი ახალი ფაკულტეტის სათავედ აღინიშნება, მაგრამ როგორც ამ წლების სტუდენტისთვის, ბევრი რამ ისეთი გაკეთდა სასწავლო პროცესის კუთხით, რაც მეტ დაფიქრებას და მოტივაციას მოითხოვდა. ხშირ შემთხვევაში, გათვალისწინებული არ იქნა სტუდენტების აზრი, არადა მიღებულ გადაწყვეტილებებს სწორედ ჩვენი სახელით ამართლებდნენ. მესმის, რეფორმა მტკივნეული იყო, მაგრამ ამ ცვლილებებში, როგორც სტუდენტები, ასევე ჩვენი საპატივცემულო ლექტორები მეტად უნდა ყოფილიყო ჩართულები. დავით კერესელიძე პროფესიონალი იურისტია და ფაკულტეტი მისთვის ერთგვარი შესაძლებლობების ასპარეზი იყო, თუმცა მე არ მჯერა მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზების. ვფიქრობ, რექტორმა, ამ ჭრილში, მეტად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რაკი ბატონი გიორგი ხუბუა ასე თვლის საჭიროდ, სტუდენტურმა საზოგადოებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რეფორმის გაგრძელებისთვის ასე უფრო საჭიროდ ჩაითვალა.
- გასულ წელს `ახალგაზრდა იურისტი” გამოიკვეთა, როგორც კრედიტების სისტემის შემცირების წინააღმდეგი, მაშინაც ეს რექტორის გადაწყვეტილება იყო... რითი ახსნით ორმაგ სტანდარტს?
- კითხვა არასწორადაა დასმული, პასუხისთვის კი საკითხის არსია გასარკვევი. არც `ახალგაზრდა იურისტი,” არც რედაქციის არც ერთი წევრი, მეტადრე არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც მაშინ გაზეთს ხელმძღვანელობდა, არც რექტორ გია ხუბუას გადაწყვეტილება გაუპროტესტებია და არც რეფორმა. არაკეთილმოსურნეებმა ეს წარმოაჩინეს ისე, როგორც ვითარება მოითხოვდა, რადგანაც ამით სურდათ გაზეთის რეპუტაცია უნივერსიტეტის პირველ პირებთან დაეკნინებინათ. სინამდვიელში ასეთი მდგომარეობა იყო: აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტს ერთმეოდა უფლება სემესტრულად დაეგროვებინა 35 კრედიტი. როგორც ვიცი, მაშინ არჩილიც და მისი მეგობრებიც დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ. მათ შორის თვითმმართველობის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი შამათავაც, რომელმაც რექტორთან შუამავლობა იკისრა და ბატონ გიას ეთხოვა გადაწყვეტილების ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედება და არა იმ პერიოდში, როდესაც სასწავლო წლის სემესტრი იწურებოდა და გამოცდებიც იწყებოდა. ეს იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა გულისტკივილი, რომელ კურსაც წარმოადგენდა ჩვენი გაზეთის ხელმძღვანელიც. მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ საკითხში გარკვეულიყვნენ, სტუდენტებმა განმარტება იურიდიული ფაკულტეტის მაშინდელ დეკანს მოთხოვეს, ოფიციალურმა ფაკულტეტმა კი მაშინ თავი აარიდა დამატებით კომენტირებას, მოგვიანებით, მართალია, შეხვდა ამ სტუდენტებს, მაგრამ სასწავლო პროცესში მოსალოდნელი ცვლილების იმჟამად განხორციელების აუცილებლობა უარყო, `ახალგაზრდა იურისტს” და მის ხელმძღვანელებს კი საჯაროდ შეურაცხყოფაც მიაყენა და `მატყარები” უწოდა. სიტუაცია წარმოჩნდა – თითქოს სტუდენტური ხმაური `ახალგაზრდა იურისტის” მიერ ყოფილიყოს ორგანიზებული, რადგან მისი ხელმძღვანელი დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო და ბუნებრივა, მასაც აწუხებდა საკითხი, რაც ნამდვილად არასწორი მიდგომა გახლდათ. აქ არანაირ ორმაგ სტანდარტზეც არ შეიძლება საუბარი. ჩვენ ყველანი დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანები ვართ და დემოკრატიულ ურთიერთობებში ვცხოვრობთ. როგორც ვიცი, გაზეთის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ბატონ რექტორს შორის ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობაა. ასევე, გაზეთსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორისაც. ჩვენ უხერხულობას არ გვიქმნის კრიტიკული აზროვნება. პირიქით. გათამამებულებიც კი ვართ და რედაქციის ყველა წევრი დამიდასტურებს, რომ საგაზეთო საქმიანობაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამიტომაა საინტერესო ჩვენთან თანამშრომლობაც.
- კეთილი. თქვენ, როგორც რედაქტორი, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ჰქონდეს გაზეთს დამოუკიდებლობის პრეტენზია, როდესაც ფინანსურად დამოკიდებულია?
- ფინასურად დამოკიდებული გაზეთი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ მთელ ამ პროცეში არსებობს ერთი “მაგრამ” რომელიც არსებითად ცვლის ჩვენი რედაქციის მისამართით დასმულ ამ მოსაზრებას. რამდენად ერევა მხარე სარედაქციო საქმიანობაში, რა ინტერესი ამოძრავებს. რატომ აფინანსებს ამა თუ იმ გამოცემას და როგორია თავად ამ პერიოდიკის იმიჯი საზოგადოებაში. ჩვენს შემთხვევაში, მართალია, გაზეთი სტუდენტური თვითმმართველობის ფინასურ უზრუნველყოფას განეკუთვნება, მაგრამ თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობის ორწლიანი პრაქტიკიდან, არ ყოფილა შემთხვევა რაიმე სახით მომხდარიყოს ჩარევა. ჩვენი გაზეთი უნივერსიტეტში განიხილება აუცილებელ დემოკრატიულ ინსტიტუტედ, სადაც ყველა მხარის მოსაზრება, შეფასება და თავისუფალი მსჯელობა ისმის. მე მახარებს, რომ თვითმმაღთველობა დემოკრატიულად უდგება სტუდენტთა თავისუფალი განვითარებას და ჩემი თაობის დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში, თავისი წვლილი შეაქვს. ამიტომაც, დღეს რედაცქია მიუკერძოებელია და ჩვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე – ეს იქნება გაზეთი, სხვადასხვა პროექტები თუ ღონისძიებები, რომელბიც სტუდენტური თვითმამღთველობისაგან ფინასდება, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის აუცილებელ ნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას არც შეიძლება იდენტური აზრი გვქონდეს თუნდაც რეფორმის ცალკეული ასპექტების მიმართ თუ საზოგადოდ, მაგრამ ეს დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მე ვიცი, რომ წარსულში გაზეთის ხელმძღვანელებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ თვითმმაღთველობის ყოფილი ლიდერებისაგან და მათი კამათი მხოლოდ დემოკრატიული აზროვების ჩარჩოებში დარჩა. ჩვენ გაზეთი, ზოგადად, დაინტერესებული თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუტის განვითარებით და რადგანაც ასეთი შესაძლებლობა სიახლეა პირველ ქართულ სასწავლებელში, ჩვენ მიზნად დავისახეთ სტუდენტების სოციოლოგიური გამოკითხვების მომზადებაც. მე ვიტყოდი, საკმაოდ კრიტიკული იყო ის შედედგი, რომელიც `ახალგაზრდა იურისტმა” დადო, მაგრამ ამის გამო დაფინანსება არც არავის შეუწყვეტია და მითუმეტეს, დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირებულა. ამიტომ, ამ კუთხით, თუ სამომავლოდ რაიმე შეიცვლება, ეს ჩვენი გაზეთის რეიტინგზეც უთუოდ აისახება. დღეს თვითმმაღთველობის ინტერესში უნდა შედიოდეს ბევრი ისეთი გაზეთის გამოცემა, რომელიც უკეთ და კონკურენტულად მიიტანდნენ სიმართლეს მკითხველამდე.
- შესაბამისად, ახალ თვითმმართველობას იმედიანად უყურებთ?
- ოპტიმისტი ვარ და ამ თვისებით, განწყობაც იმედიანი მაქვს. თუ პირველ თვითმმართველობასთან მართლაც იყო მწვავე შენიშვნები, ალბათ გამოუცდელობის გამო მოსდიოდათ ხარვეზები, ახლა გამოცდილებაც დაგროვილია და შეცლილია სისტემა, რითაც ახალი თვითმმართველობა აირჩა. პოპულარული ლიდერია გიორგი შამათავაც, რომელიც ავტორიტეტიც სარგებლობს თავის ფაკულტეტსა და უნივერსიტეტშიც. `სიტყვის კაცების” საქმე დღეს მეტადრე სჭირდება სტუდენტურ სფეროს. ვნახოთ. იმედიანი დასაწყისია. საინტერესო სახეებია. (მაგალითისთვის გამოვყოფ ირაკლი სამხარაძეს, რომელის შესაძლებლობებში ბათუმში, ერთობლივ სემინარში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი) დარწმუნებული ვარ, რომ სურვილი ბევრს ნიშნავს.
- თქვენ როგორ უყუირებთ იმ საკითხს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში, ფაქტობრივად, კონკურენტი გამოცემა არ გყავთ. ეს კარგია თუ ცუდი?
- ეს, ცუდია, ცალსახად. კონკურენციისა და შეჯიბრითობის აუციელბლობა უალტერნატივოა. სასიხარულოა, რომ სულ ახლახანს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი გამოცემა, ჟურნალი `პირველი სიტყვა” მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ თეონა ლავრელაშვილი, რომელიც ამ ჟურნალს რედაქტორობს, ბევრ საინტერესოს შესთავაზებს მკითხველს, რადგანაც ესაა ნიჭიერი ადამიანის ნიჭიერად დაწყებული საქმე. მე მას წარმატებები მინდა ვუსურვო. მაქვს ინფორმაცია, რომ ახალი ჟურნალის გამოცემა სურთ იურიდიული ფაკულტეტის გარკვეულ სტუდენტთა ჯგუფს, თუმცა ამ გამოცემის ხაზი სამეცნიერო იქნება. მართალია, უნივერსიტეტში არსებობს გაზეთი `თბილისის უნივერსიტეტი” და პერიოდულობით გამოიცემა ლიტერატურული ჟურნალი `ლილ,” მაგრამ ეს ვერ პასუხობს სტუდენტურ ინტერესებს. მიმაჩნია, რომ ბევრი სტუდენტური გამოცემა უნდა არსებობდეს და სტუდენტებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. გასააქტიურებელი და გამოსაყენებელია თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების შესაძლებლობები. ამ ფაკულტეტზე შესანიშნავი გადაცემა `საწინდარი” არსებობდა, მაგრამ დახურეს. მე ვიცი, რომ თსუ-ის რექტორ ბატონ გია ხუბუას იდეაა სტუდენტური რადიოს ამოქმედებაც, რაც მნიშვნელოვანი საქმე იქნება. სიმწირეს განიცდის ელექტრონული გამოცემებიც. მხოლოდ თსუ-ის ელექტრონული გვერდის `სტუდენტური ცხოვრებით,” ჩვენი გაზეთის საიტით და მოძრაობა `პირველების” საინფორმაციო პორტალით, განვითარებას ვერ მივაღწევთ. ამ კუთხით აუცილებელია სიახლე.
- ჩვენი რედაქცია უამრავ ღონისძიებას აწყობს, მაგრამ საზოგადოებრივი ინფორმირება არ ხდება. ვისი ბრალია?
- რას გულისხმობთ საზოგადოებრივ ინფორმირებაში, დამიკონკრეტეთ...
- პრესით, ტელევიზიით გაშუქებას...
- განა არ შუქდება? რა საჭიროა საკუთარ მიღწევებზე საუბარი?!
- თავდაბლობა იქეთ იყოს და ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს... ეს ჩემი კერძო აზრი კი არაა, რედაქციის წევრების განწყობაა, რომელსაც მთავარ რედაქტორს პასუხი ჯერ არ გაუცია...
- ჩვენი წლებია ასე ვმოქმედებთ. რედაქცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ანონს, პრეს-რელიზს და ყველა საჭირო ცნობას აწვდის უნივერსიტეტის პრესსამსახურს, რომლის უშუალო პრეროგატივაშიც შედის მსგავის საკითხების საზოგადოებამდე მიტანა. ვერაფერს გეტყვით, რატომ არ აწვდის ეს სამსახური შესაბამის სააგენტოებს ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პიროვნებების მიმართ, მინდა ადექვატურად გამიგოთ, მაგრამ როცა ვართ ორგანიზაცია, რომელიც თვითმმართველობასთან ერთად თსუ-ში კულტურული ფლანგი გვიჭირავს, არ ვიცი, რატომ ხდება ჩვენი ღონისძიებების იგნორირება.
- მაგალითად?
- არც ერთი ტელეკომპანია არ დასწრებია გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” გრანდიოზულ ათი წლის იუბილეს. არც ერთ გაზეთში არ დაბეჭდილა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს შესახებ, რომელსაც თსუ-ის ბაღში მთელი ქალაქი დაესწრო, რაღა შორს წავიდეთ, სულ ახლახანს ჩავატარეთ ქალაქური სიმღერების საღამო. არც აქ გვქონია `საიმედო გაგრძელება.” უნივერსიტეტში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გაზეთი `თსუ თაიმსი” დაარსდა. მხოლოდ `მედიანიუსმა” გააშუქა საკუთარი ძალებით. ბათუმში ახლახანს ჩვენს მიერ მომზადებული სტუდენტური სემინარის შესახებ ინფორმაცია `ინტერპრესნიუსმა” მხოლოდ სამუშაო დღის მიწურულს, ღამით განათავსა საიტზე, არადა, თსუ ამ სააგენტოს ოფიციალური ხელმომწერია და უნივერსიტეტის სივრცეში ყველა ღონისძიების ანონსი, თუ სტატია არა, მეტადრე, თუ პრესსამსახურს მიეწოდება, უნდა განთავსდეს. ვერაფერს გეტყვით. ამ სამსახურს შესანისნავი ადამიანი უდგას სათავეში. კომუნიკაბელურიც და პროფესიონალიც. სწორედ მისი ეს თვისებები მიმაჩნია სამომავლო ურთიერთობების გამოსწორების საფუძვლად. ვნახოთ. რატომ ხდება ასე, ჯერ-ჯერობით ვერ გავრკვეულვარ.
- სხვა გულისტკივილიც გაქვთ?
- ეს ჩემს სურვილად უფრო შეიძლება წარმოჩნდეს, ვიდრე გულისტკივილად. არ მინდა `ახალგაზრდა იურისტი” და აქ მოღვაწე 30-მდე სტუდენტი ყურადღების მიღმა დარჩეს. სჯობს ითქვას და საკითხი გამოსწორდეს. მე ასე ვფიქრობ და ამიტომ აღვნიშნე მოცემული გარემოებები. ერთსაც გეტყვით. თქვენ იცით, რომ უნივერსიტეტი იუბილარია. მის შესახებ შესანისნავი რეჟისორი ლელა წიფურია დოკუმენტურ ფილმს იღებს. მე ვიცი, რომ ეს ქალბატონი თავისი პროფესიის თავდადებულია და ისეთივე რუდუნებით უყურებს უნივერსიტეტს, როგორც თავის შემოქმედებას ეკადრება. ფილმში საუბარი უნდა იყოს თსუ-ის სტუდენტური ცხოვრების შესახებ და ამ კონტექსტში სტუდენტური მედიის შესახებ. რამდენიმე თვის წინ `ახალგაზრდა იურისტი” გადაიღეს და ისტორია მივაწოდეთ. დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ჩვენი ხსენებაც არ არის ფილმში. პრობლემა ნამდვილად არაფერშია. სამართლებრივი ასპექტით, ფილმი ნამდვილად არ არის სამსახურეობრივი ნაწარმი და ავტორები სრული საავტორო უფლებებით სარგებლობენ, თუმცა გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ როცა საუბარია ერთ-ერთი სტუდენტური გამოცემის შესახებ და ნახსენებიც არ არა რის ის ათწლიანი სტუდენტური მედია, რომელის ასე პოპულარობით სარგებლობს უნივერსიტეტში, უხერხულობას ნამდვილად ქმნის. ვფიქრობ, ფილმის ამ ნაწილს არ შეიძლება ჰქონდეს ობიექტურობის პრეტენზია. ზოგადად, ის, რომ ფილმი იქმნება დამ ას საფრანგეთში ფესტივალზეც წარადგენენ, საოცრად კარგი ფაქტია. თანაც, ქალბატონი ლელა წიფურია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს უნივერსიტეტს და როგორც ამბობენ, უანგაროდ. მინდა ჩემი განცხადება მან პრეტენზიად არ მიიღოს. უბრალოდ, მე ასე ვფიქრობ.
- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება... ახალი სასწავლო წლიდან რა ახალ ინიციატივებს შემოგვთავაზებს გაზეთი?
- ახალი სასწავლო წლიდან, გაზეთი ახალი შემოქმედებითი კონკურსით, შესაბამისად, ახალი რედაქციით შეივსება. სწორედ ამ დრომდე ვუხელმძღვანელებ `ახალგაზრდა იურისტს” და შემდგომ ახალ მთავარ რედაქტორსაც ავირჩევთ. ახალი სტუდენტური ინიციატივებიც უთუოდ იქნება.
- თქვენ სად მიდიხართ?
- მე უკვე იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მქვია. მიმაჩნია, რომ გაზეთს ახალი ძალა უნდა ჩაუდგეს სათავეში... თანაც, საქმიანობას პროფესიული კუთხით გავაგრძელებ. რა ახალ პოზიციაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.
- რაკი ასეა, სამახსოვრო აუცილებლად გექნებათ?
- რა თქმა უნდა. უნივერსიტეტი, ჩემი ფაკულტეტი, თავისთავში ბევრ ცხოვრებისეულ ღირსახსოვარ გარემოებას მოიცავს. მთავარი მაინც სულ სხვაა. ჩემი სამეგობრო. უნივერსიტეტში, გაზეთში შეძენილი მეგობრები. ალბათ, ჩემი გაზეთში ხელმძღვანელად წასვლის შემდეგ, `ახალგაზრდა იურისტში” დასრულდება მთელი ეპოქა. მე იმ პლიადის ბოლო სახე ვარ, ვინც 2003 წლიდან ჩაუდგა გაზეთს სათავეში. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი არჩილ კაიკაციშვილი იყო. დღეს მხოლოდ მას გა
ნანახია: 982 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz