პირველი დღე პირველში… - 23 ოქტომბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » პირველი დღე პირველში…
პირველი დღე პირველში…
3:43 PM


აღტაცება, ცოტა დაბნეულობა, რაღაც დიდის და განსაკუთრებულის მოლოდინი, სიამაყე _ ყველაზე ხშირად სწორედ ეს გრძნობები გვხვდება პირველკურსელთა განცდებში სასწავლო წლის პირველ დღეს. ისინი ხომ ამ დღის მთავარი მოქმედი გმირები არიან. მათთვის იმართება შეხვედრები, სტუმრობენ საპატივსაცემო სტუმრები... სტუდენტებმა ჯერ კიდევ არ იციან, რა ელით წინ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ წარმოდგენებში არ არსებობს გადაულახავი ბარიერი, დაუძლევეი პრობლემა. თითქმოს ეს განცდები მათ უნებურად სახეზეც ეხატებათ. ამიტომაა, რომ ათასობით სტუდენტებში არ გაგიჭირდებათ პირველკურსელების ამოცნობა. ასე ადვილად ვიპოვეთ სასწავლო წლის პირველ დღეს პირველკურსელი სტუდენტები. ჩვენი გაზეთი ულოცავს მათ სტუდენტობას და წარმატებებს უსურვებს.
სოფიკო გეგეჭკორი: ჩავირიცხე იურიდიულ ფაკულტეტზე. იურიდიულზე ჩაბარება იყო ჩემი ოცნება. ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ოცნება ასრულდა და გავხდი პირველი ქართული სასწავლებლის სტუდენტი. ვეცდები სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოვიყენო.
ანა ნევსოვსკაია: მოვხვდი პირველსავე პრირორიტეტულზე, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე. ვაპირებ კარგად სწავლასა და კარგ სპეციალისტობას. მიმაჩნია, თსუ საქართველოს ნომერ პირველი უნივერსიტეტია.
ირინა ავთანდილოვი: სულ მინდოდა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს არის გამორჩეული სასწავლებელი. აქ სწავლობდა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. ვფიქრობ, აქ ჩემი სურვილები რეალობად იქცევა. ჩემი მიზანია კარგად სწავლა და ჩემი მშობლების გახარება.
ირინა ღლიღვაშვილი: მე მოვხვდი იურიდიულზე. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, ხოლო იურიდიული ყველაზე კარგი ფაკულტეტი _ ამ უნივერსიტეტში. მინდა გავხდე კარგი იურისტი, ადვოკატი და ვიყო წარმატებული ადამიანი.
ზურა გონაშვილი: ოცნება ამიხდა და ჩავირიცხე თსუ-ში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჩვენი უნივერისტეტი  გამორჩეულია თავისი ისტორიით, ფუნქციითა და სასწავლო სისტემით. ის მუდამ იყო განათლების, მეცნიერების მძლავრი კერა. ამიტომ ჩემთვის თსუ-ს სტუდენტობა ძალიან ბევრს ნიშნავს, დიდი განცდა მაქვს. ვეცდები გავამართლო იმედები.
ცირა გეწაძე, მიხარია, რომ ვარ თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, მინდა გავყვე ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებას. მგონია, რომ ბევრს მომცემს უნივერსიტეტი და მისი დახმარებით შევძლებ ჩემი ოცნებების ასრულებას. უნივერსიტეტი ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორსაც ველოდი, უფრო სწორად ვიცოდი, როგორიც იყო და იმიტომ ვარ დღეს მისი სტუდენტი.
თამარ მეტრეველი, თსუ-ში ვაბრებდი და მოვხვდი კიდეც, მინდა აღმოსავლეთმცოდნეობა თურქოლოგიის განხრით. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი მომცემს იმდენ განათლებას, რაც ცხოვრებაში გამომადგება. ყველა სტუდენტს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი, პირველკურსელებს.
ნინო: მოვხვდი ჰუმანიტრულ ფაკულტეტზე. ჩემი სურვილია გავხდე ისტორიკოსი და ხელოვნებთმცოდნე. თავიდან დიპლომატიური მინდოდა და შეიძლება გადავიდე. უნივერსიტეტი ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც ჩემს ფიქრებში წარმომედგინა.  

 

ნანახია: 333 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz