რას გვპირდება იურიდიული ფაკულტეტის ახალი ადმინისტრაცია?! - 23 ოქტომბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » რას გვპირდება იურიდიული ფაკულტეტის ახალი ადმინისტრაცია?!
რას გვპირდება იურიდიული ფაკულტეტის ახალი ადმინისტრაცია?!
7:39 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე განსაკუთრებული ცვლილებებია. იურიდიულ ფაკულტეტის ახალი დეკანი ირაკლი ბურდულია, ხოლო სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი კი - თეა ჯუღელი. ირაკლი ბურდული ჩვენთან საუბარს თავის ოჯახზე საუბრით იწყებს. იგი ყველაზე მნიშვნელოვანია თავის ბიოგრაფიაში. (დაიბადა 1978 წლის 4 ივნისს ქ. თბილისში.) თუმცაღა იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც მისთვის უკვე ახალი რეალობაა, ერთგვარ ახალ ნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს თავის ბიოგრაფიაში. ახალ დეკანთან ბევრი ახალი კითხვაა. უპირველესად ის, თუ როგორია თავისი ხედვა იურიდიული ფაკულტეტის რეალობისადმი, რა ცვლილებას აპირებს, როგორ აფასებს გაკეთებულს და რა გზით ესახება დაწყებული საქმის გაგრძელება. საუბარი სწორედ ამ კითხვებით დავიწყეთ.
ირაკლი ბურდული: ის რაც გაკეთდა იურიდიულ ფაკულტეტზე და საერთოდ უნივერსიტეტში, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, რადგანაც სრულიად შეიცვალა და აღმოიფხვრა ძველი, საბჭოთა სისტემა. ერთ-ერთი მოწინავე ამ რეფორმის დროს სწორედ იურიდიული ფაკულტეტი იყო. ეს, რა თქმა უნდა, პროფესორ-მასწავლებლების და დეკანატის დიდი დამსახურებაა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა დაიხვეწოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. სამაგისტრო პროგრამებში უფრო მეტი თეორიული კურსი უნდა შევთავაზოთ სტუდენტებს. ჩემი მოსაზრებით, უფრო ვიწრო მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა უნდა ჩამოვაყალიბოთ, სადაც იქნება სავალდებულო საგნების კატეგორია, ბუნებრივია, იქნება არჩევითი საგნების კატეგორია. საბოლოო ჯამში, ვიწრო სამაგისტრო პროგრამები ორიენტირებულია კონკრეტულ სპეციალიზაციაზე, სპეციალობაში დახელოვნებაზე და მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იურიდიულ ფაკულტეტს ექნება ჟურნალი. ძალიან მალე გამოვა პირველი ნომერი. ჟურნალში იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტარი, ეს იქნება ერთგვარი კრიტიკა. კრიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ცუდი თვალით შეხედვას. კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი. ასეთი ჟურნალის გამოცემა ქართულ სამართლებრივ სივრცეში ნოვაციად შეიძლება ჩაითვალოს.
- ბატონო ირაკლი, იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსი ჩატარდა. შედეგები ყველასთვის ცნობილია. როგორ ფიქრობთ, რამდენად კომპეტენტური და სამართლიანი იყო ის კომისია, რომელმაც შეაფასა წარმოდგენილი პროგრამები?
- - ჩემი მხრიდან, ყოველგვარი კომენტარის გაკეთება უადგილო იქნება, რადგან ყველაზე რთულ ვითარებაში, ცუდ მდგომარეობაში მე აღმოვჩნდი. ბუნებრივია, უკეთესია როცა აწყობილ საქმეზე მოდიხარ და წინ არანაირი კონკურსი არ გელოდება. მაგრამ როდესაც მოდიხარ კონკურსის დროს, და ბევრი პროფესორ-მასწავლებელი რჩება აკადემიური თანამდებობის გარეშე – ეს, პირველ რიგში, დეკანატისთვის არის რთული. საომარი მოქმედებების გამო კომისიამ კონკურსის შედეგების გამოქვეყნება დაიგვიანა და ჩვენ, მოგვიწია ცაიტნოტში მუშაობა. რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, მე რომ ვთქვა, რომ ეს იყო კარგი, არ იქნება სამართლიანი, მე რომ ვთქვა, რომ ეს იყო ცუდი – ესეც არ იქნება სამართლიანი. მე არ ვარ კომისიის წევრი და არ ჩავრეულვარ ამ საქმეში. მე, როგორც დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, დავეთანხმე იმ შედეგს, რომელიც კომისიამ დაადგინა.
- თქვენ ხართ დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. როდის იქნება დეკანის არჩევნები და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას?
- დეკანის არჩევნების დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მე გპირდებით, რომ ეს იქნება მალე. რაც შეეხება მივიღებ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას – ვნახოთ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა უფრო იქითკენ ვიხრები, რომ მივიღებ მონაწილეობას. მინდა გითხრათ, რომ დეკანის ადმინისტრაციული თანამდებობა გარკვეულწილად, მეცნიერისთვის არის სასჯელი, იმიტომ რომ ისეთი საქმით ხარ დაკავებული (მენეჯმენტი, ორგანიზაციული საკითხები), რომელიც მეცნიერებისგან შორს არის და ამავე დროს დიდ ენერგიას მოითხოვს, ემოციას, ნერვიულობას იწვევს. ბუნებრივია, თუ კონკურსში გავიმარჯვებ, მთელს ჩემს ახალგაზრდულ ენერგიას დაწყებული საქმის გაგრძელებას და არა დასრულებას მოვახმარ, რადგან, ეს საქმე არ დასრულებულა არც დავით კერესელიძის დროს, არც ირაკლი ბურდულის დროს და არც ახალი დეკანის მოსვლის შემდეგ დასრულდება.
`თსუ თაიმსი" დეკანის მოადგილე თეა ჯუღელსაც გაესაუბრა
- ქ-ნ თეა ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რა ხარვეზები წარმოიშვა საგნის არჩევასთან და ცხრილთან დაკავშირებით. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულმა კონკურსმა შეუშალა თუ არა ხელი ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას? რამდენად მომზადებული ხვდება იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს?
- ძალიან რთულ პერიოდში მოგვიხდა მუშაობა, თითქოს ნაწილობრივ გადავლახეთ ეს სირთულეები. რთულია, როცა ხედავ, რომ პროფესორები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ასწავლიდნენ უნივერისტეტში, აკადემიური თანმდებობის გარეშე დარჩნენ. ეს ყველაფერი ჩვენს მოსვლას დაუკავშირდა, მაგრამ ეს იყო უბრალო დამთხვევა. თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ და სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, პირიქით, ცხრილი საკმაოდ ნორმალურ დროში გაკეთდა. პატარ-პატარა პრობლემები არის, მაგრამ ეს გარდამავალი პერიოდის გამოა, რეფორმის შემადგენელი ნაწილია.
- - რა ცვლილებებს გეგმავთ სასწავლო პროცესის მიმართულებით?
- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს ძალიან ბევრი თავისებურება აქვს. უნივერისტეტს აქვს იმის ფუფუნება ჰყავდეს უნივერსალი ლექორები. ჩვენ შევეცადეთ ეს რესურსი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ძალიან მალე ლადო ჭანტურია ჩამოვა საქართველოში და ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება მოისმინონ მისი სპეციალური კურსი. მოხდება გაცვლითი პროგრამების გაფართოება, ჩვენ გვაქვს ორი შესანიშნავი ბიბილოთეკა და შევეცდებით უფრო გავამდიდროთ ისინი.
 - იქნება თუ არა სტუდენტი ინფორმირებული იმ სიახლეებით, რომლებსაც თქვენ გეგმავთ და რამდენად იქნება ჩვენი ინტერსები დაცული?
 - როგორც მთლიანად ფაკულტეტი, ასევე მეც ორიენტირებული ვართ სტუდენტზე. ჩემი მიზანია, სტუდენტი იყოს ინფორმირებული, მაქსიმალურად მივიდეს ყველა საჭირო ინფორმაცია მასთან და გაქრეს ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც მას ექნება. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ დეკანთან და ჩემთან მიღების საათები. სტუდენტს ეცოდინება როდის შეეძლება ჩვენთან შემოსვლა. რა თქმა უნდა, ექსტრემალური და გადაუდებელი სიტუაციის დროს, მას ნებისმიერ დროს შეეძლება ჩვენი ნახვა, მაგრამ მიღების საათების დაწესება, პირველ რიგში, ისევ სტუდენტისთვის იქნება კარგი. ჩემთვის, პირადად, სამუშაო დღე 6 საათზე არ მთვარდება, არც შაბათ-კვირა არსებობს. სტუდენტებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს, და ყველა სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი სტუდენტებმა და ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ერთად უნდა მოძებნოს.

 




ნანახია: 1232 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz