დემოკრატიის ახალი ტალღა – კრიზისიდან გამოსვლის გზა - 23 ოქტომბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 536
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » დემოკრატიის ახალი ტალღა – კრიზისიდან გამოსვლის გზა
დემოკრატიის ახალი ტალღა – კრიზისიდან გამოსვლის გზა
7:41 PM
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური შეაფასა მისცა. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებით უკმაყოფილო არ დარჩენილა, თუმცა არც კატეგორიული შენიშვნვები გამოთქმულა. უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პრეზიდენტის გამოსვლამდე მუთითებდა, რომ პრეზიდენტს უნდა ესაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებსა და შედეგებზე, დევნილთა პრობლემების მოგვარების სტრატეგიაზე, მედიის პლურალიზმზე, კონკრეტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებასა თუ სასამართლო დამოკიდებულებაზე. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ის განსხავვება ჰქონდა, რომ სიზუსტით საზოგადოებრივ განწყობას უპასუხა და ადეკვატურად შეაფასა არსებული მდგომარეობა. პრეზიდენტი ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და ის საკონსტიტუციო ცვლილებები გაახმოვანა, რომელზედაც პარლამენტმა უნდა იმუშაოს. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორც დემოკრატიის აუცილებელი პირობა და პარლამენტის გაძლიერება, შექმნილი ვითარებაში, აუცილებლად მიიჩნია. მისი თქმით, ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მოხდება მთავრობის ხელახალი დამტკიცება, რითაც მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენება გამარტივდება. ამასთანავე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა გართულდეს პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებიც. ასევე, უახლოეს მომავალში მოხდება სასამართლო რეფორმის კორექტივებაც და მოსამართლეებს მიეცემათ თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა. პრეზიდენტი ასეთ ცვლილებას ანტიკორუფციულ აქტად აფასებს. დაცული იქნება კერძო საკუთრება, რომლის ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. პრეზიდენტი შეეხო ნაფიც-მსაჯულის ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობას და დადებითად შეაფასა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წევრების წარდგენის საკითხიც. პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის მისამართით საკანონმდებლო დათმობებს კიდევ ერთი საკითხიც დაემატა, რომელიც ბოლოდროინდელი საპარლამენტო ცხოვრების ხმაურიანი განხილვის თემა იყო. კერძოდ, ცვლილებებს განიცდის `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის ის პუნქტები, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ოპოზიციას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ასეთი აკრძალვა პარლამენტმა 86 ხმით 11 წინააღმდეგ ივლისში მიიღო, რომლის მიხედვითაც პარტია, რომლის პროპორციული წესით არჩეული წევრები დატოვებდა პარლამენტს, უნდა შეწყვეტოდა დაფინანსება. აგრეთვე, დღემდე მოქმედი წესით, პარტიას დაფინანსება უწდება იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პროპორციული წესით არჩეული წევრები ამ პარტიას თავად დატოვებენ. პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არამარტო გაეზრდებათ საბაზისო დაფინანსება, არამედ შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური კვლევების დაფინანსებას, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისათვის. ასევე, უნდა გაიზარდოს ოპოზიციის წარმომადგენლობა საპარლამენტო `ნდობის ჯგუფში” – ასეთია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. იგი, ასევე შეეხო ქვეყანაში თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობას და თქვა, რომ `დებატებმა საქართველოში მუდმი ხასიათი უნდა მიიღოს.” პრეზიდენტი საზოგადოებრივი არხის ინსტიტუციონალიზაციის მომხრეა და თვლის, რომ რაც უფრო მეტი დემოკრატია იქნება, ქვეყანა წარმატებით დააჩქარებს ევროატლანტიკურ სივრცეში სვლას. 
  პრეზიდენტის ინიციატივებს ეხმაურება საპარლამენტო და პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერს პრეზიდენტს და შექმნილ ანტიკრიზისულ საბჭოში ერთიანდება. საბჭოს შექმნის იდეა საკანონმდებლო განხილვების დროს იქნა მიღებული, რომელშიც ის პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, რომლებმაც ახლახანს `საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას” მოაწერეს ხელი და ამით აიღეს პასუხისმგებლობა ერთობლივი ძალებით გადაჭრან ქვეყანაში არსებული საკითხები. ასეთი ერთსულოვნება ქართულ პოლიტიკურ კულტურაში მოვლენად მიიჩნია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძემ. უმრავლესობის შეფასებით, ქვეყნისათვის მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, ქართულ საპარლამენტო ოპოზიციას პასუხსიმგებლობის გრძნობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება აღმოაჩნდა. ანტიკრიზისული საბჭო, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, იმუშავებს იმ საკითხების მიმართაც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ინიციატივების სახით გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ანტიკრიზისული საბჭო აღმასრულებელი ფუნქციებითაც უნდა აღიჭურვოს და ყველა სახელმწიფო ორგანოსათვის სავალდებულო უნდა გახდეს მისი მითითებები. პრეზიდენტის მოსაზრებით, ჰუმანიტარული დახმარების სამართლიანი დანაწილების ან სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ანტიკრიზისულ საბჭოს უნდა გააჩნდეს პირდაპირი აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. 
  პრეზიდენტის ინიციატივებს სკეპტიკურად უყურებს მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები. `რესპუბლიკელების” ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, `ცუდია, რომ დემოკრატიის ტალღად მონათლული ინიციატივები, ძირითადად, კოსმეტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს და არ შეესაბამება არც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და არც საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ წამოჭრილ საკითხებს.” პარტიის მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანს. მსგავსი განწყობაა გაერთიანებულ ოპოზიციაშიც. ეროვნულ საბჭოში ფიქრობენ, რომ გამოსავალი და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განხორციელება მხოლოდ ახალ არჩევნებს და ძირეულ ცვლილებებს შეუძლია. ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვალს მოითხოვს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვასაც არ გამორიცხავს. ოპოზიციის მოთხოვნებია მედია გათავისუფლდეს შეზღუდვებისგან, გატარდეს რეფორმა შინაგან უწყებებში და გამოძიებული იქნეს აგვისტოს მოვლენები. ეროვნული საბჭო მხოლოდ დამოუკიდებელი კომისიას ენდობა და შიდასაპარლამენტო გამოძიებაში ობიქტურობას ვერ ხედავს. როგორც ცნობილია, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის საპარალმენტო უმცირესობაც. მათ ასეთი კომისიის სავარაუდო ხელმძღვანელად ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძეც დაასახელეს. 
  ვიდრე პოლიტიკური ვითარება თავის მიმართულებებს ჰპოვებს, პარლამენტმა ქვეყნის რიგ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა 3 ოქტომბრამდე გააგრძელა. სხვა ინიციატივებთან ერთად, კანონმდებლები დაჩქარებული წესით იწყებენ მუშაობას მიიღონ კანონი `ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.” ახალმა კანონმა უნდა გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და განსაზღვროს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. პოლიტიკური რეალობით შეწუხებული მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ცვლილებების მომხრეა. ქვეყნის სწრაფი და რეალური დემოკრატიზაცია რჩება იმ ერთადერთ შესაძლებლობად, რითაც ხალხის ერთიანობა დაურღვეველი დარჩება. ექსპერტთა მოსაზრებებით, მოვლენების ალტერნატიული განვითარება მხოლოდ ყველაზე ცუდი გამოსავალია. 


ნანახია: 318 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz