ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2018-12-13, 4:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 541
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » საკანონმდებლო ხარვეზი ნორმას ბუნდოვანს ხდის
საკანონმდებლო ხარვეზი ნორმას ბუნდოვანს ხდის
7:46 PM
2003 წელს კინოხელოვანმა სოფია კოპოლამ საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი `თარგმანში დაკარგული". ამ ნამუშევრისთვის, მან მოგვიანებით ამერიკის კინო-აკადემიის უმაღლესი ჯილდო `ოსკარიც" დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ორიგინალური სცენარის ავტორმა. ამ მოვლენამდე 6 წლით ადრე, 1997 წელს, საქართველოს პარლამენტმაც მეტნაკლებად განსხვავებული სცენარით მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამ ნორმატიული აქტის მიღება საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყნისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ნაციონალური კოდიფიკაცია, რაც სახელმწიფოში ცხოვრების სტაბილურობის გარანტი იქნებოდა.
 თავიდანვე ინტერესის საგნად იქცა ის საკითხი, თუ როგორ შეიძლებოდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ასე მცირე დროში ამხელა აქტის მომზადება, (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ექვსი წიგნისა და 1520 მუხლისაგან შედგება) მაშინ როდესაც გერმანიამ დაახლოებით იმავე ზომის კოდექსის შექმნასა და მიღებას 25 წელზე მეტი მოანდომა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კონტინენტური ევროპის იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომლებიც გერმანული სამართლის ოჯახს მიეკუთვნებიან. შესაბამისად დიდი განსჯა აღარ დასჭირდებოდა იმის მტკიცებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ნათარგმნი იქნებოდა გერმანიის იმავე აქტიდან. მოგვიანებით ეს ძალიან მარტივად დადასტურდა.
 სამოქალაქო კოდექსი საკმაოდ რთულად გასაგები ენითაა დაწერილი და ვინაიდან, მისივე თანახმად, კოდექსის ყველა ტიპის უმაღლეს იურიდიულ სასწავლებლებში შემოღება დისციპლინად, სავალდებულოდ იქცა – აუცილებელი გახდა მისი დეტალური კომენტირება და თითოეული მუხლის ანოტაცია. (სამოქალაქო კოდექსი არის საქართველოს ერთადერთი საკანონმდბელო აქტი, რომელიც ასე დეტალურად არის კომენტირებული). იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ნათარგმნ ტექსტში უხვად იქნებოდა ხარვეზები და შეუსაბამობები, მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანად გადმოსათარგმნად 6 წელი (დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კოდექსის მიღებამდე) საკმაოდ დიდი დროა.
 ამ შემთხვევაში, გვსურს ყურადღება გავამხავილოთ ისეთ ხარვეზებზე, რომელთა უმეტესობას დღეს ისევ შევხვდებით კოდექსში და მათი გამომწვევი მიზეზი კი არასწორი თარგმანი ან `თარგმანში დაკარგული" სიტყვებია.
 კოდექსის პირველივე მუხლში ვხვდებით ცნებას `კერძო ხასიათის," თუმცა კანონმდებლი არ აკონკრეტებს რის `კერძო ხასიათს" გულისხმობს, მაგრამ კვანძი მეორე მუხლში იხსნება, რომელშიც ეს ცნება მეტნაკლებად სახეცვლილი ფორმით გევვლინება და მოიხსენიება, როგორც `კერძო სამართლებრივი." სავარაუდოდ, პირველ მუხლში თარჯიმანს სიტყვა "სამართლებრივი" სწორედ "თარგმანში დაეკარგა". ასევე საგულისხმოა "კეთილსინდისიერებისა" და "გულისმიერების" პრინციპების ვერბალური გამიჯვნა ერთმანეთისგან, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი ერთი და იმავე პრინციპს წარმოადგენენ, ხოლო კოდექსის სხვადასხვა თავებში ისინი ერთი შინაარსით, მაგრამ განსხვავებული ბგერითი შემადგენლობით არიან მოცემულნი, როგორც ჩანს თარგმანზე ბევრი თარჯიმანი მუშაობდა... ამის მსგავსად, ასევე მიზანშეუწონელია სიტყვების "მოჩვენებითი" და "თვალთმაქცური" სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება, როდესაც შინაარსით ისინი ერთი და იგივეა.
 რაც შეეხება არასწორ თარგმანს ან საერთოდ ცოპყ – პასტე-ს, ასეთებსაც მრავლად ვხვდებით კოდექსში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადრებას. მაგალითისთვის ავიღოთ "აღნაგობის უფლება" (როდესაც ერთი პირი მეორე პირის ნაკვეთით სარგებლობს, ისე რომ მას შეუძლია ამ ნაკვეთზე მხოლოდ ნაგებობის აღმართვა). თუკი დავაკვირდებით, ადვილად შევნიშნავთ რომ ავტორს ჩვენთვის უნდოდა ეთქვა "აგებულების" ან უფრო უკეთეს ვარიანტში "აშენების" უფლებაო (მითუმეტეს რომ ინგლისურად ეს უფლობა სწორედ ასე ჟღერს "თჰე ღიგჰტ ოფ ჩონსტუცტიონ" ანუ კონსტრუქციის, მშენებლობის უფლება) და სავარაუდოდ "სრულიად შემთხვევით" აღნაგობის უფლება ჩაწერა კანონპროექტში.
 აქვე მრავლად შევხვდებით ისეთ სიტყვებს, რომელთა თარგმანზეც ავტორმა საერთოდ უარი განაცხადა და იგივე ფრაზები, უბრალოდ ქართული ასოებით დაწერილი, გადმოიტანა კანონში. ასე მაგალითად: "ემანსიპაცია" – ანუ გათანაბრება, "ოფერტი" – ანუ შეთავაზება, "აქცეპტი" – ანუ თანხმობა, "კონტრაჰენტი" – ანუ ხელშეკრულების მონაწილე პირი, "რეკლამაცია" – ანუ პრეტენზიის ქონა, "ლიზინგი", "ფრენშაიზინგი", "ინკასო" და კიდევ სხვა მრავალი, ხოლო კოდექსის იმ ტექსტზე, რომელიც ნათარგმნია, რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვათა წყობა ზუსტად ისევა გადმოტანილი, როგორც ეს ორიგინალშია, რაც მის სრულფასოვნად და სწორად აღქმაში ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება, შესაბამისად მეტია ნორმათა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის ალბათობა, რომელთაგან თითოეული თავის მხრივ სწორი იქნება.
 ასეა თუ ისე, დღეს საქართველო სწორედ ამ სამოქალაქო კოდექსით ხელმძღვანელობს და არც მისი მიღებისას და არც მის მერე, ქართველ კანონმდებლებს პარლამენტიდან არ გასჩენიათ ერთი კითხვა – თუკი ვსაუბრობთ შიდა ნაციონალურ კანონმდებლობაზე, მაშინ რატომ ვსარგებლობთ გერმანული სამოქალაქო კოდექსით, რომელიც სრულფასოვნად არც კი არის გადმოთარგმნილი?! მაგრამ სამწუხაროდ, თუ ასე ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ ქართულ კანონებში სხვა ბევრი მსგავსი თუ სხვა სახის ხარვეზებიცაა და ნამდვილი ეროვნული კანონმდებლობის ფორმირებამდე ჯერ ნამდვილად დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მანამდე კი, ჩვენ შევეცდებით სისტემატიურად წარმოვაჩინოთ ხოლმე ეს ხარვეზები და მივიტანოთ ჩვენ მკითხველთან, რათა მას უკეთესი წარმოდგენა შეექმნას საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეზე. თუ სამომავლოდ ისევ ასე გაგრძელდა, ჩვენ კვლავ მივიღებთ თარგმანში დაკარგულ – სცენარის ავტორს და დამდგმელ რეჟისორად საქართველოს პარლამენტს. 


ნანახია: 1509 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018 ჰოსტერი uCoz