კახი კალაძემ გრანდიოზული პროექტი შეაჩერა - 23 ოქტომბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 537
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » კახი კალაძემ გრანდიოზული პროექტი შეაჩერა
კახი კალაძემ გრანდიოზული პროექტი შეაჩერა
7:47 PM
საქართველოს ყოფილი პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტიელბამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა ის ბიზნეს-ინტერესები, რომელიც `კალაკაპიტალის” სახით საქართველოში ცნობილ ფეხბურთელ კახი კალაძესთან ერთად განხორციელდა. კახი კალაძე, რომელიც საუბრობდა, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა შორეულ პრესპეტივად ესახებოდა, ამჟამად აცხადებს, რომ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ არჩევანს ემიჯნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც კახი კალაძის ბიზნესპარტნიორი 2008 წლის აპრილიდან გახდა, `კალაკაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა, თუმცა ყოფილი პარტნიორები დღეს თავიანთ განცხადებებში ერთმანეთის მიმართ ნაწყენი ტონით არ საუბრობენ. `ზურაბ ნოღაიდელმა თავად იცის, რაც უნდა გააკეთოს, მე კი ჩემი საქმე მაქვს. ეს საქმე ჯერ კიდევ ფეხბურთის თამაშია, რომლისთვისაც თავის დანებებასაც ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ.” – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ნოღაიდელი სულ მალე დატოვებს `კალაკაპიტალს” და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მისი შემცვლელის შესახებ. კახი კალაძე, რომელიც `კალაკაპიტალის” დაფუძნებისას აცხადებდა, რომ ასეთი ბიზნესის წამოწყების ერთადერთი გარემოება საქართველოში მნიშვნელოვნად შეცვლილი საინვესტიციო გარემო იყო, დღეს საქართველოში ბიზნესის განვითარებას ეჭვის ქვეშ აყენებს და დაწყებული პროექტების შეჩერებაზე საუბრობს. `ჩვენ პროექტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მცირე ხნით შევაჩერებთ.” – ამბობს კალაძე. როგორც ექს-პრემიერიც ადასტურებს, `კალაკაპიტალმა” საქართველოში ყველაზე მაშტაბური უძრავი ქონების პროექტ `არსენალის” შეჩერება მოახდინა. `კალაკაპიტალი,” რომელიც საქართველოში თავის საქმიანობის წარმართვას ინვესტიციებით საბანკო სფეროში, უძრავ ქონებასა თუ ენერგოსექტორში გეგმავდა, ამ ჩამონათვალში `არსენალი” ყველაზე მაშტაბურ ინიციატივად განიხილებოდა. კერძოდ, ეს იყო პროექტი ქალაქი ქალაქში, რომელის მშენებლობაც თბილისში, ეგრეთწოდებულ არსენალის მთაზე უნდა განხორციელდეს. `არსენალი” ათი წლის განმავლობაში 80 ჰექტარ ტერიტორიაზე 1.5 მილიარდ დოლარად შეფასებულ პროექტად არის განხილული და გულისხმობს სამთავრობო და საცხოვრებელი კომპლექსების, ვილების, სასტუმროების, სკოლების, ოფისებისა და საავადმყოფოების აშენებას, რაც იდეაში 25 000 ადამიანის დასაქმებას და ქვეყნის მთლაინი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტიან ზრდას გამოწვევდა. ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ პროექტის დასაწყისში 20 მილიონი დოლარი უკვე განხორციელდა და იგეგმებოდა დამატებით 2 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვაც, მაგრამ დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყველაფერს ბუნდოვანს ხდის. `ინვესტორი მაშინ დებს ფულს, როცა მოგების პრესპექტივა გააჩნია. ამ პროექტს ვაკონსერვებთ მანამ, ვიდრე მის განხორციელებას აზრი გაუჩნდება. სიმართლეს გეტყვით, დღეს პირველად ვარ იმ მდგომარეობაში რომ უახლოესი წლების ეკონომიკურ პროგნოზს ვერ ვაკეთებ.” – აცხადებს ნოღაიდელი. `არსენალის პროექტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემვქმნა. საამისოდ საქართველოში ჩამოვიყვანეთ ინვესტორები. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მათთვის კი მე ვიყავი ერთგვარი გარანტი იმისა, რომ აქ ინვესტიციის ჩადება ფინასურად გამართლებული და მომგებიანი იქნებოდა. აბა, ვინ მოელოდა, რომ ომი დაიწყებოდა? ყველაფრის გამოსწორებას ალბათ წლები დასჭირდება.” – ამბობს კახა კალაძეც. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მძლავრი ბიზნესპარტნიორის დაკარგვით გაურკვევლობაშია, ხელისუფლების იმედს გამოთქვამს, რომ `არსენალის” პროექტის გაგრძელებაში სახელმწოფო დახმარებას აღმოუჩენს. `პროექტისთვის აუცილებელი დანარჩენი თანხის ჩამდები არავინ ჩანს.” – შეშფოთებულია კალაძე, რომელიც ალბათ ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სახელმწოფოს დახმარებაც ამ პროექტის განხორციელებაშიც, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მხოლოდ კეთილი სურვილებიღა იქნება.
ნანახია: 355 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz