ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 11:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » ქალები მშვიდობისა და სოლიდარობისათვის
ქალები მშვიდობისა და სოლიდარობისათვის
9:26 PM
საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ყველე დონეზე გააქტიურა ხელისუფლება, სხვადასხვა ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება. დღეს ქვეყნის ძალისხმევა მიმართულია ომისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის, კონფლიქტის შემდგომ ურთიერთობის აღდგენისა და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბების პროცესებისაკენ. ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელმწიფო ორგანოს როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების, ნდობის აღდგენის და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. ამ კუითხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა მშვიდობის ყველა ინიციატივაში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის მიზნით. ქალები ასოცირდებიან მშვიდობასთან, ხოლო მათი ცხოვრება და ღირებულებები დაკავშირებულია სიცოცხლის დაცვასთან, დიალოგთან, შერიგებასთან, მოლაპარაკებებთან, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩეულმა ქალებმა, როგორც ქალებმა და როგორც ადგილობრივ დონეზე არჩეულმა ოფიციალურმა პირებმა, ორმაგი ტვირთი უნდა იკისრონ მშვიდობის დამყარების პროცესში, რათა აღდგეს მშვიდობა და სოციალური თანასწორობა ქვეყანაში.
18 ოქტომბერს, სწორედ ამ მიზნით შეიკრიბა მრგვალი მაგიდა ქალაქ გორში. მასში მონაწილეობდნენ: საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის წარმომადგენლები, კონფლიქტის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები; გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები; თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგებლები.
მრგვალი მაგიდის პირველი გამომსვლელი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი იყო. საინტერესო ინიციატივებით გამოვიდა ამავე საბჭოს წევრი, ქ-ნი ჩიორა თაქთაქიშვილი. რეალობაში არსებულ პრობლემებზე კი კოდორის, გორის, ქურთის, ერედვისა და თიღვის თემების საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს. საინტერესო მოსაზრებებით გამოვიდა თითქმის ყველა მონაწილე. რის შედეგადაც შეიმუშავეს მიმართვა: ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულში მონაწილე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მუნიციპალიტეტების მიმართ, რათა მათ შესაძლო დახმარება გაუწიონ ქალებსა და ბავშვებს. ფორუმის სახელით გამოიცა ინგლისურენოვანი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია კონფლიქტის, დაზარალებული ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ, ასევე პოსტერი და მიმართვა ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულში მონაწილე მუნიციპალიტეტების მიმართ. ამ მისიის განხორციელება კი დაეკისრათ: თბილისის საკრებულოსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგატ სოფო გიორგაძესა და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ეკა ბერიშვილს.
ჩვენ ყველა დონეზე ვითხოვთ სოციალურ დახმარებას. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა! 


ნანახია: 961 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz