ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 7:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » როგორ მიულოცავს საქართველოს ახალ წელს დასავლელი `სანტა კლაუსები?!“ ანუ `MAP“-ის მოლოდინში
როგორ მიულოცავს საქართველოს ახალ წელს დასავლელი `სანტა კლაუსები?!“ ანუ `MAP“-ის მოლოდინში
10:39 PM
შექსპირისეული დილემა: `ყოფნა-არყოფნა...“ ქართული რეალობის წინაშე კიდევ ერთხელ, ამჯერად 21-ე საუკუნეშიც დადგა. რუსი ოკუპანტები (თუმცა მათ პირსისხლიანი მკვლელები უფრო შეეფერებათ სახელად) თავხედურად შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ზუსტად ისე დაემართათ „უნახავმა რა ნახაო“... თუმცა, არც იმის დაჯერება შემიძლია და მართალი გითხრათ, არც სურვილი მაქვს, რომ გეოგრაფიულად იმდენად არაცივილიზებულ ზონაში ვიმყოფებით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის „სანაქებო ჯარისჯკაცებს“ ფაქსის აპარატი არ უნახავთ, უნიტაზზე, რომ არაფერი ვთქვათ. 
ბევრი ითქვა და კიდევ ბევრს იტყვიან, რუსული არმიის მოძველებულ ტექნიკასა თუ „ბომჟ“ (თავადვე უწოდებენ საკუთარ თავს ასე) ჯარისკაცებზე, თუმცაღა, ეს ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რუსულმა მონსტრმა, პროგრამა მაქსიმუმის თუ არა, მინიმუმის შესრულება მაინც შეძლო _ ქართული ტერიტორიები ოკუპირებულია, მსოფლიოსთვის ძალა ნაჩვენებია და ამ ყველაფერს „ხურდაში“ მიაყოლეს ოსეთისა და აფხაზეთის „კვაზი-სახელმწიფოების“ აღიარება. მაგრამ, უნადა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული რეალობის შეცვლა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი ძლებით. ჯერი მსოფლიოზეა, რომელსაც პრობლემები მრავლად აქვს და ახლა საქართველოც დაემატა. რომლის ტერიტორიის უკუპირებასაც საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა. თუმცა XX საუკუნის ბოლოს, რუსეთის ანალოგიურ ქმედებას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. რადგან მაშინ სხვა რეალობის წინაშე იყო მსოფლიო და ერთ პატარა სახელმწიფოს, საქართველოს სახით, არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა რა გააჩნდა. დღეს კი სხვა ვითარებაა, ევროპას, ისევე როგორც ამერიკას სჭირდება საქართველოს ტერიტორია, მინიმუმ ნავთობსადენი მილის გამო... ასე, რომ თუკი ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიულმა და არაჰუმანურმა ქმედებამ, შეაწუხა მსოფლიო, იმედები გაუცრუვდება. მიუხედავად იმისა, რომ XXIU საუკუნეში ვცხოვრობთ, თითოეული ქვეყანა საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საერთაშორისო სამართალს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა და არცაა გასაკვირი, რომ ცივილიზებული სამყაროს ლიდერების ერთ ნაწილს ფრთხილი პოლიტიკა აქვს არჩეული. ასეთ ვითარებაში, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. რათა ჩვენთვის ყველაზე უფრო რეალური და სასურველი შედეგი, ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა მივიღოთ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჯერ კიდევ მარტში დააფიქსირა თავისი მოსაზრება და ძნელად წარმოსადგენია, მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები, მისი პოზიცია შეიცვალოს. როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების კანდიდატები ერთმნიშვნელოვნად გმობდნენ (მიუხედავად იმისა, რომ მაკ კეინის ტონი უფრო მკაცრი იყო) აგვისტოში რუსეთის საქციელს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს.  
საფრანგეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ცეცხლის შეწყვეტასა და რუსის ჯარის საქართველოს გარკვეული ტერიტორიიდან გასვლაში. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მარტში წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის მიენიჭებინათ „მაპი“ , სავარაუდოდ დეკემბერში თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნისთვის ნატოში გასაწევრიანებელი სამოქმედო გეგმის მინიჭებას.
რაც შეეხება გერმანიას, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. Gგერმანია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია დასავლეთ ევროპაში, ამას ისიც ემატება, რომ გერმანია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგო რესურსებზე. ამიტომაც გადწყვეტილების მიღებისას თამამი ვერ იქნება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გერმანიის კანცლერი მერკელი თუ მიულერი, რეალურად გერმანიაში არჩევნებმა შეიძლება ერთად-ერთი შედეგი გამოიღოს საქართველოსთვის „შეშფოთებული“ გერმანია, შესაძლებელია „ღრმად შეშფოთებული“ გახდეს. ამას თან ერთვის იტალიის პოზიციაც, რომელიც არანაკლებაა დამოკიდებული რუსეთზე. 

ნანახია: 801 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz