ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, საჯარო სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნები კანონდება
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, საჯარო სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნები კანონდება
10:41 PM
საქართველოში დასაქმების თემა ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, რასაც ვერც `მილიონი სამუშაო ადგილის” ლოზუნგმა უშველა და ვერც იმ ბოლოდროინდელმა წინასაარჩევნო დაპირებებმა, რასაც ხელისუფლება სიღარიბის გარეშე მყო `ფ საქართველოში გვპირდებოდა. შედეგად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო მინიმუმის ზღვრამდეც ვერ არსებობს, სტაბილური ეკონომიკა და განვითარებული ბიზნესი კი ალბათ კიდევ დიდხანს იქნება საოცნებო და საიმედო. მიუხედავად ასეთი რეალობისა, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია, თუკი მისი გამომწვევი მიზეზები რაციონალურად არის აღქმული და შეფასებული, არსებობს სამთავრობო პროგრამები და სწორი ეკონომიკური სტატეგია, რაც ბოლოდროინდელ საქართველოში, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დეფიციტურია. ცხადია, დასაქმის საკითხის მოგვარება ან დასაქმებულთა შრომისუნარიანობის სტიმულირება, რომ მოხდეს, ამისათვის სახელმწიფო თავის ვალდებულებას გამოხატავს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ქმნის, თუმცაღა უკვე არა მხოლოდ ქართველი იურისტები, არამედ ევროპელი მრჩევლებიც მიუთითებენ, რომ საქართველოში შრომის სამართალით დარეგულირებული ურთიერთობები ვერ ან არ უზრუნველყოფს შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, არამედ სუსტია კანონმდებლობით აღიარებული დასაქმებულთა დაცვის გარანტიებიც. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილი დავები დასაქმებულის სასარგებლოდ იშვიათად წარმართულა. რეალობა ყველასთვის ერთიანად უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომელთა მდგომარეობა დღეს არც იმ სიახლით არის საიმედო, რომელსაც ხელისუფლება აპირებს, რომ წარმოადგინოს. საქართველოს მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, შესაძლებელია, დიდი ვნებათაღელვის საფუძველიც გახდეს. თუკი აქამდე სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ 2006 წლის მარტში მიღებული შრომის კოდექსი კაბალურია კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, საქართველოს მთავრობას ცვლილებები და დამატებები შეაქვს კანონში `საჯარო სამსახურის შესახებ,” სადაც სრულიად დაუცველს ხდის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს. სამთავრობო ინიციატივის თანახმად, გთავისუფლებულის სამსახურში აღდგენა თავად ამ სამსახურის დისკრეცია იქნება და სასამართლოს არ შეეძლება პირის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანოს, ხოლო თუკი სამსახურში აღდგენა მოხერხდა, ამ შემთხვევაში, პიროვნება ვეღარც იმ ხელფასს აიღებს, რაც მას უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში უნდა აეღო. კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენას. ამასთან, კანონპროექტში მითითებულია, რომ მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. კანონპროექტის ტექსტი უშვებს ისეთ გარემოებასაც, რომ თუკი სამსახურში აღდგენა დათხოვნიდან დროის ნებისმიერ მონაკვეთში პიროვნებას მხოლოდ ერთი წლის ხელფასის აღების შესაძლებლობას უტოვებს, თანაც, მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და არა იმ ხელფასის, რაც მას რეალურად უნდა აეღო თავისი დანამატებითა თუ პრემიების გათვალისწინებით. `საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დღემდე მოქმედი 112-ე მუხლის თანახმად, რომელიც კანონპროექტში უკვე ახალი რეადაქციით არის ჩამოყალიბებული, საუბარია, რომ `სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე.” ამასთან, კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში, სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება ან სხვა რაიმე მოქმედება. დავას, რომელსაც შრომის სამართლის კოდექსი შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილ უთანხმოებად განიხილავს, მის გადაწყვეტას შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებს უკავშირებს და ამისთვის სასამართლომდე ან არბიტრაჟამდე მიმართვის გამოყენებამდე მხარეებს მთელ რიგ პროცედურას და გონივრულ დროს უწესებს, თუმცაღა თუკი ახალი ინიციატივა უკვე კანონის სახით იქნა მიღებული, ძნელია, ასეთ ვითარებაში, მხარეთა კანონიერი ინტერესის მნიშვნელობა უპირატესი გახდეს. კანონპროექტით საჯარო სამსახურის მოხელეთა უფლებები სრულიად დაუცველი რჩება, ხოლო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ერთადერთ ორგანოდ გვევლინება, სრულიად უფუნქციო პოზიციით გამოდის. ცხადია, ამით დაკნინებულია სასამართლოს როლი, რომლის ავტორიტეტზეც სწორედ მსგავსი შემთხვევების კანონიერად გადაწყვეტილების პრეცედენტებმა უნდა მიუთითონ, თუმცა მთავრობის კონსტიტუციური ინიციატივა იმით არის დასაბუთებული, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს ამ ცვლილებებით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრას. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მისი მიღება გამოწვეულია არსებული ნორმების განსხავებულად ინტერპრეტაციის შესაძლებლობის აღმოფხვრის მიზნით, რაც სამომავლოდ მის არსსს ნათლად ჩამოყალიბებულს გახდიდა. აქვე აღნიშნულია, რომ `ცვლილება ცალსახად დაადგენს დაწესებულების კომპეტენციას, იმსჯელოს განაცდურის ანაზღაურებაზე და აღნიშნული აანაზღაურის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ მისსივე გადაწყვეტილებით მოხელე აღდგენილი იქნება სამსახურში. შესაბამისად, მოცემული ცვლილება და დამატება სრულიად გამორიცხავს შემთხვევას, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტიელბა ახალი აქტის გამოცემის დაწესებულებისთვის დავალების თაობაზე და ამავე გადაწყვეტილებით დაადგინოს განაცდურის ანაზღაურების სავალდებულობა, რაც მოხელის სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში შეუძლებელია.” ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ კანონპროექტში მითითებულია გასატარებელი ცვლილებების უკუძალა, რაც ნიშნავს კანონის მოქმედებას მანმადე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკვშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, `გარდა იმ შემთხვევისა, როცა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.”
  რა შედეგს მოიტანს კანონპროექტის კანონად ქცევა, ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს. `დემოკრატიის ახალი ტალღა,” რომელიც ქვეყანაში პრეზიდენტმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს უწოდა, ამ კანონპროექტის მიხედვით, საპირისპირო განწყობას ტოვებს. მოსალოდნელ ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიცია უკვე ცინიკურს უწოდებს და ფიქრობს, რომ მთავრობის მორიგ ინიციატივას კანონმდებლები აუცილებლად ჩააგდებენ. ახლა ჯერი პარლამენტზეა. მან უკვე დაიწუნა მთავრობის 2009 წლის საბიუჯეტო პროექტი. სავარაუდოა, რომ მსგავს ბედს გაიზიარებს განხილული პროექტიც. ზოგიერთის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო მთავრობის საჯარო პოლიტიკით უკმაყოფილოა, თუმცა ღია კონპლიქტს ჯერ-ჯერობით, არ უნდა ველოდოთ.



ნანახია: 955 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz