ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 11:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა?!
საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა?!
10:42 PM
დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მახასიათებელი ხალხის მმართველობაა. საზოგადოება ვერ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში, თუ მას სასურველი და ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია. ამის მიღწევა კი თავისუფალი საჯარო დებატების გარეშე შეუძლებელია.
 საქართველოს კანონში `გამოხატვის თავისუფლების შესახებ” წერია: `სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და ადამიანის უზენაეს ფასეულობას, კანონი უზრუნველყოფს აზრის, პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის, იდეების მოძიების, მოღვაწეობისა და გავრცელების უფლებას, ცენზურის დაყშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალისმს...” აქედან ჩანს, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება.
  რეალურად, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. გთავაზობთ ფაქტის კონსტატაციას:
 დაიბადა 1975 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტი. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო “რუსთავი-2”. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა პოპულარული თოქ-შოუ “ღამის კურიერი.”
 2001 წლის, ივლისში ტელევიზიით გავრცელდა ცნობა გოირგი სანაიას გარდაცვალების შესახებ. მისი დაღუპვის რეალური მიზეზი კი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრგები უნდა ყოფილიყო. სასამართლომ გამორიცხა სანაიას პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, მაგრამ საზოგადოების მრავალ კითხვას პასუხი ვერ გაეცა.
 “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
  2007 წელი, 7 ნოემბერი, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა. ტელეეთერში გადაცემულ კადრებში ჩანდა, რომ მომიტინგეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.… 
 რა ხდება დღეს? არც ერთ ქართულ ტელეარხზე არ გადის პოლიტიკური დებატები.
 ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველო ფსევდოდემოკრატიული სახელმწიფოა. აქ ილახება ადამიანის უფლებები, არ არსებობს თავისუფალი სიტყვა, რაც ხელს შეუწყობდა საზოგადოების წინსვლასა და წარმატებას. 
 რა იქნება მომავალში? როგორც პოლიტოლოგები იტყვიან, საქმე ან კარგად იქნება, ან ცუდად. ერთმა გამოცდილმა იურისტმა კი თქვა: “ყველაფერი მომავალი თაობის ჟურნალისტებსა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული,”  




ნანახია: 982 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz