ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 3:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » არსებობს კი საქართველოში სიტყვის თავისუფლება?!
არსებობს კი საქართველოში სიტყვის თავისუფლება?!
10:44 PM
პირველად იყო სიტყვა, და ეს სიტყვა იყო ღმერთი. ღომელმაც შექმნა სამყარო და დასაბამი დაუდო სიცოცხლეს. როგორ ვხედავთ, სიტყვას კაცობრიობის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვას ჩვენთვი მხოლოდ ლექსიკური დატვირთვა არ აქვს, მის საშუალებით გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით...
როგორც ამბობენ, საქართველო, დემოკრატიული ქვეყანაა. ხალხი თავისი ნებით ირჩევს სასურველ ხელისუფლებას. თითქოს არსებობს სიტყვის თავისუფლებაც : ,,ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.“ ეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მეცხრამეტე მუხლშია აღნიშნული. თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის. იზღუდება ჟურნალისტების უფლებები, ხელისუფლება მალავს საზოგადოებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, რათა ძალაუფლება მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე ამბობს: ,,ბევრია ტაბუირებული თემა, რომელზეც საუბარი არ სურს დღევანდელ მთავრობას. სკანდინავიის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, მაგრამ თუ ათვლის წერტილად ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ავიღებთ, მაშინ დავინახავთ, რომ რეგიონალური მასშტაბით საქართველო სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით ლიდერობს.“Mბატონ გიორგის იმედი აქვს, რომ საქართველოში ლიბერალური ფასეულობები ნელ-ნელა დამკვიდრდება.
ჩვენს ქვეყანაში, სიტყვის თავისუფლება რომ არ არსებობს და სიმართლის თქმა შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს, ამას რამდენიმე ფაქტი ადასტურებს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ გიორგი სანაია, რომელიც დაიბადა 1975 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტი. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო “რუსთავი-2”. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა პოპულარული თოქ-შოუ “ღამის კურიერი.” 2001 წლის, ივლისში ტელევიზიით გავრცელდა ცნობა გოირგი სანაიას გარდაცვალების შესახებ. სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრგები უნდა ყოფილიყო. სასამართლომ გამორიცხა სანაიას პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, მაგრამ საზოგადოების მრავალ შეკითხვას დღემდე პასუხი ვერ გაეცა. 
სიტყვის თავისუფლება არის თავისუფალი მოქმედების საწყისი ეტაპიც, თუმცა არც ერთი და არც მეორე ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს. გავიხსენოთ 2007 წლის 7 ნოემბერი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა სიტყვის თავისუფლება. მთავრობის მიერ გაცემული განკარგულებით, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა. ტელეეთერში გადაცემულ კადრებში ჩანდა, რომ მომიტინგეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.… 
რა ხდება დღეს? ამა წლის 22ოქტომბერს მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ორგანიზაციამ ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოაქვეყნა “პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი 2008”, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 54 საფხურით გაიუარესა პოზიცია. Uუნდა აღინიშნოს, რომ დღეს არც ,,რუსთავი 2”-სა და არც ,,ტელეიმედზე” არ გადის პოლიტიკური დებატები, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით იზღუდება პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. როგორც ქალბატონი ია ანთაძე აღნიშნავს, ხელისუფლება აკონტროლებს ტელემედიას. მას არ სურს, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი, რათა ხელი არ შეეშალოთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაში.
რა იქნება მომავალში? პოლიტოლოგები, ჟურნალისტები და იურისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მომავალმა ჟურნალისტებმა უნდა შეიტანონ დიდი წვლილი დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებაში, რომლებსაც არ გაუვლიათ კომუნიზმის უაზრო ყოფა და მასთან ასოცირებული შიში. ისინი კრიტიკულად და ობიექტურად უნდა აფასებდნენ ქვეყანაში არსებულ მოვლენებს, საზოგადოებას აწვდიდნენ დროულ, ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას. სასურველია, საზოგადოების წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შექმნან ისეთი მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც გააკონტროლებენ ხელისუფლებას და მათ ქმედებებს. აი, ამ შემთხვევაში, იარსებებს ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.  





ნანახია: 3327 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz