ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 12:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » დაუშვებელია დევნილებს ისე ვექცეოდეთ, როგორც ხიზნებსა და უცხოტომელებს
დაუშვებელია დევნილებს ისე ვექცეოდეთ, როგორც ხიზნებსა და უცხოტომელებს
10:46 PM
აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, თბილისი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებით გაიზარდა. ისინი, ვინც ომმა უსახლკაროდ დატოვა მთავრობის მიერ კარვების ქალაქებში, სკოლებსა და ბაღებში იქნა მოთავსებული. ნაძალადევის მე-12 სკოლას ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან გამოხიზნული ადამიანები აფარებენ თავს. დევნილები პერველ პერიოდში დახმარებას მოსახლეობის, ახლომდებარე მაღაზიების, სხვადასხვა ორგანიზაციების: `კარიტასი", იტალიისა და საფრანგეთის საელჩოს, `ტელეკომისგან” იღებდნენ, თუმცა, როგორც გამოირკვა, აქციას ერთჯერადი ხასიათი ქონია და მოგვიანებით ყოველგვარი დახმარება შეწყდა, ყველივე გაქრა, ამგვარად დარჩნენ ბედის ანაბარად მიტოვებულნი. ამ ნაკადში 65 ბავშვია, 5 ინვალიდი, 9 ორსული და 3 მეძუძური ჩვილი, საკვები პროდუქტი მხოლოდ 10 დღეში ერთხელ შემოაქვთ სულზე 500 გრამი პური, კვირაში ერთხელ, დღეობით მშივრები ირგვლივ მყოფი მოსახლეობის მოწყალების იმედად არიან დარჩენილები. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთვის და ჩვილებისათვის ერთგვარი მშრალი საკვები მოაქვთ. პასუხგაუცემელ კითხვად რჩება ის საკითხი: ჩვილმა ლობიო ან ბრინჯი ჭამოს?! ამ სკოლაში სახელგანთქმული საწოლები და პლედები 350 ადამიანზე მხოლოდ 25 ცალი იქნა გაცემული. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ოჯახის სამ წევრს ერთ საწოლზე განთავსების ბედნიერება ან შეტყუპებულ მერხებზე წოლის პერსპექტივა ელოდოს. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ დევნილებთან არც მედიკოსთა და ფსიქოლოგთა ჯგუფებს უმუშავიათ. თუმცა ყველაზე აღსანიშნავი ის პრობლემებია, რომელიც დროებით თავშესაფარში წამოიჭრა, რაც არც თუ უსაფუძვლო ვარაუდით, სკოლის ადმინისტრაციას უკავშირდება. სკოლის დირექცია დევნილთათვის ორგანიზებას ვერ ან არ უკეთებს საჭირო საკვების მოზიდვას დირექცია 350 ადამიანს ერთი საპირფარეშოთი სარგებლობასც აიძულებს, რითაც მათ შერყეულ ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. საპირფარეშო სამ სართულიან სკოლის პირველ სართულაზეა განთავსებული, შიგ შეხედვისთანავე თვალში გეცემათ ჩამოშლი ჭერი, აყრილი იატაკი, მოუწესრიგებელი სველი წერტილები, ალაგ-გალაგ ანგრეული კაფელი, რაც სიბინძურეშია ჩაფლული. შექმნილი ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო, მშობლელბს შვილების შიგ შეშვების ეშინიათ. დილა-საღამოს კი საპირფარეშოებთან, საკმაოდ ვრცელ რიგში უხდებათ ლოდინი, ორსულებს, ინვალიდებსა და ბავშვებს. ალბათ იოლი წარმოსადგენია, თუ რაოდენ ძნელია მე-3 ჯგუფის ინვალიდისთვის რიგის მოლოდინი, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის ყოველივე ამის ახსნა და ეს ყოველივე იქ ხდება, რომელი სკოლის მეორე სართულზე გარემონტებული საპირფარეშო საგულდაგულოდაა დალუქული. მიზეზად სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობა სახელდება და შექმნილ უმძიმეს პირობებზე დიდად არავინ იწუხებს თავს, თითს ხან გამგეობისკენ, ხან კი კოორდინატორებისაკენ იშვერენ. ამგვარად, სკოლის დირექცია საკმაოდ მოხერხებულად იცილებს პასუხისმგებლობას, ხოლო დევნილებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ამგვარ მდგომარეობას, ხელოვნურად ქმნიან, რათა იძულებული გახადონ ალტერნატიული საცხოვრებელი მოიძიონ და სკოლა გაეცალონ. დევნილთა მოსაზრებით, ადმინისტაცის მიერ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმის გამო, ვერ ხერხდება ხმის მიწვდენა შესაბამისი უწყებებისადმი, რათა ყურდღება მიექცეს მათ გასაჭირს. აქ ხშირია ურთიერთშელაპარაკება ადგილნაცლებსა და მასწავლებლებს შორის. პედაგოგებს შიში აქვთ, რომ დევნილები იქ კიდევ დიდხანს დარჩებიან, შექმნიან ახალ ჩასახლებას, ეს კი მასწავლებლებს უსამსახუროდ დატოვებას უქადის. ამიტომაც არის, რომ პედაგოგები დილიდან საღამომდე მორიგეობენ სკოლაში, თვალყურს ადევნებენ ხიზნებს იმ ვარაუდით, რომ არ დააზიანონ ინვენტარი, კომპიურული ტექნიკა ან საერთოდაც არ მოხდეს ამ ტექნიკის გატაცება-მოპარვა. კონფლიქტს უნდობლობის ფაქტორი უკიდურესად აღრმავებს.  
  შექმნილ ვითარებაზე ახსნა-განმარტებისგან თავს იკავებს კოლის დირექცია. ისინი რამდენიმე სიტყვით აცხადებენ, რომ უფლებამოსილნი არ არიან კომენტარი გააკეთნ მათსავე დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. (მაშ, სად ვრცელდება დირექციის იურისდიქცია, საკითხავია?!) სკოლა ქვეყექსტით გადასამიმართებას საკოორდინაციო საბჭოებისა და `ნაციონალური მოძრაობის” მოხალისეებისაკენ აკეთებს, ვინც ამა დამიანებს ნებაყოფლობით ეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ვითარებებია ყველა სხვა დაწასებულებაში, სადაც ლტოლვილები ჩასახლდნენ. ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, დევნილებისადმი მათი კუთვნილი პროდუქტების გაცემა მანამ არ მოხდა, სანამ საკვები არ გახდა მალფუჭებადი, ხოლო ასეთი გაცემის გადაწყვეტილებისათვის ისან-სამგორის გამგებლის ჩარევაც კი დასჭირდა. დევნილები პარლამენტარებთან, მინისტრთან ან ისეთ პიროვნებასთან ითხოვენ შეხვედრას, ვინც უფლებამისილია მათი პრობლემები მოაგვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უკიდურესი ზომების მიღებით, აქციებითა და შიმშილობით იმუქრებიან. 
  ადამიანებმა, რომელბმაც გაუძლეს რუსეთის აგრესიის გამოვლინებას, დაკარგეს არამხოლოდ მატერიალური შემოსავალი, არამედ საყვარელი ადამიანები, დღეს ყველაზე მეტ მხარდაჭერას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მცირედით შეძლონ იმ სტრესის დაძლევა, რომლის გადატანაც მოუხდათ. დაუშვებელია, საკუთარ სამშობლოშივე ასეთი ადამიანები უსამართლობის მსხერპლნი გახდნენ. 






ნანახია: 874 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz