ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 1:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » ბრალის "შემამსუბუქებელი" გარემოება სისხლის სამართალში
ბრალის "შემამსუბუქებელი" გარემოება სისხლის სამართალში
10:47 PM
დღეს მოქმედი ქართული სისხლის სამართლის კოდექსის სიახლე გახლავთ ის, რომ მასში შეურაცხადობა, როგორც ბრალის გამომრიცხველი გარემოება, მოცემულია გვარეობითი სახით და თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხადობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. პირველი მათგანით შეურაცხაობა დგინდება პოზიტიურ-სამართლებრივად, ხოლო მეორეთი - სამედიცინო-ფსიქოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მიხედვით, შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს ოთხი ფაქტორი: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყიფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება. ამ სხვა ფაქტორებში მოიაზრებენ ფსიქიკის ისეთ გადაღლას, სიმთვრალეს, აფექტს ან სხვა ისეთ მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს ფსიქიკის ისეთ შერყევას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ცხადდება შეურაცხად მდომარეობად. ეს გარემოებები შეიძლება ერთ შემთხვევაში წარმოადგენდნენ ბრალის გამომრიცხველ შეურაცხაობის, ხოლო სხვა შემთხვევაში ბრალის შემამსუბუქებელი შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობას. მაგალითისთვის, პათოლოგიური აფექტი იწვევს შეურაცხაობას და გამორიცხავს ბრალს, ხოლო ფიზიოლოგიური აფექტი წარმოადგენს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობას და ამცირებს ბრალის ხარისხს.
 როგორც დავინახეთ, კოდექსი საკმაოდ ფართო დეფინიციას იძლევა ბრალის გამომრიცხველ გარემოებაზე - შეურაცხაობა, თუმცა გარკვეულწილად ინდიფერენტული რჩება ბრალის შემამსუბუქეებლ გარემოებაზე, კერძოდ შეზღუდულ შერაცხადობაზე. შეიძლება ითქვას ეს ორი ცნება მკაფიოდ არც კი არის გამიჯნული ერთმანეთისგან, რაც ისევ და ისევ, ნორმათა სხვადასხვაგვარ გაგებას წარმოშობს, რომელთაგან თითოეული შეიძლება სწორიც იყოს. ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია ზღვარის გავლება შეურაცხაობასა და შეზღუდულ შერაცხადობას შორის, ამიტომ ერთგვარად გაუგებარი ხდება თუ რომელი ფაქტორის დროს უნდა გამოირიცხოს ბრალი და რომლის დროს შემსუბუქდეს სასჯელი. ასეთ ვითარებაში საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ პირის მდგომარეობა მოიაზრონ შეურაცხაობად, მაშინ როცა იგი რეალურად შეზღუდული შერაცხადობის მომეტში იმყოფება ან კიდევ პირიქით. აქედან, გამომდინარე საკმაო საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ნორმები მეტნაკლებად გაუმართავი და გაუგებარი ფორმითაა მოცემული და რეალურად ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ბრალის როგორც გამორიცხვა, ასევე შემსუბუქება. 
 დამხმარე იურიდიულ ლიტერატურაში შეზღუდული შერაცხადობის შემდეგნაირ დეფინიციას ვხვდებით: "შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე და მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, არამედ მისი მდგომარეობა გაითვალისწინება დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან. სისხლის სამართლის კანონი სასამართლოს ავალდებულებს შეზღუდული შერაცხადობა გაითვალისწინოს სასჯელის დანიშვნის დროს, ე. ი. მოქმედებს ე.გრედ წოდებული სასჯელის სავალდებულო შემცირების პრინციპი და არა სასჯელის შესაძლო შემცირების პრინციპი. არასრულწლოვანის მიმართ კი დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა, ე.ი. მოქმედებს პასუხისმგებლობის შესაძლო გამორიცხვის პრინციპი." 
 როგორც ვხედავთ, კანონის განმარტებაში პირდაპირაა ნათქვამი რომ პასუხისმგებლობა შესაძლოა გამოირიცხოს, ხოლო თუკი არ არის პასუხისმგებლობა, მაშინ არც ბრალი გვაქვს სახეზე, ამიტომ მივდივართ დასკვნამდე, რომ შეზღუდული შერაცხადობაც შეიძლება აღმოჩნდეს ბრალის გამომრიცხველი გარემოება და ასე მოჭრიალად ვერ ვიტყვით, რომ ის მხოლოდ "ამსუბუქებს" ბრალს, რადგან როგორც აღვნიშნე, საკმაოდ რთულია შეურაცხაობისა და შეზღუდული შერაცხადობის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ვინაიდან სავსებით შესაძლებელია ეს უკანასკნელიც მოგვევლინოს როგორც ბრალის გამომრიცხველი გარემოება და ამ შემთხვევაში პირველი ცნების იდენტურად განვიხილავთ მას.
 ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულ კანონმდებლობას სრულყოფისთვის ჯერ კიდევ ბევრი უკლია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია იმედი დავიტოვოთ, რომ ახლო მომავალში ესეც და სხვა ბევრი საკანონმდებლო ხარვეზი საფუძვლიანად გასწორდება.







ნანახია: 3062 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.8/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz