ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 637
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენებურები რვა ქვეყნიდან ეწვივნენ
საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენებურები რვა ქვეყნიდან ეწვივნენ
1:44 PM
საერთაშორისო ფესტივალ `ჩვენებურების~ რიგით მეექვსე სეზონი დასრულებულია. კონცერტები 18 ოქტომბერს გორში, ხოლო 20 ოქტომბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები და ხელშემწყობები ასოციაცია `ქართული კულტურა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ~, საქართველოს საგარეო საქმეთა, ლტოლვილთა და გასახლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. წელს საქართველოს მხარდასაჭერად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველთა შემოქმედებითი ანსაბლები და ქართული ფოლკლორით დაინტერსებული უცხოელები აშშ-დან, კანადიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან ეწვივნენ. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა მთლიანად ომის დროს დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა. 
ჩვვენებურების მე-6 ფესტივალი ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ქართული დიასპორების ინიციატივით, ღონისძიება საქართველოში შედგა. ფესტივალმა სტარტი სწორედ დაზარალებული გორიდან აიღო. პირველი კონცერტი 18 ოქტომბერს, დაბომბილი კორპუსების ფონზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. დასკვნითი საღამო კი თბილისში, 20 ოქტომბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. კონცერტი ოცი წუთის დაგვინებით დაიწყო. დარბაზი მთლიანად შეივსო. საღამოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. კონცერტი გახსნა ცეკვა `რაჭულმა~ სიმღერისა და ცეკვის ანსაბლ `რუსთავის~ შესრულებით. ცეკვებს სიმღერები სცვლიდა. მაყურებელთა ტაში და ოვაციები საღამოს დასრულებამდე გაგრძელდა. განასკუთრებული აღფრთოვანება კი ოდესის ქორეოგრაფიული ანსაბლ `საქართველოს~ `დავლურის~ მოცეკვავემ, 5 წლის ნოემ, დაიმსახურა.  
 ოპერისა და თეატრის დარბაზში ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლების ჩოხაში გამოწყობილ მომღერლების სიმრავლე შეინიშნებოდა. საღამოს დასასრულს ისინი სცენაზე გამოვიდნენ და მაყურებელებს თავიანთი რეპერტუარი წარუდგინეს. იქამდე კი `ახალგაზრდა იურისტი~ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა. ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლ `საგალობელის~ მომღერლებს 11 წლის გიორგი წერეთელს, 12 წლის ბერიკა ბერიანიძესა და 10 წლის გიორგი თვალთვაძეს ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. ამბობენ, რომ სცენას შეჩვეულები არიან და დღევანდელი საპასუხისმგებლო მისიაც არ აშინებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რუსეთიდან ჩამოსულ მომღერალთა ანსაბლის მონაწილეობა. `ძალიან ვღელავთ, რა თმა უნდა, თუმცა მოუთმენლად ველით კონცერტებს და ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ჩვენი ანსაბლი პირველად იღებს მონაწიელობას ამ ფესტივალში. მონატრებულები ვართ საქართველოს და ძალიან გავახარებს ფესტივალში მონაწილეობა,~_ როინ კონჟარია, რუსული დიასპორის წარმომადგენელი, ანასაბლ `ლომისის~ ხელმძღვანელი.  
კონცერტის მნიშვნელობაზე საუბრობდა სახალხო არტისტი, ანზორ ერქომაიშვილი: `დღევანდელი კონცერტი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ფესტივალის მიმართ მაყურებლების და მონაწილეების ინტერესი ყოველწლიურად ფართოვდება. არაჩვეულებრივი განწყობა გვაქვს. რუსული ბომბებით შეშინებული მოსახლეობა ერთიანად ამღერდა. დღეს დასკვნითი კონცერტი გვაქვს და მაყურებელს მომავალ წლამდე დავემშვიდობებით.~ 
საღამოს დასრულების შემდეგ `თსუ თაიმსი~ მონაწილეებს გაესაუბრა.  
შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ კონცერტის მონაწილეები. ირანის მომღერალთა ჯგუფ `ფერეიდანის~ მომღერალი, დავით გუგუნაიშვილი თავს ბედნიერად მიიჩნევს, რადგან ღონისძიების საშუალებით მისი და მისი მეგობრების სახელით ფერეიდანი საქართველოს გვერდით დგას. `ჩვენი ჯგუფი მეოთხე წელია მონაწილეობას იღებს ფესტივალში, ეს კი საქართველოს სიყვარულის ნიშანია. ჩვენ გადავიტანეთ მძიმე დღეები და დღეს ჩვენი ხალხის გვერდით ვართ, გამოვდივართ და ქართულად ვმღერით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს ნიშნავს, რომ ქართველები გმირი, ვაჟკაცი ხალხი ვართ,~ _ გამართული ქართულით ამბობს დავით გუგუნაშვილი. `ფერეიდანში~ ლაშა ევგენიძე, საქართველოში მცხოვრებიც, აღმოჩნდა. ის ირანში მცხოვრებ ჩვენებურებს ეხმარება. 
`ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ დავბრუნდეთ და აქ ვიცხოვროთ~, _ ეს უკრაინის ქორეოგრაფიული ანსაბლ `საქართველოს~ მოცეკვავეებეებს მარი გეგეშიძეს, ნანა ცომაიას და ლაშა დანელიას სურვილია.  
ორ საათში კონცერტი დამთავრდა, თუმცა სარეპეტიციო დარბაზიდან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მომღერლების ქართული სიმღერის ხმა კიდევ კარგა ხანს გამოდიოდა. ფართო მაყურებელს ჩვენებურები ერთი წლით გამოემშვიდობნენ.



ნანახია: 473 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz