ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-11-25, 5:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 636
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » რას ფიქრობთ საქართველოში დემოკრატიზაციის ახალი ტალღის მიმდინარეობაზე?
რას ფიქრობთ საქართველოში დემოკრატიზაციის ახალი ტალღის მიმდინარეობაზე?
1:45 PM

ალექსანდრე პაპიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, I კურსი: 
- არ ვარ კმაყოფილი დემოკრატიით საქართველოში. ვფიქრობ, რომ დემოკრატია მმართველებს სხვანაირად ესმით და ბოროტად იყენებენ.
თორნიკე მჭედლიშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- ვთვლი, რომ პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ იმისათვის, რომ დაიხვეწოს, კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.
ქეთევან ტარტარაშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, IV კურსი:
- იმდენად გამაოგნებელია ეს სიტუაცია, რომ აზრის გამოტანის საშუალება არ მაქვს, თუნდაც ეს უაზრო აზრი იყოს.
ილია წიკლაური, ურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი: 
- ეს არის ძალიან შოკური თერაპია, რომელიც განხორციელდა პოლონეთში. მართალია, პოლონეთის მაგალითზე შედეგი გამოიღო და ევროპის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ საქართველოს მაგალითზე, ნამეტანი რადიკალურია.
თამარ ქებაძე, იურიდიული ფაკულტეტი, I კურსი:
- ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებსაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება, მაგრამ მაინც დადებითად ვუყურებ ყველაფერს.
ქრისტინე სალუქვაძე, სოციოლოგიის და პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, IV კურსი:
- სკეპტიკურად ვუყურებ, არა მგონია, სასამართლო რეფორმის გატარება “ერთ თვეში” ეფექტურად მოახერხონ. 
ნინო ბაზიერაშვლი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- ძალიან მინდა ვთქვა, რომ დამოკრატიის მიმდინარეობის ახალი ტალღა, რომელიც დღეს საქართველოშია, არის ის, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხანი ელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია.
ჟუჟუნა დიასამიძე, იურიდიული ფკულტეტი, IV კურსი:
- არის სფეროები, სადაც დემოკრატია გასავითარებელია, მაგრამ მაინც დადებითად ვარ განწყობილი.
ქრისტინე გორგოშია, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
- დემოკრატია თეორიულად კი მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად არ ხორციელდება, სამწუხაროდ.
ასმათ გოგატიშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- არის ცალკეული ინსტიტუტები, სადაც დემოკრატიის ნიშნები ასე თუ ისე შეინიშნება, მაგრამ დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
თამთა მაისურაძე, იურდიული ფაკულტეტი, III კურსი:
- ჩემი აზრით, მზარდი პროგრესი არ არის, ბევრი გვაკლია, რომ ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოს დავემსგავსოთ.
ნინიკო ქევხიშვილი, მაგისტრანტი:
- დემოკრატიის მიმდინარეობის ახალი ტალღა საქართველოში ნადვილად არის, თუმცა ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამ ყველაფერს დრო და ჩვენი მოთმინება სჭირდება.
თემურ ფიფია, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- ხარვეზები ნამდვილად არის, დემოკრატიის განვითარების გზაზე ბევრ სირთულეებს ვაწყდებით, მაგრამ იმედი არსებობს.
მარიამ გოგოლაძე, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- არის ცვლილებები, მაგრამ რაკი ახალი დაწყებულია, ცოტა მტკივნეულად მიმდინარეობს გარკვეული პროცესები.
ნინო ალხანიშვილი, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი, III კურსი:
- კი, შეიმჩნევა, მაგრამ იმისათვის, რომ ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო გავხდეთ, სწორად უნდა იქნეს გაგებული დემოკრატიის მნიშვნელობა. 
ქრისტინე ზაზაძე, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი: 
- ჩემი აზრით, დემოკრატია საქართველოში არ არის! იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ხალხის ნებას ქვეყანაში მიმდინარე სხვადახხვა პროცესებში. Aამის ნათელი მაგალითია – არჩევნები საქართველში. 
ალიონა ციციშვილი, მედიცინის ფაკულტეტი, III კურსი:
- რა ვიცი, რა ვთქვა... ახალი ყოველთვის კარგთან ასოცირდება და, ვფიქრობ, დემოკრატიზაციის ახალი ტალღაც კარგი უნდა იყოს... მაგრამ კითხვა მიჩნდება, არის კი ეს დემოკრატიზაციის ახალი ტალღა? Dდა რას მოუტანს ის საქართველოს? 
დავით პაპუაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- დემოკრატიზაციის მიმდინარეობა? თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოში.
ელენე გაჩეჩილაძე, მედიცინის ფაკულტეტი, V კურსი: 
სად არის დემოკრატია? ვის ახსოვს ხალხი? Eეს მხოლოდ შირმად მიფარებული სიტყვაა, Yთორემ ის, რასაც დემოკრატიის პრინციპები ითვალისწინებს, ყოველ წუთს ირღვევა ჩვენთან. Aარავინ მოგატყუოს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ანა კობახიძე, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
- ბოლო პერიოდში წინსვლას ვამჩნევ, მაგრამ არის გარკვეული ხარვეზები, ვფიქრობ, ეს უფრო დროის საკითხია.





ნანახია: 683 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz