პლაგიატის მხილება თუ ცილისწამება?! - 10 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » პლაგიატის მხილება თუ ცილისწამება?!
პლაგიატის მხილება თუ ცილისწამება?!
1:47 PM


უნივერსიტეტში ხმაურიანი დღეები გრძელდება. სკანდალი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელ დავით პაიჭაძის საჯარაო განცხადებას უკავშირდება. დავით პაიჭაძემ ფართო საზოგადოებას აცნობა, რომ პროფესორი მარინა ვეკუა პლაგიატორია და მის მიერ საკუთარი საავტორო უფლებებით გამოცემული წიგნი ,,ჟურნალისტიკის პრინციპები’’ სინამდვილეში რუსი ავტორის, მსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სოციოლოგიის კათედრის გამგის ევგენი პროხოროვის წიგნის თარგმანია (წიგნს ეწოდება ”ВВЕДЕНИЕ В ТЕОРИЮ ЖУРНАЛИСТИКИ’’). დავით პაიჭაძემ ყველა მსურველს გადასცა DVD დისკები, სადაც მოცემულია ,,დასკანერებული’’ გვერდები როგორც მარინა ვეკუას, ისე პროფესორ პროხოროვის წიგნიდან, სადაც მითითებულია, რომ შესაბამისი აბზაცები შესაბამის გვერდებზე და მათი შედარებით ნათელი ხდება, რომ ეს აბზაცები აბსოლუტურად იდენტურია. ბრალმდებელი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ თარგმანი სიტყვა-სიტყვითაა შემოთავაზებული და სქემებიც კი ზუსტად ერთი და იგივე სტილისა და შინაარსისაა. ამასთანავე, ბატონი პაიჭაძე თვლის, რომ მარინა ვეკუას მეორე წიგნიც _ ,,ინტერვიუს ტექნოლოგია’’ ანალოგიური პლაგიატიზმით ხასიათდება. მისი განცხადებით, ეს სახელმძღვანელოც რუსი მკვლევარ ლუკინას წიგნის (,,Технология Интервью’’) შემოკლებული ვარიანტია. მომხდარით გაოცებას ვერ მალავენ თავად ფაკულტეტის სტუდენტები. პროფესსორ-მასწავლებელთა შორის აზრიც ორადაა გაყოფილი. პრესკონფერენციას არ ესწრებოდა თავად მარინა ვეკუა. ამ დროისათვის, ის ავადმყოფობის გამო მკურნალობას გადიოდა. სრული პროფესორი თვლის, რომ კოლეგამ პრესკონფერენციისათვის სწორედ ამიტომაც შეარჩია შესაბამისი დრო, რათა დროული პასუხით არ გასცემოდა. მარინა ვეკუა გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტთან” მიცემულ ინტერვიუში (28 ოქტომბერი, #12, 2008 წ. გვ 13) მომხდარით გაოგნებულია და ამბობს, რომ დავით პაიჭაძის ასეთი საქციელი ყოველგვარ კოლეგიალობას ცდილდება. ვეკუა პაიჭაძის გააგრესიულობის წინაპირობებზეც საუბრობს და საზოგადოებას მასთან კონფლიქტის რამდენიმე მიზეზს ახსენებს. კერძოდ, `ოთხი წლის წინ, როდესაც პაიჭაძე დეკანის მოვალეობის შემსრულებლად მოავლინეს, მას ჟურნალისტიკის სწავლების და, მით უფრო, სასავლო პროცესის მართვის გამოცდილება არ ჰქონდა. ჩვენი ჩვენი კოლექტივი მას გვერდით ამოუდგა, რათა საქმე გაკეთებულიყო და უკვე გაკეთებული – არ დაკარგულიყო.” - ამბობს მარინა ვეკუა და იხსენებს, თუ რა მოხდა ამის შემდეგ. დავით პაიჭაძემ უსამართლოდ გაათავისუფლა ორი თანამშრომელი, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარდამავალი სადოქტორო პროგრამები დაებლოკა, დააყენა ინიციატივა რუსულენოვანი სექტორის გაეუქმებინა და ბოლოს, ფაკულტეტზე გაუქმებულიყო ბაკალავრიატი და სწავლების მხოლოდ სამაგისტრო ფორმა დამკვიდრებულიყო. მარინა ვეკუას განცხადებით, თითოეულ ამ ნაბიჯს ის ყოველთვის კრიტიკით ხვდებოდა, ითვალისიწნებდა სტუდენტებისა და კოლეგების საერთო განწყობას და ზოგოერთი მათგანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა თსუ-ის ადმინისტრაციასაც. ვეკუა თვლის, რომ პაიჭაძის გააქტიურება და `თავდასხმა” სწორედ და მას შემდეგ მოხდა, როდესაც კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი მის მორიგ ახალ ინიციატივას. მარინა ვეკუა ამბობს, რომ დავით პაიჭაძეს ფაკულტეტზე `თავისუფლების ინსტიტუტის” წევრ თეა თუთბერიძის მოწვევა სურდა, რომელსაც საამისო პრაქტიკული შესაძლებლობები არ გააჩნდა, რათა კონკრეტული სასწავლო კურსი წაეკითხა. მას შემდეგ, რაც მცდელობა დაწუნებული იქნა თსუ-ის ადმინისტრაციაშიც, დავით პაიჭაძემ იდეური დამარცხება მარინა ვეკუას `მხილებით” გადაწყვიტა. `თსუ თაიმსი” დავით პაიჭაძეს გაესაუბრა
დავით პაიჭაძე
_ ბატონო დავით, სულ ახლახანს თქვენ დატოვეთ თანამდებობა. რას უკავშირებთ და რა მიგაჩნიათ მთავარ მოტივად, რის გამოც გაგანთავისუფლეს? ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მითქმა-მოთქმას შიდასაუნივერსიტეტო დაპირისპირების შესახებ?
_ ჩემი გათავისუფლება მოხდა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დაწერილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მე ძალიან მეპარება ეჭვი ეს საკმარისი საფუძველი იყოს. აუცილებლად გამოვიკვლელ ჩემი გათავისუფლების გარემოებებს. ფორმალური მიზეზი ეს იყო და სხვა, ფარულ მიზეზებს რაც შეეხება, მათ შესახებ არაფერი ვიცი. ხოლო ეს ,,ფორმალური მიზეზი’’ ნამდვილად არასაკმარისი საბაბია ჩემს გასათავისუფლებლად. Dშიდასაუნივერსიტეტო დაპირისპირება და ასეთები, ჩემთვის არის მხოლოდ მითქმა-მოთქმა. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება არ ნიშნავს უნივერსიტეტიდან წასვლას. მე ისევ დავრჩები ასისტენტ-პროფესორად და უნივერსიტეტში მოღვაწეობას გავაგრძელებ.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად კეთილგანწყობილია სტუდენტურია ზრი თქვენს მიმართ? 
_ იცით, მე არ ვაპირებ სტუდენტების ფარად გამოყენებას, ეს ჩემი მეთოდები არ არის. ეს ჩემი წინამორბედების მეთოდებია. მე კი ყველაფერ ამისგან შორს ვდგავარ
_ ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სტუდენტებს ძალიან ბევრი პრობლემა ხვდებათ. თქვენ მიგაჩნიათ თუ არა ამ პრობლემების მოსაგვარებლად გატარებული ღონისძიებები ეფექტურად? რას თვლით ამის მიზეზად?
_ ეს არ არის მაღალი რანგის ეფექტურობა. ადმინისტრაციის მოვალეობა, რა თქმა უნდა ისაა, რომ სტუდენტებს სწავლის პროცესი გაუადვილოს. ცხრილებს და საგნების რეგისტრაციის პრობლემას რაც შეეხება აქ რამდენიმე მომენტია: პირველ რიგში, ძალიან ბევრი სტუდენტია, ბევრი მსურველია აიღოს ჟურნალისტიკის საგანი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სტუდენტებს ვასწავლოთ ხარისხიანად. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია მრავალრიცხვოვანი ჯგუფების შემთხვევაში, ამიტომ ვარჩიეთ გაგვეხსნა შედარებით პატარა ჯგუფები და ჯგუფში ყოფილიყო ნაკლები სტუდენტი. საქმეს ართულებს ისიც, რომ სტუდენტები პანიკით ეკიდებიან საგნების არჩევას და გონიათ, რომ აუცილებლად უნდა აიღონ ყველა საგანი 1 სემესტრშივე.
_ რას მიიჩნევთ ამ სიტუაციიდან გამოსავლად?
_ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ უნივერსიტეტმა უნდა მიიღოს სტუდენტების რაციონალური რაოდენობა.
_ თქვენ თუ გააკეთეთ რამე სტუდენტების რაოდენობის შემცირების მიზნით, შეგეძლოთ მოგეთხოვათ ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შემცირება?
_ არა, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
_ რაც შეეხება თქვენს განცხადებას ქალბატონ მარინა ვეკუას პლაგიატორობაზე, როგორ აღმოაჩინეთ, რომ ეს ნაშრომი მითვისებული იყო. თქვენ თვითონ შეგექმნათ ამის ეჭვი, თუ ვინმემ მოგაწოდათ ინფორმაცია?
_ ქალბატონმა მარინამ თავისი წიგნი ამა წლის ზაფხულში გამოსცა (თუმცა, წიგნს გამოშვების თარიღად 2007 წ. აქვს მითითებული). რამდენიმე ჩემს კოლეგას, რომელთაც რუსული დედანი წაკითხული ჰქონდათ, ეცნოთ ეს ტექსტი. სწორედ მათ შეამჩნიეს თავიდან მსგავსება, შემდეგ კი მე გამოვიკვლიე და ფაქტია, რომ სახეზეა პლაგიატი. 
_ `ტელე-იმედში” სატელეფონო ჩართვისას, მარინა ვეკუამ გააკრიტიკა თქვენი განცხადების ფორმა. მან ახსენა, რომ შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს თქვენი საქციელი. რექტორი ხუბუაც იგივეს უსვამდა ხაზს. თქვენ თვითონ მიიჩნევთ თუ არა იურიდიული ან მორალური ნორმების დარღვევად?
_ მარინას ვეკუამ რა ილაპარაკა არ ვიცი, მარინა ვეკუა ჩემთვის საერთოდ აღარ არსებობს და არ განვიხილავ მის შეხედულებებს იმის შემდეგ, რაც მოხდა. რატომ მისვამთ ასეთ შეკითხვას, რა იყო ჩემს საქციელში კანონის დარღვევა? მედიასამართალს არ სწავლობთ? თუმცა აქ იურიდიული ნორმებით ლაპარაკი არაა მთავარი. მთავარი არის ღირებულებებისთვის ბრძოლა. ის ღირებულებები, რომლებიც დევს ერთ მხარეს, და მეორე მხარეს. რა ურჩევნია უნივერსიტეტს, სიმართლე, თუ ის, რომ ჰყავდეს მატყუარა პროფესორი, რომელიც სხვის წიგნს საკუთარ წიგნად ასაღებს. და ასეთმა პროფესორმა უნდა ასწავლოს სტუდენტებს?! მარინა ვეკუა ჩემთვის დამთავრებულია! 









ნანახია: 937 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz