იდიოკრატია საქართველოში საზოგადოების დრო დგება - 10 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2016-12-02, 10:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 535
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » იდიოკრატია საქართველოში საზოგადოების დრო დგება
იდიოკრატია საქართველოში საზოგადოების დრო დგება
1:48 PM



საქართველოში ისევ გამოსვლებია. ხალხი ხელისუფლებასთან ისევ ჭიდილშია. რუსეთ-საქართველოს ომმა უმძიმესი პოლიტ-ეკონომიკური შედეგები მოუტანა ქვეყანას. დევნილად ქცეული ჩვენი მოქალაქეები და კიდევ უფრო ტერიტორიებ შეზღუდული სახელმწიფო, ახალი პოლიტიკური შემოდგომის მოლოდინშია. პოლიტიკა ყველა ჩვენგანის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად გადაიქცა, დემოკრატია კი იმ სიტყვად, რომლის აქტუალობამაც, რბილად, რომ ვთქვათ, ხალხს თავი შეაწყინა. დღეს ხალხის ერთსულოვნება სულ სხვა სურვილებშია. ქვეყანას რეალურ დემოკრატიამდე კარდინალური ცვლილებები სჭირდება, რაც თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ არჩევნებს, ყოველივე ეს კი სამართლიან გარემოს მოიტანდა. სიმართლე და სამართლიანობა არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც სტაბილურობა, მშვიდობა და კეთილდღეობა დამკვიდრდება. დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბრძოლაში, საქართველოში საზოგადოების დრო მოვიდეს და სამოქალაქო პოზიციამ გარდატეხა შეიტანოს ქვეყნის მმართვაში. სხვანაირად, სხვა გზაა, უბრალოდ, სხვა გზა. ალბათ შემთხვევითი არ იყო ის გზავნილიც, რაც რეჟისორმა ავთო ვარსემაშვილმა, ყველასათვის მოულოდნელად, ამავე საზოგადოებას ამ საშვიდნოემბროდ შესათავაზა. 30 ოქტომბერს ქართულმა თეატრმა მისი რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი `იდიოკრატია” უჩვენა. ალბათ, მკითხველმა კარგად იცის, რომ ამავე სახელწოდებით ფილმი ამერიკელ კინორეჟისორ მაიკ ჯეჯესაც ეკუთვნის. იქ, იმ `იდიკრატიაშიც” ნაჩვენებია, თუ ნელ-ნელა, ქვეყანაზე როგორ მრავლდებიან იდიოტები. ამ ფილმშიც მოქმედება იუმორით ვითარდება. მრავლდებიან იდიოტები და შესაბამისად, მოაზროვნეთა რიცხვი კლებულობს. საბოლოოდ, დედამიწა იდიოტებს რჩებათ და ისინი ქმნიან თავიანთ მმართველობას – იდიოკრატიას. ამერიკულ ფილმში XXV საუკუნეა.
 ჩვენთან რომელი საუკუნეა, რეჟისორო?! 










ნანახია: 572 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz