რედაქციისაგან: - 10 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 536
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » რედაქციისაგან:
რედაქციისაგან:
1:49 PM
საუნივერსიტეტო პრესა განებივრებული, რომ არ არის თავისი საგამომცემლო მრავალფეროვნებით, ეს უკვე ფაქტია და სამწუხარო რეალობა. ცუდია ის გარემოებაც, რომ თსუ-ის ჟურნალისტიკის დეპარტამენტი დღემდე ვერ იკვეხნის თავისი როლითა და შესაძლებლობებით. იქ სრულყოფილი სასწავლო პროცესის ნაცვლად სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უფრო აღელვებთ. მაგალითად, დავით პაიჭაძისა და მარინა ვეკუას დაპირისპირება, ან `თანასწორობის ინსტიტუტის” წევრ თეა თუთბერიძის აჩრდილი. მოკლედ, საწინააღმდეგო პიროვნულად არც ერთი ზემოთქმული პერსონის მიმართ არ გვაქვს, მაგრამ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თავისი ადგილი უნდა იცოდეს. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, თანაც კარგმა მეპურემ, ვისაც პროფესიონალიზმი მოეთხოვება და ვინც საზოგადოებაში ამის ღირსია. კარგი იქნებოდა, სხვა ჟურნალისტიკის მიმართულების დეპარტამენტი გვეხილა, თავისი პროექტებითა და ინიციატივებით, სადაც სტუდენტები იაქტიურებდნენ, პრაქტიკას მიიღებდნენ. თსუ-ში გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის” გარდა, რომელსაც თემატიკის აკადემიური ხაზი აქვს არჩეული, მხოლოდ გაზეთები `ახალგაზრდა იურისტი” და `თსუ თაიმსი” გამოდის, ვინც ცდილობს ყოველთვიურად მკითხველს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მოუთხროს. ჩვენ ვითვალისწინებთ რა, რომ სტუდენტური აზრი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მკაცრია და ვცდილობთ ბოლომდე შევინარჩუნოთ თვითკრიტიკულობაც და ის პრინციპულობაც, რომელიც ობიექტურ გაზეთს უნდა ახასიათებდეს. სწორედ საერთო ღირებულებების დანახვამ გადაგვაწყვეტინა ის ფაქტიც, რომ სულ ახლახან `თსუ თაიმსმა” ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა თსუ-ში გამომავალ ჟურნალ `პირველი სიტყვის” რედაქციასთან. მიგვაჩნია, რომ ამ გამოცემის რედაქტორ თეონა ლავრელაშვილთან ერთად, ჩვენ ერთობლივი ძალებით, უფრო მოტივირებულს გავხვდით საუნივერსიტეტო რეალობას. საერთოდაც ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტი გამოცემა იარსებებს, მით უფრო მაღალი იქნება კონკურენცია და შეჯიბრითობა. ამ მხრივ, საიმედოდ გვეჩვენება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის ჩანაფიქრიც. სტუდენტები უკვე მოელიან ახალი ჟურნალის `სამართლებრივი კამათელის” პირველ ნომერსაც. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ბოლოსდაბოლოს, ამ ჟურნალით ისევ ჩვენი თანატოლები დაინტერესდებიან. გვახარებს ისიც, რომ მისი ავტორები გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ყოფილი წევრები არიან, მიღებული გამოცდილება კი ალბათ ნამდვილად დაეხმარებათ. დაეხმარებათ და ეს მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ვიდრე ბიჭები `სამართლებრივი ნარდობით” გართულან, თანაც დუშაშის მოლოდინში, დღეს მათთვის წარმატებები აუცილებელია. ახლა, რა მნიშვნელობა აქვს იგავს (`კატის გაზრდილი ლომი.”), მთავარი ხომ კეთილი სურვილებია. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, კარგი სტატიებიც შემოდგომაზე დაიწერებაო. ჰოდა შემოდგომაა, ვისთვის პირველი და ვისთვის კიდევ მერამდენე. 











ნანახია: 385 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz