ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა - 24 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 24 » ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
1:00 PM
124 მუხლი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული გაუფრთხილებლობით. 
128 მუხლი - განსაცდელში მიტოვება
129 მუხლი – დაუხმარებლობა
177 მუხლის I ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. 
178 მუხლის I ნაწილი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. 
191 მუხლი - მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია
193 მუხლი – ცრუ მეწარმეობა
195 მუხლი – მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა
196 მუხლი – სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება
197 მუხლის I ნაწილი - ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.
203 მუხლი – პროფესიული სპორტული შეჯიბრის ანდა კომერციული სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა
2041 - ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა
207 მუხლი - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას
211 მუხლი – ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება
213 მუხლი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა
216 მუხლი – საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა
219 მუხლი – მომხმარებლის მოტყუება
243 მუხლი – სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა
246 მუხლის I ნაწილი - უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება
259 მუხლი – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
272 მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება
279 მუხლი – გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება
284 მუხლის I ნაწილი - კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა.
301 მუხლი - უკანონო ნადირობა
303 მუხლი – ხე-ბუჩქის უკანონოდ გაჩეხვა
304 მუხლის I ნაწილი - ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით. 
305 მუხლი - დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა
344 მუხლი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
344 პრიმა მუხლი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. 
347 მუხლი - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
357 მუხლი - სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება
360 მუხლი – თვითნებობა 
361 მუხლი – ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება 
384 მუხლი – უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურეობრივი მოვალეობა 
385 მუხლი – უფროსის მიმართ ძალადობა
386 მუხლი - ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა
387 მუხლი – სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა
118 მუხლის I ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის
187 მუხლის I ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
188 მუხლის I და II ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. 
192 მუხლის I ნაწილი - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება
200 მუხლის I და II ნაწილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ. 
239 მუხლის I ნაწილი - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით
276 მუხლის I, II და III ნაწილი - აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება

მოცემული მუხლებით სასჯელი უნახევრდებათ დამნაშავეებს

171 მუხლის II ნაწილი - არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში 
182 მუხლის I ნაწილი - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში
187 მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება
197 მუხლის II ნაწილი - ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
200 (1) მუხლი – ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
200 (2) მუხლი – აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისთვის გადაცემა 
260 მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგიის ან პრეკურსორის უკანონოდ შეძენა და გადაგზავნა. (მხოლოდ ამ ნაწილში – ავტ.) 
261 მუხლის I და II ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ასევე ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
273 მუხლი – პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგიის ან პროკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
276 მუხლის IV, V და VI ნაწილი - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
284 მუხლის II ნაწილი - კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმზე, ეგმის სისტემაზე ან მათ ქსელზე.
362 მუხლის I ნაწილი - ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება.
363 მუხლის I ნაწილი - დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. 




ნანახია: 1732 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz