ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2017-10-20, 2:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 636
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » ირინა ბაირამაშვილს უნივერსიტეტმა უმასპინძლა
ირინა ბაირამაშვილს უნივერსიტეტმა უმასპინძლა
1:29 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქციის გადაწყვეტილებით და სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის სურვილის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მუსიკალურ პროექტ `ჯეოსტარის” მონაწილე კახეთის რეგიონიდან ირინა ბაირამაშვილთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტში მონაწილე აღნიშნული კონკურსანტის მიმართ მხარდაჭერის აღმოჩენა და საუნივერსიტეტო სტუდენტური საზოგადოების წინაშე ირინა ბაირამაშვილის გაცნობა. 
  გაზეთის რედაქციის გადაწყვეტილებით, `თსუ თაიმსის” ყოველ ახალ ნომერში, პროექტ `ჯეოსტარის” დამთავრებამდე, ვიდრე ირინა ბაირამაშვილი მასში მონაწილეობას მიიღებს, დაიბეჭდება მისი სარეკლამო ფოტო, პირადი საკონკურსო ნომერი და მოწოდება სტუდენტებისადმი მხარი დაუჭირონ ირინა ბაირამაშვილს `ჯეოსტარში” გამარჯვებისთვის. საუნივერსიტეტო შეხვედრაზე გაზეთმა აღნიშნული მხარდაჭერა რუბრიკის პრეზენტაციის დროს: `თსუ თაიმსი” ირჩევს” – გააკეთა. 
  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამწყებ მომღერალ ირინა ბაირამაშვილთან შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდა თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. `ჯეოსტარის” მონაწილეს წარმატებები უსურვა თსუ-ის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემაც. 
  ირინა ბაირამაშვილა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. 
  შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა `ჯეოსტარში” მონაწილეობის მანძილზე ირინა ბაირამაშვილის საინტერესო მუსიკალური ნომრები. მომღერალმა უნივერსიტეტელებს და შეკრებილ თაყვანისმცემლებს, რამდენიმე სიმღერა ექსპრონტადაც შეუსრულა. 
  გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, `უნივერსიტეტი ყოველთვის პატივისცემით მიიღებს ნიჭიერ ადამიანებს. დღეს ირინა ბაირამაშვილია ასეთი შეხვედრის ღორსი. ირინა ამ პროექტში მონაწილეებთაგან ჩვენთვის ყველაზე სახასიათო და საინტერესო შესაძლებლ;ობების მქონე ადამიანი აღმოჩნდა, ვისზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ და წარმატებებს ვუსურვებთ.”
  ირინა ბაირამაშვილს არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდამჭერი სტუდენტების სახელით, გადასცა გაზეთ `თსუ თაიმსის” სპეციალური ჯილდო-სიგელი `პროექტში წარმოდგენილი სიმღერების საუკეთესოდ შესრულებისა და ქართული პოლიფონიისადმი განსაკუთრებული სიყვარულისათვის.”

ნანახია: 434 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz