ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-11-25, 5:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 539
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » ბათუმის სახელმწიფო უნივრსიტეტში ახალი თვითმმართველობა აირჩიეს
ბათუმის სახელმწიფო უნივრსიტეტში ახალი თვითმმართველობა აირჩიეს
1:42 PM
13 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში 108 სუბიექტი ორი სტუდენტური ორგანიზაციის სახით იყო წარმოდგენილი. უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე გახსნილ 9 საარჩევნო უბანზე, სტუდენტთა საერთო რაოდენობის 40% გამოხატა საკუთარი ნება. არჩევნებს მედიის და კანდიდატთა წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტიც” აკვირდებოდა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის სტატუსი 71 კანდიდატმა მოიპოვა. აქედან ,,ახალი ძალის” კანდიდატებმა 48 მანდატი, ხოლო ,,ახალი თაობის” კანდიდატებმა 23. ცესკომ და შესაბამისად, საუბნო კომისიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, არჩევნების მშვიდ რეჟიმში, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარება უზრუნველყო.  
 მიხეილ კოპლატაძე: სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი: ,,სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე იმიტომ, რომ სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების, ბევრი კარგი საქმის კეთების და სტუდენტობის გახალისების საშუალება მქონოდა. ვფიქრობ, რომ ,,ახალი ძალა” შეძლებს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას”.  
რაც შეეხება თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნებს, მასში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, მერაბ დვალი (,,ახალი თაობა”) და ამირან გოგიავა (,,ახალი ძალა”), ამ უკანასკნელმა 47 ხმით 23 წინააღმდეგ გაიმარჯვა.  
მერაბ დვალი - ,,არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ჩემს კონკურენტს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა. ჩანს, რომ მას თავისი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, მზად ვარ ვითანამშრომლო ახალ თავმჯდომარესთან. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ უნივერსიტეტის მომავალი კეთილდღეობისათვის”.  
თამაზ დარჩიძე - სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე: `მე მჯეროდა ,,ახალი ძალის” წარმატების. მჯეროდა თითოეული ჩვენი კანდიდატის, მათი ერთგულების, ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ბრწყინვალე გამარჯვება, ეს იმ გამარჯვების გაგრძელებაა, რომელიც ,,ახალმა ძალამ” 2006 წელს მოიპოვა. ვთვლი, რომ ამ საქმის ღირსეული გამგრძელებლები მოვიდნენ თვითმმართველობაში ამირან გოგიავას ხელმძღვანელობით.” 
 ამირან გოგიავა-სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე: `ჩვენ წინასწარ გვქონდა გაწერილი შემდგომი სამოქმედო გეგმა და მაქსიმალურად შევეცადეთ ეს გეგმა გაგვეცნო სტუდენტებისათვის. ალბათ ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. მეორე ის, რომ ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვართ და ეს წინა საარჩევნო პერიოდში კარგად გამოჩნდა. - სანამ თქვენს მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ, იქნებ შეაფასოდ წინა თვითმმართველობის საქმიანობა?
- წინა მოწვევის თვითმმართველობამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა, ბევრი ისეთი პროექტი განხორციელა, რომელმაც გაამრავალფეროვნა საუნივერსიტეტო ცხოვრება. როგორც ნათქვამია ,,შეცდომებზე სწავლობენო” და ჩვენც წინა თვითმმართველობის შეცდომებზე, მათ გამოცდილებებზე შევძლებთ უკეთესად წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა და სტუდენტურ ცხოვრებას შევძინოთ ელფერი. - რას გვეტყვით მომავალ გეგმებზე? რა იქნება თქვენი პრიორიტეტი?
- ჩვენი პრიორიტეტი სტუდენტების უფლებების დაცვა, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, სტუდენტური ინიციატივების და პროექტების დაფინანსება. ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება უნივერსიტეტში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაც. ჩვენი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და სტუდენტების ჩართვა ამ პროცესის მართვაში. აუცილებელია ღია საზოგადოების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობის, სასწავლო პროცესის თუ სტუდენტური ცხოვრების შესახებ. მათი აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული როგორც თვითმმართველობის, ასევე ადმინისტრაციის მიერ. - იგეგმება თუ არა ძირეული ცვლილებები? 
- შეიქმნება სტუდენტური თვითმმართველობის ბიბლიოთეკა, რომელიც მიმართული იქნება ზოგადი განათლებისკენ. ეს ბიბლიოთეკა დაგვეხმარება თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებასა და ინტელექტუალური დონის ამაღლებაში, შეიქმნება სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი. ამ ცენტრის საშუალებით, თითეულ სტუდენტს ექნება ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე. შევქმნით ახალ ორგანოს, რომელიც დააკვირდება ადმინისტრაციის საქმიანობას, რაც მოგვცემს საშუალებას გავარკვიოთ იხარჯება თუ არა მიზნობრივად უნივერსიტეტის ბიუჯეტი. ვაპირებთ შევქმნათ საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც შეივსება ჩვენს მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით. ასევე შეიქმნება დებატ კლუბი, რომლის ყველა შეხვედრაზე სტუმრებისა და ორგანიზატორების სახით წარმოდგენილი იქნებიან სტუდენტები, თვითმმართველობის წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. - თქვენმა კონკურენტმა გამოთქვა მზად ყოფნა თქვენთან თანამშრომლობისათვის, აპირებთ თუ არა თქვენ ,,ახალ თაობასთან” თანამშრომლობას?
- რა თქმა უნდა, თვითმმართველობის კარი ღიაა ყველასათვის, მითუმეტეს იმ ადამიანებისათვის, ვისაც სტუდენტებმა ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს.  
  სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა სტუდენტებმა და რამდენად შესძლებს ახალი თვითმმართველობა თავი გაართვას არსებულ პრობლემებს, ამას დრო გვიჩვენებს..... 






ნანახია: 649 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz