ქართველი სტუდენტები ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიიდან დაბრუნდნენ - 26 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 536
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » ქართველი სტუდენტები ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიიდან დაბრუნდნენ
ქართველი სტუდენტები ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიიდან დაბრუნდნენ
1:46 PM
საფრანგეთის ქალაქ რენში დასრულდა რიგით 59-ე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია, სადაც საქართველო წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა თეონა ლავრელაშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ ბერიშვილი. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი უკვე ოცი წელია, რაც არსებობს, რომელშიც ევროპის მრავალი ქვეყნის ახალგაზრდას აერთიანებს. ორგანიზაციის ტრადიციულ შეხვედრაზე, შექმნილ კომიტეტებში წარმოშობილ აქტუალურ საკითხებზე განიხილავენ, სადაც მიღებული რეზულუცია 2 ნაწილისაგან შედგება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ იმართება გენერალური ანსამბლეა. ანსამბლეაზე მხარეები თავიანთი პოზიციების დაცვასა და გატანას ახდენენ. `თსუ თაიმსი” ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიის ქართველ მონაწილე თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.
 - თეონა, როგორი იყო რენში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიის ოფიციალური ნაწილი? ვისთან მოხდა ოფიციალური შეხვედრები? რასთან დაკავშირებით იყო ამ შეხვედრებზე საუბარი?!
- თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ სესიაზე მონაწილეობა – პატივი. როგორც წესი, საერთაშორისო სესიაზ ეთვას იყრის ხოლმე სხვადასხვა კულტურისა და მსოფლმხედველობის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ. რენში გამართულ წლევანდელ სესიაზე ტავი მოიყარა 200-მდე ახალგაზრდამ მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. მათი წარდენა მოხდა ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნული კომიტეტების მიერ. საფრანგეთში, წლევანდელი სესია გაიხსნა ქალაქის მერის დანიელ დელავეუს მისასალმებელი სიტყვით. აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტის წევრი ჯეინ ლამბერტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ჩარლზ მიგნონი. შეხვედრაზე საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტკურ და ეკონომიკურ მოვლენებს შეეხებოდა. ქართულმა დელეგაციამ არაერთი საინტერესო კითხვა დასვა და არაერთი მწვავე საკითხი დააყენა. ჩვენი დელეგაცია შეხვდა საფრანგეთის განათლების მინისტრ მანუელ მარკოს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში ჯონ პიერესა და ევროსაბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჟასკ ბაროტს. მაგალითად, ბატონმა ბაროტმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ქართველ სტუდენტებს და მზადაა თსუ-ის სტუდენტურ ბეჭდვით გამოცემებთან სათანამშრომლოდ. 
- როგორც ვიცით, მხარეები ანსამბლეაზე თავიანთი რეზოლუციების დაცვას ცდილობენ. რა პოზიცია და რეზოლუცია წარმოადგინა ქართულმა მხარემ? როგორი იყო რეზოლუციაზე მუშაობის პროცესი? როგორ დაუჭირეს მხარი თქვენს რეზოლუციას?
- აღსანისნავია, რომ სესიის მსვლელობისას ძალიან აქტუალური იყო საქართველოს თემა აგვისტოს ომის მოვლენების გამო. კომიტეტმა, რომლის წევრებიც ქართული დელეგაციეს წარმომადგენლები იყვნენ, წარმატება მოიპოვა იმ კუთხით, რომ ამ კომიტეტის მიერ წარდგენილი რეზოლუციები ხმათა უმრავლესობით გავიდა. სესიაზე ერთ-ერთი კომიტეტის მუშაობა სწორედ საქართველოს საკითხის განხილვას მიეძღვნა. საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის პოლიტიკურ მდგომარეობას და ამ ორი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრირების პრესპექტივებს. ამ თემის განხილვისას რუსეთის ფედერაციიდან 5 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ანსამბლეაზე თემამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. რუსი დელეგატები ამტკიცებდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო ჩვენ ყველა არგუმენტაცია სევთავაზეთ, რათა ცხადი გაგვეხადა, მერამდენედ და სად დაარღვია რუსეთმა საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები. საბოლოოდ, იმდებად დიდი იყო ჩვენი პოზიცია, რომ ანსამბლეამ საქართველოს მხარდასაწერი რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციის თანახმად, რუსეთი გამოცხადდა დამყრობელ მხარედ. რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ აუცილებლობაა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დჩქარება და ამ ქვეყნებისთვის ფინანსური მხარდაჭერა. 
- როგორ შეხვდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლობები თქვენი რეზოლუციის მხარდაჭერას? როგორ ხედავს საქართველოს საკითხს თანატოლი ევროპელები?
- როგორც გითხარით, საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია ცხარე დებატების ფონზე ჩაიარა. ჩვენი თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოშიო აგვისტოს მოვლენებით ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მათ ყველა დეტალიც კი აინტერესებდათ, თუ რა მოხდა აგვისტოში. ისინი თანხმდებოდნენ, რომ რუსეთმა დარღვია ყველა საერეთასორისო ნორმა და ფართომაშტაბიანი ანექსია განახორციელა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენი კოლეგები სოლიდარულები იყვნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს ქართულ დელეგაციეს უფრო მეტ მოტივაციას უჩენდა. 
- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? რა მოგცათ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიამ?
- შთაბეჭდილებები დიდი იყო, გამოცდილება – უფრო მეტი. ჩვენ შევეცდებით იქ დასმული ყველა აქტუალური საკითხის მიმართ საქართველოში მუშაობა უფრო გავააქტიუროთ. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ჩვენი საზოგადოების აქტუალური საკითხების გაშუქებსიას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი პოზიციისათვის. 


ნანახია: 369 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz