ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-11-25, 5:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 539
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » ნაფიცმსაჯული – პროექტი გამოცდის წინაშე
ნაფიცმსაჯული – პროექტი გამოცდის წინაშე
1:10 PM
საქართველოში სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და განმტკიცების მიზნით, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებისთვის ემზადებიან, რომელიც 2009 წლის იანვრიდან თბილისში, ხოლო ადაპტირების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის სავალდებულო გახდება. როგორც ყველა ნოვაციას, ამ სიახლესაც თავისი საზოგადოებრივი შეფასება ახლავს თან. ხალხი ფიქრობს, რომ ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი კეთილშობილური მიზანია, მაგრამ ქართულ სინამდვილეში ფუნქციონირება გაუჭირდება. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად იძლევა აღელვების საფუძველს, ის კითხვებია, რომელიც ახალი ინტიტუტის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ეხება. ნაფიც-მსაჯულთა საქართველოში დამკვიდრების მოწინააღმდეგეთა უმთავრესი არგუმენტი საქართველოს მოსახლეობის სიმცირე და მათი უმეტესობის ერთმანეთთან ნათესაური და ახლობლური  დამოკიდებულებაა. სკეპტიკოსების აზრით, ასეთი მენტალური ფაქტორი, შეუძლებელს გახდის მიუკერძოებელი ჟიურის დაკომპლექტებას. ალბათ, ასეთი ვარაუდები, განსაკუთრებით სახელგატეხილი დღევანდელი ჩვენი სასამართლო დამოუკიდებლობის პირობებში, არც თუ ისე დაუსაბუთებელია. მართალია, თუკი ჩვენ აშშ-ის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიის თუ სხვა პრაქტიკულ მაგალითებს მოვიყვანთ, იქ ასეთი პრობლემა ნაფიც-მსაჯულს არ გააჩნია. პირიქით, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, ამ ქვეყნებში, სასამართლოზე საზოგადოებრივი კონტროლის ინსტიტუტად აღიქმება, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტია და ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერ მცდელობას გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრებას საქართველოში, როგორც ადრე, ასევე დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. შეიძლება ამის მიზეზი რამდენიმე გარემოებაც იყოს: საქართველო ახალი დამოუკიდებლობის ქვეყანაა, ახლო წარსულით კი – საბჭოური, საბჭოთა იდეოლოგია კი ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტს ექსპლუატატორული კლასის მსახურად წარმოაჩენდა. დღეს, ამ ინსტიტუტის მიმართ, უნდობლობა ან გაურკვევლობა შესაძლებელია განპირობებული იყოს ინფორმაციის სიმწირითა და საზოგადოების დაბალი სამართლებრივი თვითშეგნებითაც. მართალია, ინფორმაციის ვაკუუმი ნელ-ნელა ივსება, მაგრამ უნდობლობის ფაქტორს ისევ ჩვენ მენტალობასთან მივყავართ. დღეს ხელისუფლებას `დემოკრატიის მეორე ახალ ტალღაში” სურს ხელშესახები გახადოს ის, რაც 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით უკვე ითქვა, ხოლო მანამადე 1921 წლის დემოკრატიულმა მთავრობამ თავის კონსტიტუციაში დააკანონა – საქართველოში ნაფიც-მაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება.
  საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სადაც ნაფიც-მსაჯულტა სასამართლოს ცალკე თავი ეთმობა. ვინაიდან ახალი კოდექსი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია, მასში ამ ახალი ინტიტუტის შესახებ ორი ალტერნატიული პროექტია მოცემული. იმისათვის, რომ პირმა მონაწილეობა მიიღოს ნაფიც-მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში, საჭირო მოთხოვნებია: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილი იყოს ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში, ფლობდეს სისხლის სამართლის საპროცესო ენას, ცხოვრობდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი და შეზღუდული არ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლიდა ნაფიც-მსაჯულის ფუნქციის შესრულებაში. კანონი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურატურის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სასულიერი პირი, საქართველოს შეიარარებულ ზალებში ცარიცხული პირი, პროცესის მონაწილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ან განსახილველ საქმეში სისხლის სამარტლის პროცესის უშუალო მონაწილეა, ნაფიც-მსაჯულად მონაწილეობას ვერ მიიღებს. აგრეთვე შუთავსებელია ნაფიც-მსაჯულთა კოლეგიაში ისეთი ადამიანის მონაწილეობა, ვინც ბრალდებული იყო ან მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და არ არის რეაბილიტირებული, მიცემულია სისხლის სამაღტლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით დაპ ირის მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილებიოს საფუძველზე. სწორედ ამ დასაშვებობების საფუძველზე, ყოველი წყვილი წელიწადის 1 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს ნაფიც-მსაჯულთა რაოდენობას, რაც საჭირო იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და ამ ინფორმაციას წარუდგენს საქაღთველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც საჯაროდ, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან არჩევს მოქალაქეთა სიას ნაფიც-მსაჯულის ფუნქციის შესასრულებლად. საქმის არსებიტი განხილვის დროს, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნაფიც-მსაჯულთა საბოლოო სიიდან წილისყრის მეშვეობით ირჩევს არანაკლებ 30 ნაფიც-მსაჯულის გვარს. ნაფიც-მსაჯულთა სასამაღტლოს შემადგენლობაში შედის პირველი 12 კენჭისყრის შედეგად შერჩეული კანდიდატი. კენჭისყრის რიგითობის გათვალისიწნებით, დარჩენილმა ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეცვალონ აცილების შედეგად გამოკლებული ნაფიცი მსაჯულები. კანონით, ნაფიც-მსაჯულთა არჩევის შემდეგ განისაზღვრება სათადარიგო ნაფიც მსაჯულებიც. მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებაც: 12 ნაფიცი-მსაჯულის შემადგენლობით სიის ჩამოყალიბების შემდეგ, ბრალდებისა და დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, დასაბუთების გარეშე მოითხოვოს ორი ნაფიცი-მსაჯულის ამორიცხვა ნაფიც-მსაჯულთა შემადგენლობიდან. მათ ჩანაცვლება უნდა მოხდეს სიით გათვალისწინებული მომდევნო ნაფიც-მსაჯულებით. აცილებისა და გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე, (მოსამართლე) რომელსაც პროცესზე მხოლოდ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის, სასჯელის დადგენის, მაგრამ არა გაზრდილი უფლებამოსილება აქვს, ნაფიც-მსაჯულებს სასამაღტლო ოთახში გასვლამდე, საჯარო სდომაზე განუმარტავს, რომ თათბირის დაწყებამდე ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით აირჩიონ უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც წარმართავს თათბირს და ჩაატარებს კენჭისყრას სხვადასხვა საკითხზე. ნაფიც-მსაჯლებს ორი ფორმის ვერდიქტის გამოტანის უფლებამოსილება აქვთ: `გამამართლებელი” და `გამამტყუნებელი.” ამასთან, თითოეულ წაყენებულ ბრალდებაზე მათ უნდა სცადონ, მიაღწიონ ერთსულოვან ვერდიქტს. ასეთი გადაწყვეტილება 6 საათის განმავლობაში უნდა იქნეს მიღწეული. წინააღმდეგ შემთხევაში, იმართება კენჭისყრა და გადაწყვეტილების მიღება ხდება უმრავლესობით. ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს თათბირში მოანაწილეობენ მხოლოდ მსაჯულები, თათბირი და კენჭისყრა ტარდება ზეპირად. ნაფიც-მსაჯულთა მიერ არჩეული უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს. კანონი ადგენს, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტისთვის საჭიროა 12 ბაფიცი-მსაჯულიდან, სულ ცოტა 9-ის ხმა, სასჯელის შემსუბუქებლის რეკომენდაციის მისარებად 12 მსაჯულიდან, სულ ცოტა 7-ის ხმა. კენჭისყრისას თავის შეკავება დაუშვებელია. თუ ნაფიცი-მსაჯული უარს აცხადებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ასეთი ხმა ითვლება ბრალდებულის სასარგებლოდ.
  საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თუკი საქმეზე ნაფიც-მსაჯულთა კოლეგიის მხრიდან ვერდიქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე დაითხოვს ნაფიც-მსაჯულებს და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ამით, შეიძლება ითქვას, ქართულმა კანონმდებლებმა გაიზიარეს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის უცხოური გამოცდილება, უფრო კონკრეტულად ინგლისის მაგალითი, სადაც ალტერნატიული ნაფიც-მსაჯულთა კოლეგია არ არსებობს, რომელიც დათხოვნილი მსაჯულების ადგილს დაიკავებდა. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ნაფიც-მსაჯულთა სასამარტლოს მიერ გამოტანილი გამამარტლებელი განაჩენი საბოლოოა და გადასინჯვას არ ექვემდებარება. მხარეს შეუძლია საკასაციო წესით გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩები, თუკი მსაჯულთა სხდომის თავმჯდომარის მოქმედებები აშკარად მიუთითებს პროცესუალურ დარღვევებს და საეჭვოდ ხდის გამოტანილი გადაწყვეტილების ობიექტურობას. (კანონპროექტში მოცემულია ასეთი შემთხვევები) საქმე ხელახალი განხილვისთვის ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას გადაეცემა.
  სხვა ქვეყნებში, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტს, გარდა იმისა, რომ ყველაზე დემოკრატიულ ნოვაციად განიხილავენ, ყველაზე ძვირადღირებულადაც თვლიან. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ნაფიც-მსაჯულთა ჟიურის ფუნქციონირებაზე გაწეული წლიური ხარჯი (მგზავრობა, ანაზღაურება, დაბინავება, ა.შ) 500 მილიონ დოლარზე მეტია, ქართულ კანონპროექტში კი ნაფიც-მსაჯულის ეკონომიკური დასაბუთება არ გვაქვს. აქ მხოლოდ ჩანაწერია: `სახელმწიფო ნაფიც-მსაჯულს ყოველ ნამსახურევ დღეზე უზრუნველყოფს ანაზღაურებით საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესით.”
  ესეც ჩვენი ქართული რეალობაა!
ნანახია: 753 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz