როგორია კონფლიქტის ბუნება?! - 22 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 537
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » როგორია კონფლიქტის ბუნება?!
როგორია კონფლიქტის ბუნება?!
1:12 PM
სამეცნიერო ლიტერატურაში კონფლიქტი არაერთჯეროვნად განიხილება. კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს დისკუსიის, დავის, აზრთა სხვადასხვაობის და სხვადასხვა ფორმით.  ლათინურად  ცონფლიცტუს- სიტყვასიტყვით შეჯახებას ნიშნავს. ლათინური წარმოშობის სხვა ენებიც ამ სიტყვაში შეჯახებას, ბრძოლას, დავას გულისხმობენ (მაგ: ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულში და ა.შ.)                                       ყოველდღირ აზროვნებაში სიტყვა `კონფლიქტი” უარყოფითი მნიშვნელობით აღიქმება. ზოგ შემთხვევაში, კონფლიქტს ძალადობის შემცვლელ ცნებადაც იყენებენ. სწორედ აქედან გამომდინარე, ადამიანები კონფლიქტს დესტრუქციულ ძალად აღიქვამენ და შესაბამისად, აუცილებლობად მიაჩნიათ მათი გადაჭრა.                                              კონფლიქტის ფუნქცია შეიძლება ორი სახით წარმოვიდგინოთ: ერთი დესტრუქციული (უარყოფითად აღქმული) და მეორე კონსტრუქციული (დადებითად აღქმული).  კონფლიქტი ფუნქციური თვალსაზრისით, საპირისპირო მიმართულებას ასახავს. როდესაც მხარეები დაპირისპირებულნი არიან, მაშინ ისინი მიისწრაფვიან საკუთარი მიზნის დაუყოვნებლივ მიღწევისკენ, მაგრამ რა შედეგი ექნება ასეთ დაპირისპირებას, ძნელი განსასაზღვრია. სწორედ აქ იჩენს თავს კონფლიქტის ზემოაღნიშნული ორი ფუნქცია. პირველ რიგში, განვიხილოთ კონფლიქტის დესტრუქციული ფუნქცია. ის სოციალური სისტემების სხვადასხვა დონეზე იჩენს თავს, სადაც კონფლიქტი კავშირშია ძალადობრივ მეთოდებთან, რაც აფერხებს სისტემის განვითარებას (ეკონომიურს, პოლოტიკურს, მორალურს და ა. შ.).                                                                    კონფლიქტის კონსტრუქციული ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ აქ შესაძლოა დაფიქსირებული წინააღმდეგობები და პრობლემები მხარეთა მიერ გაცნობიერდეს, შემდეგ კი მოახდინონ კონფლიქტის მოგვარება.                                                 კონფლიქტის წყარო, ხშირად რაიმე ამბავი ან მოვლენაა, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ეს მოვლენა იყოს კონფლიქტის მიზეზი. მოვლენა, რომელიც კონფლიქტს უდევს საფუძვლად, შესაძლოა ცრუ საბაბს ეყრდნობოდეს, ძირითადი მიზეზი კი სხვა იყოს (ამის კარგი მაგალითია საქართველოსთან ომის დაწყების საბაბად რუსეთის სამაჩაბლოს დაცვის მიზნის მოყვანა). ესა თუ ის მოვლენა, მხოლოს მაშინ ხდება კონფლიქტის მიზეზი, როცა ის მხარეთა მოთხოვნილებას ასახავს. შესაძლოა, არსებობდეს კონფლიქტის წარმოშობის ობიექტური ფაქტორები. ის სხვადასხვა სახისაა, მაგალითად რესურსები, ძალაუფლება, თანამდებობა, სტატუსი და ა.შ.                                                                   კონფლიქტს თავისი შემადგენელი ატრიბუტები გააჩნია. ის შეიძლება დაიყოს 3 ნაწილად, ესენია: 1. კონფლიქტის ობიექტი, ეს არის ის ფასეულობა, რომლის ნიადაგზეც ხდება ინტერესების შეჯახება. ობიექტი შესაძლოა იყოს მატერიალური,  სულიერი და სხვ. ობიექტი ყოველთვის მხარეთა ინტერესებთანაა კავშირში. ამიტომაც იგი ყოველთვის შეზღუდულია.                                                                                                    2. კონფლიქტში მონაწილე მხარეები - ის მონაწილეები, რომლებიც თავიანთი მიზნების, ინტერესების და აზრები განსახორციელებლად მოქმედებენ.  მონაწილეების რაოდენობას განსაზღვრავს ის, თუ რა დონეზეა ურთიერთობები - ჯგუფში, ორგანიზაციებში, ქვენებს შორის დას ხვ.                                                                                             3. გარემო - კონფლიქტი თავისი მიმდინარეობით საჭიროებს გარემოს, ის შეიძლება იყოს ლოკალური სივრეცა ან ვრცელი ტერიტორია.
  კონფლიტი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხასიათის:  ინფორმაციული კონფლიქტები, ინსტიტუციური, ღირებულებითი, ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტი,  ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.                                               ამდენად, კონფლიქტი შეიძლება განიმარტოს, როგორც დაპირისპირებულ მხარეთა შორის ინტერესების განხილვით წარმოშობილი უთანხმოება და შეჯახება, რომელიც მიმდინარეობს დროით და სივრცით განზომილებებში, სხვადასხვა სტრატეგიებისა და ტაქტიკის გამოყენებით, რომლის დროსაც დაპირისპირების ხარჯზე მხარეები ცდილობენ დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები.
ნანახია: 688 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz