ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 637
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » საშობაო ზღაპარი პაოლო კოელიოსგან
საშობაო ზღაპარი პაოლო კოელიოსგან
1:15 PM
თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო დაიბადა 1947 წელს რიო-დეჟანეიროში. კოელიომ თავისი ნაწარმოებებით ,,ალქიმიკოსი”, ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”, ,,რიო-პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”, ,,თერთმეტი წუთი”, ,,ზაჰირი”, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი. თუმცა კოელიოს ყველაზე დიდი წარმატება ,,ალქიმიკოსმა” მოუტანა. ეს წიგნი მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ფენომენად აღიარეს. ,,ალქიმიკოსმა” გამოცემისთანავე ბესცელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და გაყიდვებით 35 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ,,ალქიმიკოსის” გამო 2008 წელს პაოლო კოელიო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ავტორი წიგნისა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნა. ეს წიგნი მსოფლიოს 67 ენაზეა თარგმნილი და 150 ქვეყანაში გამოიცა.
თბილისში კოელიო იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი სახელობის კაფეც კი გაიხსნა. დღესდღეობით, კოელიო მოდაში აღარ არის და მიუხედავად იმისა, წაკითხული აქვთ თუ არა, ყველა ამბობს, რომ კოელიო პლაგიატია და ახალი არაფერი შეუქმნია. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, წიგნის ყველა მაღაზიაში კოელიო ისევ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში კოელიომ განაცხადა, რომ მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნებიდან ყოველ დღე ელექტრონულ მისამართზე 1000-ზე მეტი წერილი მისდის და მათგან ყველაზე საინტერესოს პასუხობს. ,,ალქიმიკოსის” წაკითხვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა მისთვის მიმეწერა. www.paulocoelho.com–ზე  შევედი და  წერილი გავუგზავნე. ჩემდა გასაკვირად, რამდენიმე დღეში, პასუხიც მივიღე და, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. გავიდა ერთი წელი და ერთ დღესაც, როცა ჩვეულებრივად შევამოწმე ჩემი ელექტრონული ფოსტა, აღმოვაჩინე, რომ კოელიოს ჩემი მისამართი შეუნახავს და კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნია. სადაც მწერდა, რომ მადლობას მიხდიდა სიყვარულისთვის და მილოცავდა შობას მისი ახალი ზღაპრით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალში იბეჭდებოდა. უფრო მეტიც, კოელიო შეეცადა ეს ზღაპარი ჩემს მშობლიურ ენაზე  გამოეგზავნა. (სამწუხაროდ მშობლიური ენა რუსული აღმოჩნდა). ეს ზღაპარი თსუ ტიმეს  -ის ექსკლუზივს წარმოადგენს.
ო, მარია, დამბადებელო ყოვლისა ნათელისა, ილოცე ჩვენთვის, რამეთუ მხოლოდ შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი. . .
ღვთისმშობილის მასხარა
         თუ დავუჯერებთ შუასაუკუნეების ლეგენდას, ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის ავსტრიის სახელითაა ცნობილი, ცხოვრობდა ბურხარდების ოჯახი – ქმარი, ცოლი და მათი პატარა ვაჟიშვილი. ამ ოჯახს ჰქონდა ჩვეულება: შობას ლექსების კითხვით, ბალადების სიმღერით, სხვადასხვა ნივთების ჟონგლიორობით ართობდნენ ხალხს. სამწუხაროდ მათ ზედმეტი ფული საჩუქრებისათვის არასდროს არ ჰქონდათ, მაგრამ უფროსი ბუხგარდი ყოველთვის ეუბნებოდა შვილს:
  ,,იცი, რატომ არ ცარიელდება არასოდეს წმ. ნიკოლოზის ხურჯინი? (იმ დროს წმ. ნიკოლოზი ურიგებდა ავსტრიელ ბავშვებს საჩუქრებს) იმიტომ, რომ წმ. ნიკოლოზი ბავშვებს ჩუქნის საჩუქრებს, რომლებიც სათამაშოებზე უფრო ძვირფასია! ასე ვთქვათ, უხილავ საჩუქრებს.
სახლში, სადაც ბევრი უთანხმოებაა, ყველა ქრისტიანისათვის წმინდა ღამეს, მას მიაქვს მშვიდობა და თანხმობა. იქ, სადაც სიყვარულის ნაკლებობაა, ის ბავშვების გულებში რწმენას ბადებს. მათ, ვისაც მომავალი უსიხარულო და ბნელი წარმოუდგენია, ის იმედს ჩუქნის.
ჩვენთანაც ასეა. ის მოდის ჩვენთან. ჩვენც ვიღვიძებთ და გვიხარია, რომ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და ჩვენი შრომით ხალხს ვახარებთ. არასოდეს დაგავიწყდეს ეს”. 
 გადიოდა დრო, პატარა ბიჭი ნელ-ნელა გაიზრდა და გახდა ჭაბუკი. ერთხელ ოჯახი აღმოჩნდა ახლად აშენებულ მელიკის დიდებულ სააბატოსთან.
-მამა, გახსოვთ, წლების წინ თქვენ მიყვებოდით წმ. ნიკოლოზის და მისი უხილავი საჩუქრების შესახებ? ვფიქრობ, ერთხელ მან მე ასეთი საჩუქარი მომიტანა: შთამაგონა, რომ მოძღვარი უნდა გავხდე. ეს ჩემი მოწოდებაა. დამლოცეთ, რათა გადავდგა პირველი ნაბიჯები იმისაკენ, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. 
მშობლებს კარგად ესმოდათ, რომ შვილის დახმარების გარეშე მათ გაუჭირდებოდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა არ დაიწყეს შვილის გადარწმუნება და მონასტერის ჭიშკარზე დააკაკუნეს. ბერები მათ გაშლილი ხელებით შეხვდნენ და ახალბედა სიხარულით მიიღეს.
დადგა შობის დღე. სწორედ ამ დღეს მელიკის მონასტერში მოხდა სასწაული: ღვთიმშობელი ჩვილ იესოსთან ერთად ჩამოეშვა დედამიწაზე და მოინახულა ბერ-მონაზონნი.
ბედნიერი ბერები ჩამწკრივდნენ გრძელ რიგში, რათა ყოველი მათგანი წარმდგარიყო ღვთისმშობლის წინაშე, თაყვანი ეცა მისთვის და ჩვილისათვის და რამით გაეხარებინა ძვირფასი სტუმრები. ერთ-ერთმა მათგანმა მონასტრის დარბაზების დიადი მოხატულობა აჩვენა; მეორემ, სიამაყით აღსავსემ, წარუდგინა ბიბლია, რომლის გადაწერასა და ილუსტრირებას ასი წელი დასჭირდა; მესამემ, მოწიწებით ჩამოთვალა ყველა წმინდანის სახელი. ჭაბუკი ბურხარდი, რომელიც ბოლო იყო, მოწყენილი ელოდა თავის რიგს. მისი მშობლები ხომ ჩვეულებრივი გლეხები იყვნენ და ბურთებით ჟონგლიორობის გარდა არაფერი ესწავლებინათ მისთვის.  
როდესაც მისი რიგი დადგა, წმინდა მამებს უნდოდათ დაესრულებინათ საზეიმო სვლა, რადგან ყოფილ მასხარას არაფერი ჰქონდა  სათქმელი, არც საჩვენებელი. მაგრამ, ჭაბუკს ძალიან უნდოდა რამე მაინც ეჩუქნა იესოსა და წმ. მარიამისათვის. 
როდესაც ჯიბიდან ფორთოხლებს იღებდა შეცბუნებული ძმების მზერას იჭერდა. მან ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე ფორთოხლის ჰაერში ასროლა და დაჭერა დაიწყო. ფორთოხლები დაფრინავდნენ ჰაერში და იდეალურ წრეს ქმნიდნენ ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე დადიოდა და ჟონგლიორობდა.
ამ მომენტში ჩვილმა იესომ, რომელიც დედას ხელში ეკავა, სიხარულისგან ტაში შემოჰკრა. ღვთისმშობელმა ჭაბუკს ნება მისცა ჩვილი, რომლის სახეც სიხარულისაგან ანათებდა, ხელში დაეკავებინა.
ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ ყოველ 200 წელიწადში, ახალი და ახალი ბურხარდი აკაკუნებს მონასტრის კარზე. მას სიხარულით იღებენ და ტკბებიან იმ უხილავი საჩუქრით, რომელიც წმ. ნიკოლოზმა  მათ უბოძა.
ნანახია: 880 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz