როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი? - 22 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 536
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი?
როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი?
1:23 PM
საუნივერსიტეტო ქალაქის თემა აქტუალური 2008 წლის მაისში გახდა. ამ დროს ყველა ტელეარხით პროექტის შესახებ საინფორმაციო კლიპები გადიოდა. `თსუ თაიმსს~ დაინტერესდა, რატომ გახდა საუნივერსიტეტო ქალაქის თემა აქტუალური არჩევნების დროს და რატომ აღარ საუბრობენ ახლა. პროექტის მიმდინარეობაზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გია ხუბუას, ვესაუბრეთ. ბატონი გია ხუბუას თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო განაცხადზე მუშაობას უკვე ასრულებს ერთ-ერთი ცნობილი დანიური საპროექტო ბიურო. პროექტს საბოლოო სახე მიეცემა მას შემდეგ, რაც დასრულდება საერთაშორისო კონკურსი. სავარაუდოდ, 2009 წლის დასაწყისში იქნება შერჩეული საბოლოოდ მოწონებული პროექტი. საუნივერსიტეტო ქალაქის მასშტაბურობაში დასარწმუნებლად საკმარისია ითქვას, რომ პროექტი, დაახლოებით, 250 მილიონი ლარი დაჯდება.
სავარაუდოდ, 2009 წლის შემოდგამაზე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დანიელი არქიტექტორების გათვლით, მშენებლოობა გაგრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. პროექტი არის საპრეზიდენტო ინიციატივა და მისი პროექტირების ხარჯებს თავის თავზე იღებს ფონდი `ქართუ.”
საუნივერსიტეტო ქალაქი მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 110 ფექტარს დაიკავებს. ამ ფართობის 60 ჰექტარზე სასწავლო ფართის, 40 ჰექტარზე ახალი საცხოვრებელი ფართის აშენება იგეგმება. ბატონი ხუბუას თქმით, უნივერსიტეტს ექნება როგორც თანამედროვე სასწავლო ფართი, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდქალაქი. საუნივერსიტეტო ქალაქში, ასევე, გათვალისწინებულია სპორტული, კულტურული ინფრასტუქტურის განვითარება. დაგეგმილია რამდენიმე ღია და დახურული სტადიონის, ღია და დახურული საცურაო აუზის, ღია თეატრის, სტუდენტებისათვის კულტურული და გასართობი ადგილების, საუნივერსიტეტო სასტუმროს, ასევე, ბიზნეს ინკუბატორების და სხვადასხვა სახის ტექნობანკების მშენებლობა. გაშენდება სკვერები, ბარები, ახალი ბიბლიოთეკა.
სტუდქალაქი გათვლილია რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის და არა მარტო თსუ-ის სტუდენტებისთვის. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას თბილისის მერია. მომავალი წლის ბიუჯეტში, მათ უკვე გაითვალისწინეს მეტროსადგურის მშენებლობისთვის დამატებითი ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულია მომავალში მიმართულება შეეცვალოს გზას, რომელიც ახლა შუაზე ჰკვეთს მომავალ საუნივერსიტეტო ქალაქს. ბუნებრივია, სტუდქალაქის შიგნით იმოძრავებს ტრანსპორტი, მაგრამ ის მოემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, საუნივერსიტეტო ქალაქს.
პროექტის მიზანია სტუდენტს შეეძლოს არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პირობებში, ღირსეულ საუნივერსიტეტო გარემოში სწავლების, ასევე დასვენების, გართობის საშუალება. სტუდენტმა აქ მთელი ძალით უნდა შეიგრძნოს სტუდენტური ცხოვრების მთელი ხიბლი.
საუნივერსიტეტო ქალაქი განაშენიანდების შემდეგ ვაკეში დარჩება მხოლოდ პირველი და მეორე კორპუსი, რადგან გია ხუბუას თქმით, `მხოლოდ ეს ორი კორპუსია არსებითად უნივერსიტეტის ისტორია, დანარჩენი არც ერთი კორპუსი არ არის აშენებული სასწავლო მიზნით და არც დაგვჭირდება ჩვენ მომავალში ჭავჭავაძის პროსპექტზე პირველ და მეორე კორპუსების გარდა სხვა სასწავლო კორპუსების გამოყენება.. ამიტომ ჩვენი გეგმა ასეთია, რომ პირველ და მეორის გარდა, სხვა კორპუსები იქნეს პრივატიზებული, ხოლო იქიდან შემოსული თანხა, ჩაირიცხოს უნივერსიტეტის განვითარების ფონდში, ე.წ. ენდაუმენთში, რომელიც საშუალებას მისცემს უნივერისტეტს ეს თანხა გამოიყენოს, როგორც სასწავლო მიზნით, ასევე სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად. ეს ფონდი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უნივერსიტეტს მომავალში საერთოდ მოეხსნება ფინანსური პრობლემა.~
როგორც ცნობილია, პირველ და მეორე კორპუსში დარჩება ჰუმანიტარული, იურიდიული ფაკულტეტი და როგორც ცენტრალური, ისე საფაკულტეტო ადმინისტრაცია. სავარაუდოდ, 2009 წელს სარემონტო სამუშაოები დაიწყება მეორე კორპუსშიც. რეკონსტრუქცია შეეხება უნივერსიტეტის ეზოსაც. დღევანდელი გარაჟების და დამხმარე ნაგებობების ადგილას, აშენდება ამფითეატრი, სადაც საზეიმო ვითარებაში გადაეცემა სტუდენტებს დიპლომები.
ნანახია: 717 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz