ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 540
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » საგამოცდო ცენტრმა საცდელი გამოცდა სადამსჯელო პირობებით ჩაატარა?!v
საგამოცდო ცენტრმა საცდელი გამოცდა სადამსჯელო პირობებით ჩაატარა?!v
3:48 PM
ორგანიზებული გამოცდები დიდი იშვიათობაა და ეს სტუდენტების ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს დღემდე. უნივერსიტეტში დიდი ხანია გვპირდებიან საგამოცდო ცენტრის შექმნას, რომელიც კოორდინირებას გაუწევს მთელ საგამოცდო პროცესს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. `თსუ თაიმსი” რამდენიმეჯერ ელაპარაკა ამ თემაზე პაატა ტურავას, მაგრამ ამ ჯერზე აღმოჩნდა რომ ის უკვე აღარ არი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი და ბატონმა პაატამ საგამოცდო ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან, თეა იმედაძესთან, გაგვაგზავნა.
  საგამოცდო ცენტრი უკვე წელიწად-ნახევარია არსებობს და გარკვეულ, თუ, შეიძლება ითქვას, გაურკვეველ ფუნქციებს ასრულებს. ჯერ კიდევ შარშან ყველა ელოდა, რომ გამოცდებს ისინი ჩაატარებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მაშინ ცენტრს პრობლემები ჰქონდა, როგორც დაფინანსების, ასევე შტატების მხრივ. ის კონტიგენტი, რომელიც მუშაობდა რეალურად, არ იყო საკმარისი ცენტრის საქმიანობის მთლიანად ორგანიზებისათვის, ხოლო დამატებით თანამშრომლების აყვანა დამატებით ხარჯებს მოითხოვდა.    
მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლო წელს უკვე რამდენიმე გამოცდა უშუალოდ თსუ-ის საგამოცდო ცენტრმა ჩაატარა, ის მაინც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და იურიდიულად დაკანონებული. ასევე თეა იმედაძემ გვითხრა, რომ საშტატო განაცხადი უკვე გაგზავნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან, თუ როდის დაამტკიცებს მას სამინისტრო. ცენტრში საბოლოოდ დაახლოებით 9 ადამიანი იმუშავებს, სამი მათგანი საგამოცდო ცენტრის დღევანდელი თანამშრომლებიდან იქნება, დანარჩენები კი ფაკულტეტების წარმომადგენლები იქნებიან. ამჟამად, თსუ-ის საგამოცდო ცენტრი, როგორც საკოორდინაციო ჯგუფი, ისე არსებობს. ცენტრი მხოლოდ იმ გამოცდებს ატარებს, რომელი საგნის ლექტორებიც თავად მოითხოვენ მათგან ჩარევას და გამოცდის ორგანიზებას.
შარშანდელი სასწავლო წლის ბოლოს მაგისტრანტებსა და დოქტორატურაში ჩაბარების მსურელებს საგამოცდო ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდების ჩაბარება მოუხდათ, ეს გარკვეული გენერალური რეპეტიციაც კი იყო, რომელმაც არც ისე ცუდად ჩაიარა. მაგისტრატურაზე 1200-მდე, ხოლო დოქტორატურაზე შედარებით ნაკლებმა, 400-450-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ამ სასწავლო სემესტრშიც რამდენიმე შუალედული, როგორც უკვე აღინიშნა ლექტორების მოთხოვნით, საგამოცდო ცენტრმა ჩაატარა.
  ნათია გელაშვილი: საგამოცდო ცენტრმა ჩამიტარა ერთი გამოცდა. რამდენადაც ვიცი საცდელი გამოცდა იყო. ობიექტურობის მხრივ ძალიან მომეწონა. არავის არაფერი არ გადაუწერია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ მართლა კარგი იყო, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ დამსწრეები იყვნენ ზედმეტად აქტიურები… თავზე გვადგნენ და სათითაოდ ნაწერს ჩაჰყურებდნენ, ბევრ შენიშვნებს გვაძლევდნენ, რაც საჭირო აშკარად არ იყო. ეს ყველაფერი დისკომფორტს გვიქმნიდა.
  თიკო კოკვაძე: საგამოცდო ცენტრის ჩატარებული გამოცდა ჩავაბარე და რაღაც უკმაყოფილო ვარ... ჩაგვიტარდა ცივ აუდიტორიაში. ზედამხედველები დამცინავი ტონით პასუხობდნენ ბავშვების კითხვებს, თან ჩემი აზრით იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე საჭიროა. შესვლისას ისედაც ჩამოგვართვეს ყველაფერი. ლამის თითო მერხთან თითო დამსწრე იდგა. ერთი სიტყვით კარგი იქნება თუ დაიხვეწება. გადაწერას ადგილი არ ქონია, მაგრამ ის რაც ზემოთ ვთქვი, დიდ უხერხულობას ქმნიდა.

ნანახია: 501 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz