ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 8:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » ვინ არის პროექტ- “საქართველოს დიდი ათეულის” სასურველი გმირი და რატომ?
ვინ არის პროექტ- “საქართველოს დიდი ათეულის” სასურველი გმირი და რატომ?
3:51 PM
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ახალი პროექტი “საქაეთველოს დიდი ათეული” დაიწყო,რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ათი უდიდესი პიროვნების რეიტინგის შედგენაა.თითოეულ მოქალაქეს შეეძლება ხმა მისცეს და უგულშემატკივროს მისი აზრით დიდ ქართველს,მნიშვნელობა არ აქვს მისი რჩეული-მეფე იქნება,საზოგადო მოღვაწე,მეცნიერი,მსახიობი თუ სხვა ქართველი მამულიშვილი.Q
ქვეყნის დიდი ათეულის არჩევის იდეა 2002 წელს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ “ბიბისი”_ში გაჩნდა.ტელეპროექტმა უდიდესი წარმატება მოიპოვა.ბრიტანეთის მოსახლეობის  გამოკითხვის შედეგების თანახმად საუკეთესო ათეულის პირველ ადგილზე უინსტონ ჩერჩილი გავიდა.
წარმატებული პროექტი მოგვიანებით მსოფლიოს 25 ქვეყანაში განხორციელდა.საქართველოში,რუსეთში,ესპანეთსა და საბერძნეთში კი ამჟამად ხორციელდება.
TSU TIMES”-ი დაინტერესდა გაეგო საზოგადოების აზრი თუ ვინ არის მათთვის “საქართველოს დიდი ათეულის” სასურველი გმირი და ამ მიზნით ჩაატარა სოციოლოგიური გამოკვლევა,რომელსაც შემოგთავაზებთ..                                                              

        თამარ ჩოკორაია, 23 წლის:
ჩემთვის ასეთი ადამიანი მამა გრიგოლ ფერაძეა _ ემიგრანტი წმინდანი, რომელმაც იხსნა არაქართველი ადამიანი. XX საუკუნე არ არის განებივრებული წმინდანებით. ეს ადამიანი არის ჰუმანურობის სიმბოლო. მან თავისი ადამიანობა და კარგი ქართველობა საქართველოს ფარგლებს გარეთ აჩვენა, თან XX საუკუნეში.

ნანა გოჩიაშვილი,21 წლის:
საუკეთესო ქართველის დასახელება და ერთი კონკრეტული ადამიანის გამოყოფა ძალიან გა-
მიჭირდება,მაგრამ ასევე აუცილებელია ყველა ქაეთველი დაფიქრდეს ამ საკითხზე და მხო-
ლოდ ამის შემდეგ დააფიქსიროს თავისი პოზიცია.უნდა დავფიქრდეთ იმაზე,რომ პირადი სიმ-
პატიების გვერდით,მათი მოღვაწეობის მნიშვნელობის სათანადო შეფასებაა აუცილებელი და
ქვეყნის ინტერესებისთვის შეფარდება,საჭიროა იმ კრიტერიუმების ჩამოყალიბება,რომელიც
დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.თავის მხრივ,ყველა დასახელებული პიროვ-
ნება,ძალიან მნიშვნელოვანიასაქართველოს ისტორიისთვის.ახლა საჭიროა დღევანდელი ვით-
არებიდან გამომდინარე ისეთი პიროვნების დასახელება,რომლის მოღვაწეობა ახალგაზრდე-
ბისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.ყველანაირი კრიტერიუმის გათვალისწინებით,ალბათ
ილია ჭავჭავაძე იქნება სწორედ ის ადამიანი,რომლის მოღვაწეობის არეალიც მოიცავდა ყვე-
ლა იმ უმნისჰვნელოვანეს სფეროებს,რომელზეც დგას ნებისმიერი ქვეყნის თვითმყოფადობა.                   

ბაჩო კოკილაშვილი,22 წლის:
ილია ჭავჭავაძე...ილიას მოღვაწეობის მოყოლას არ დავიწყებ,შენც კარგად იცი, რამხელა
ღვაწლი აქვს გაწეული საქართველოსთვის ერთ-ერთ უმძიმეს დროში.საქართველოს
უგვირგვინო მეფეა.

გვანცა გვიმრაძე, 22 წლის:
ჩემთვის გმირი თამარ მეფეა.მისი მეფობის ხანაში საქართველო იყო სულიერადაც და მატერ-
იალურადაც ძლიერი.

შორენა მარიამიძე,24 წლის:
ილია ჭავჭავაძე,ვინაიდან იგი ყველაზე პატრიოტი,გამორჩეული საზოგადო მოღვაწე და ქათ-
ველი ხალხის ჭეშმარიტი გზის წინამძღვარი იყო.

გიორგი მთვარელიშვილი,22 წლის:
საქართველოს გმირი დავით აღმაშენებელია,რატომ?ახსნაც არაა საჭირო,მას ხალხმა “აღმა-
შენებელი” უწოდა და მაგიტომ.

ანი აბულაშვილი,25 წლის;
ნამდვილი გმირი ივანე ჯავახიშვილია,თუნდაც იმიტომ,რომ ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი
მისი სახელობისაა.                                                                                               
 
ნათია ჯალიაშვილი, 22 წლის:
ჩემთვის გმირი ილია ჭავჭავაძეა,იმიტომ რომ მეფეების მოვალეობა კი არა, ვალდებულება
იყო ქვეყანაზე ზრუნვა,ილია კი ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ემსახურებოდა  
 საქართველოს.

ირაკლი წელაური,22 წლის:
ჩემთვის ერთადერთი გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილია,იმიტომ,რომ მართლაც “გმირია”...

ანა ჯანაშვილი,22 წლის;
გმირი?ნიკოლოზ ბარათაშვილია.ის ჩემი საყვარელი პოეტია და თანაც საქართველოში
სიკვდილიც კი არ ეღირსა..

ნანა ტურავა,35 წლის:
შოთა რუსთაველზე დიდი გმირი ვინაა?მისნაირი პოეტი და მოაზროვნე, ალბათ აღარ ეყო-
ლება საქართველოს.

ჯუნა ჯავახია,40 წლის:
ნამდვილი გმირი ზვიადი გამსახურდიაა და აუცილებლად მაგან უნდა გაიმარჯვოს!

სალომე მეტრეველი,19 წლის:
ივანე ჯავახიშვილი-უდიდესი ადამიანი საქართველოს ისტირიაში,აი ნამდვილი გმირი..

მარიამ ბერიძე,45 წლის:
ჭეშმარიტი გმირი ჰამლეტ გონაშვილია,რატომ და მისნაირი მომღერალი და სახალხო არ-
ტისტი არ ყოლია საქართველოს.
.

ანი მეხრიშვილი,20 წლის:
ვინ და ილია ჭავჭავაძე,ის ხომ საქართველოს უგვირგვინო მეფე იყო..

ზაკო ნემსაძე,28 წლის:
რა თქმა უნდა ფარნავაზი,ის ხომ საქართველოს პირველი მეფე და გამაერთიანებელი იყო?!

ნატალია ჯანყარაშვილი,29 წლის:
გმირი,პოეტი,პიროვნება- ვაჟა-ფშაველა.ის იყო ლეგენდა ქართული საზოგადოების ისტორია-
ში..

სოფიო ახმეტელი,21 წლის;
მიჭირს გამოვარჩიო ერთი გმირი ამდენ გმირებში...ალბათ ერეკლე მეორე.ერეკლეს მძიმე
მემკვიდრეობა ერგო წილად,მაგრამ მიუხედავდ ამისა,მან შეძლო დაემსახურებინა ქართვე-
ლი ხალხის სიყვარული.

თამარ ღვინიაშვილი,38 წლის:
გალაკტიონ ტაბიძე გამორჩეული გმირია,ვინაიდან ჩემი გამორჩეული პოეტია და ის ჩემთვის
უკვე გამარჯვებულია.  


 ქეთა ჭიჭინაძე,18 წლის:
ჩემთვის ნამდვილი გმირი,ქეთევან დედოფალია.მან ჭეშმარიტი რელიგიის გამო წამებით
აღასრულა სიცოცხლე...

 მიშა ლებანიძე,47 წლის:
ივანე ჯავახიშვილი სწორედ ის პიროვნებაა,ვისაც შეიძლება,რომ გმირი ვუწოდოთ.ძნელია
ორი სიტყვით ახსნა მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე.    

ნანახია: 1595 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz