ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 540
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » მოხვდება თუ არა სიტყვა ძროხა წელს კომპლიმენტების სიაში
მოხვდება თუ არა სიტყვა ძროხა წელს კომპლიმენტების სიაში
3:53 PM
როგორც წესი, მიმართვა ძროხა, ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით კი მძიმე წონიანი ქალბატონებისთვის. თუმცა წელს, როცა 2009 წელი სწორედ ძროხის ჰოროსკოპით შემობრძანდება, შესაძლოა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ძირეულად შეიცვალოს.
აბა დაფიქრდით, რა სჯობს საყვარელ ფუმფულა ძროხას, დიდი შავტუხა თვალებით და ვარდისფერი ჯიქანით, რომელიც სულ ტკბილი რძით აქვს სავსე. არც ის დაივიწყოთ, რომ მსოფლიო ტენდენცია სწორედ დიდ მკერდს ანიჭებს უპირატესობას და ვინ იცის იქნებ წონის კრიტერიუმებიც ძროხისათვის დამახასიათებელი დამკვიდრდეს. აი, მაშინ, აღარ იარსებებენ მსუქნები, იქნებიან მხოლოდ, მომხიბლავად `ძროხულები”, ან ძროხუნიები.
აბა, გაიხსენეთ, ბავშვობისას, როცა სოფელიდან `შეპუტკუნებული~ ბრუნდებოდით ხოლმე, როგორ შეგამკობდათ ბებია: `მოვიდა, ჩემი ძროხუნია გოგოო~, ან `ჩემი ბოჩოლათვალება ბიჭი~, ჩამოსულაო.
ქართულმა ზღაპრებმა ხომ ჯერ კიდევ გვიანდელ წარსულში გაუსწრო ევროპას და ძროხა ზღაპრების უმთავრეს გმირად აქცია. ნიკორა, წიქარა და კიდევ ვინ მოსთვლის ზღაპრული ფანტაზიის შედევრებს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ძროხას სამოდელო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი: ძროხაა `მილკვეის” შოკოლადის შეფუთვაზე, რომელიც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს. მაღაზია `ბელუქსის” `ფეისიც” სწორედ ძროხაა. ხარი და ზოგადად ძროხის სიმბოლოს ატარებს `ჩიკაგო ბულსის~ საკალათბურთო გუნდი. რა თქმა უნდა, `რედ ბული~. დაბოლოს, ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველია, პატივსაცემი არსება, რომელსაც ერი ეთაყვანება.
 საქართველოში ოდოთგანვე არსებობდა ხარის კულტი, რაც ქართველთა სიძლიერის და მიწისმოყვარეობის სიმბოლოს წარმოდგენდა, რადგანაც სწორედ ხარითა და უღლით ამუშავებდნენ ჩვენი წინაპრები მიწას. დღევანდელი საქართველოს პირველი ლედიც იმ ქვეყნის შვილია, სადაც გამორჩეული, ჯიშიანი შავ-თეთრი ძროხები ჰყავთ. ჰოლანდიიდან საქართველოში პირველ ლედის მზითვად გამოყოლებულ ძროხებს, საქართველოში დაბინავების პატივი ხვდათ წილად, თუმცა ჩვენს მურა და ნიკორასთან ერთად საბძელში ყოფნა იუკადრისეს, ევროპული სტანდარტის ხუთი თუ არა, სულ მცირე სამვარსკვლავიან აპარტამენტებს ნაჩვევთ, თვალი ქორთიარდ მარიოტისაკენ გაექცათ, მაგრამ ნურას უკაცრავად, შენც არ მომიკვდე, ვერ მიართვეს ასე გამოუცვხადეს: ჰოლანდიის ევროპულ ბალახზე რაც “იგულავეთ”, ის იკმარეთო.
  მაშ ასე, მოაბჯებს ლამაზი ღიპიანი ძროხა და ისღა უნდა ვიმედოვნოთ, რომ როცა თავის თავისი წვრილი წვივებითა და სქელი გავით შემოაბიჯებს, სიუხვეს სიკეთეს, ბარაქასა და დიდ სიყვარულს შემოიტანს ჩვენს ოჯახებსა და გულებში.   
ნანახია: 592 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz