ანი სუბელიანმა 2008 წელს საყვარელი ადამიანი იპოვა - 23 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » ანი სუბელიანმა 2008 წელს საყვარელი ადამიანი იპოვა
ანი სუბელიანმა 2008 წელს საყვარელი ადამიანი იპოვა
3:53 PM
_ როგორი წელი იყო შენთვის 2008 წელი?
_ 2008 წელი იყო ყველაზე მაგარი წელი ჩემთვის. საერთოდ, ჩემს ცხოვრებას, რომ ვუყურებ, ყოველ წელს ჩემი ცხოვრება უმჯობესდება. თითოეული ახალი წელი წინაზე უკეთესია. მით უმეტეს, წელს `ვარსკვლავების აკადემიაში” შევედი და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გავხდი პოპულარული, უფრო აქტიური ცხოვრებით ვარ ეხლა დაკავებული. ასევე მყავს საყვარელი ადამიანი, ესეც წელს მოხდა, ასევე წელს ველოდები დისშვილს და ძმისშვილს. ასე, რომ ფეიერვერკებით აღსავსე წელი იყო.
_ რა შეცვალა `ვარსკვალების აკადემიამ” შენს ცხოვრებაში?
_ პროექტმა მომიტანა დიდი და საინტერესო სანაცნობო წრე, ახალი მეგობრები. ქუჩაში რომ გავდივარ, ბევრი ადამიანი მცნობს და ღიმილით მაინც გამოხატავენ ამას.D ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებისეულიც და პროფესიულიცDდა ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. მომავალში მე შეიძლება მომღერალი არ გამოვიდე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სასცენო გამოცდილება, რაც ამ პროექტმა მომიტანა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის კარგად გამახსენდება.
_ რა გეგმები გაქვს სამომავლოდ და აპირებ თუ არა მომავალი სცენას დაუკავშირო?         
_ ფსიქოლოგობას ვაპირებ და უფრო საქმიანი გოგონა მინდა გავხდე, ვიდრე უბრალოდ მომღერალი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და ამასაც არც ისე უკან გადავდებ.
_ შენს წარმატებას რას მიაწერ?
_  ალბათ იმას, რომ ვარ უკომპლექსო, გახსნილი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არც ცეკვაში და არც სიმღერაში არ მოვმზადებულვარ, საკუთარ თავში დაჯერებული ვიყავი და თამამად გამოვდიოდი სცენაზე. შოუშიც მაქსიმალურად გულწრფელი და გახსნილი ვიყავი. ამ ყველაფერს ხედავდა მაყურებელი და აფასებდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი წარმატება.
_ უნივერსიტეტში რა შეიცვალა შენთვის ამ პროექტის შემდეგ? რაიმე შეღავათი თუ გაგიკეთეს პროექტის დროს გაცდენილი ლექციების გამო?
 _ უნივერსიტეტში ისეთი სისტემაა, რომ ძალიანაც, რომ ვუყვარდე ლექტორებს, ვერ გაგიწევენ შეღავათს თუ მთელი სემესტრი არ დადიხარ. მე მთელი სემესტრი ჩამივარდა. აკადემიური არ ავიღე, რადგან ვიფიქრე, იქნებ ორ კვირაში გამოვვარდე-მეთქი, მაგრამ რომ გახანგრძლივდა პროექტში ყოფნის პერიოდი, დავწერე განცხადება, გავანულებინე საგნები. ახლა ნელ-ნელა აღვადგენ ამ საგნებს, მაგრამ ალბათ მეხუთე კურსზეც ერთი სემესტრი მომიწევს სწავლა, მაგრამ ეს არაფერი, გავიხანგრძლივე სტუდენტობა.
_ რას ელოდები 2009 წლისაგან?
_ საერთოდ მინდა, რომ საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად. ალბათ უფრო საზაფხულო სკოლაში, რადგან აქაც არ მინდა უნივერსიტეტის გაცდენა. გარკვეული მონახაზი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ საუბარი. როცა ისე ვგეგმავ რომ არ ვამბობ და ნელ-ნელა მივდივარ იმ მიზანისკენ, უფრო ვაღწევ ხოლმე მიზანს.
_ ახალ წელთან რა დამოკიდებულება გაქვს და როგორ ემაზდები ხოლმე ამ Dდღისთვის?  
_ ახალი წელი ძალიან მიყვარს. ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. საოცარი შეგრძნებაა, ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე პერიოდში ზეიმობს და ბედნიერია. ამ დღეს ყველას უხარია, ყველაფერი ბრჭიალა და ლამაზია. 25 დეკემბერს ვდგამ ხოლმე ნაძვის ხეს, სუფრის გაშლაშიც ვიღებ ხოლმე მონაწილეობას, უფრო შავ საქმეში ვეხმარები დედას, მაგალითად, გოზინაყისთვის ნიგოზს ვჭრი.
_ წელს სად და როგორ აპირებ ახალ წელს შეხვედრას?
_ ყოველ წელს ვხვდებოდი ხოლმე სახლში და მერე მივდიოდი მეგობრებთან. წელს მაქვს კონცერტი ბაკურიანში და იქ შევხვდები. შემდეგ დღეებში ჩამოვალ თბილისში და თბილისელებთან ერთად, გავაგრძელებ ზეიმობას.

ნანახია: 296 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz