ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 8:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » როდის დაკარგა საკუთარი თავი მარი ბოლქვაძემ და რის იმედზე შედიოდა `ვარსკვალების აკადემიაში?”
როდის დაკარგა საკუთარი თავი მარი ბოლქვაძემ და რის იმედზე შედიოდა `ვარსკვალების აკადემიაში?”
3:55 PM
_ მარი, შენთვის როგორი წელი იყო 2008 წელი?
_ რამდენიმე დღის წინ სახლში 2008 წლის კალენდარი შევცვალეთ 2009 წლის კალენდრით და ნოსტალგიურად გავატანე ძველი კალენდარი. ბევრი წარმატება მომიტანა ამ წელმა. აკადემია ახალ ეტაპს ნიშნავს ჩემთვის  და ეს ყველაფერი 2008 წელს მოხდა.
_ მაინც რა მოგიტანა აკადემიამ? რა შეცვალა?
_ პირველ რიგში, სხვა ხედვა გამივითარა. მახსოვდა საკუთარი თავი შესვლის დროს და რომ გამოვედი და ჩემი თავი გავიხსენე, აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ იყო შეცვლილი. მივხვდი, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო, გინდოდეს პოვნა და ვერ მოახერხო. ბუნებით ვარ ლაღი, მიყვარს პოზიტიური ემოციების გაცემა. მინდოდა, აკადემიაში ბუნებრივად მოვქცეულიყავი, მაგრამ მეშინოდა, რომ ეს არ ჩაეთვალათ თამაშად. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა მომიტანა ის, რომ ჩარჩოებში მოვექეცი და არ ვიყავი ის მარი, როგორიც ვარ. არადა, როცა შევდიოდი მე ზუსტად ამ მარის იმედად ვიყავი და მერე აღმოჩნდა, რომ ეს მარი სულ დაიკარგა.
გარდა ამისა, თუ ადრე დამწყებ მომღერლებს ცოტა კრიტიკულად ვუყურებდი, ახლა საერთოდ აღარ მაქვს ეს მომენტი. აღარაფერს ვამბობ იმ ურთიერთობებზე რაც ამ პროექტმა მომიტანა.
ძალიან მომხიბვლელია იმის ფიქრი, რომ როცა ბებია გავხდები შვილიშვილებს აკადემიაზე მოვუყვები. კასტინგზე ეს რომ მოვყევი, ბევრი იცინეს.
ავიხდინე ოცნება და შევხვდი ჩემს საოცნებო მომღერალს ტანია მარიას.
 უცებ გამოვედი და ვიგრძენი რომ სრულიად უცხო ადამიანი მიღიმის. ეს მაძლებინებს ყველაზე მეტად.
_ რას მიაწერ შენს ამ წარმატებას?
_ უზომოდ მოტივირებული ვიყავი. პირველად რეკლამა რომ ვნახე, მივხვდი, ეს ჩემი პროექტი უნდა ყოფილიყო. ოჯახში პატარა წინააღმდეგობაც მქონდა, რადგან არ მაქვს ის თვისებები რაც საჭიროა ამ პროექტში ანუ რქებით გატანა. გარდა ამისა, მატერიალური მხარდაჭერა იყო საჭირო, რისი საშუალებაც არ იყო..
_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
_ თუ როდისმე შევძლებ სიმღერას, მინდა, რომ ლათინო მუსიკა, ლათინო ჯაზი ვიმღერო. ჩემი სურვილია ვიმღერო ზღვისპირა ქალაქში, მყავდეს პატარა აუდიტორია, რომელმაც იცის გულწრფელი მუსიკის ფასი. ამ აუდიტორიას გაუზაირო განცდები, იმპულსები მუსიკის სახით. რაც შეეხება ფართო მასებს და კომერციულ ესტრადას, ალბათ აქ არ არის ჩემი ადგილი, რადგან აქ სხვა უნარი უნდა, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს ჩემი პროფესიით ვიმუშაო. საერთოდ მინდა რომ ბევრი რამ მოვასწრო დღეს, მეშინია, რომ ხვალ ამის დრო აღარ იქნება.
_ უნივერსიტეტში რა შეიცვალა პროექტის შემდეგ? როგორ მოახერხე გაცდენილი ლექციების ანაზღაურება?
_ შეღავათები გარკვეულწილად გამიწიეს და ძალიან მადლიერი ვარ. ზოგმა კოლოკვიუმი აღმადგენინა, ზოგმა დასწრების ქულაში წამიმატა ცოტა. არცერთი საგანი არ ჩამვარდნია და 60-80 ფარგლებში მქონდა ქულები. პროექტის შემდეგ უფრო მეტმა სტუდენტმა გამიცნო,  გაიგეს რომ მათთან ვსწავლობდი.
_ წარმატებული წლის შემდეგ რას ელოდები 2009 წლისგან?
_ გეგმები არასოდეს არ მაქვს და სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების ხიბლი. ყველაფერი ექსპრომტად ხდება. მე თვითონ გავცემ დადებით პოზიტივებს და ველოდები უკუცქევას.
_ ახალ წელთან რა დამოკიდებულება გაქვს და როგორ ემზადები ხოლმე საახალწლოდ?      
_Yყველა ახალი წელი სახლში მაქვს გატარებული, 12 საათის მერეც კი არ გავსულვარ, წელს იქნება გამონაკლისი. ნაძვის ხესა ყოველთვის 31-ში ვდაგამდი. პატარაობაში დიდი ხნით ადრე ვცდილობდი საჩუქრების გაკეთებას, რაც გავიზარდე, გავზარმაცდი. თოვლის ბაბუის არსებობს დღემდე მჯერა. მჯერა, რომ ჩვენთან თუ არა, სადღაც მაინც არის. სულ ძილზე მებრაზებოდა, რომ არ მაძლევდა საშუალებას თოვლის ბაბუას შევხვედროდი.
_ რა საჩუქარი გაგიხრდება საახალწლოდ ყველაზე ძალიან?
_ ყველაზე ძალიან გამიხარდება ორკაციანი საგზური ბრაზილიაში, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვის წავიყვანდი მეორეს. შეიძლება გადავდო და მერე ისევ მე წავიდე.

ესაუბრა: ნინო გელაშვილი

ნანახია: 1299 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz