`ჩვენს საცხოვრებელში თუ ხმაურია, ეს ნიშნავს, რომ ქართველები, იტალიელები და ესპანელები ერთად ვსადილობთ.” - 23 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2016-12-02, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » `ჩვენს საცხოვრებელში თუ ხმაურია, ეს ნიშნავს, რომ ქართველები, იტალიელები და ესპანელები ერთად ვსადილობთ.”
`ჩვენს საცხოვრებელში თუ ხმაურია, ეს ნიშნავს, რომ ქართველები, იტალიელები და ესპანელები ერთად ვსადილობთ.”
3:56 PM
 უკვე მეოთხე თვეა, რაც ტარტუს უნივესიტეტში, გაცვლითი პროგრამის სტატუსით ვიმყოფები. ესტონეთში გაზაფხულის სემესტრში თსუ-ში გამოცხადებული კონკურსის შედეგად აღმოვჩნდი.Uუნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესოა სხვადასხვა კულტურის წარომომდგენლებთან ერთად ცხოვრება. Mმათთან ურთიერთობის შედეგად უამრავი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ისწავლო. ვთვლი, რომ უცხო გარემომ უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გამხადა. აქ ყველა მნიშველოვანი გადაწყვეტილება შენით უნდა მიიღო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უფრო მეტად ხარ პასუხისმგებელი შენს თავზე, ვიდრე საქართველოში, სადაც შენი მშობლები და მეგობრები ყოველთვის შენს გვერდით არიან. აქ ყველა ლექტორი თუ ადმინისტრციის თანამშრომელი მუდამ სტუდენტის სამსახურშია. ისინი ყველაფერს აკეთებენ სტუდენტის დახმარებლად. ჩემთვის თითოეული ლექცია შემეცნებითი და მრავლისმომცველია. ინფორმაციულად ძალიან დატვირთულია, თუმცა თამამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვლი აუდიტორიებიდან შეუძლებელია ისე გამოხვიდე, რომ  ლექციის 80 % მაინც სამუდამოდ არ ჩაგებეჭდოს გონებაში, თუმცა, იმდენად, რამდენადაც თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასების სისტემა საკმაოდ მკაცრია, ვერ გეტყვით, რომ სწავლა ძალიან გამირთულდა. სამეცადინო ძალიან ბევრია, თუმცა საუკეთესო შეფასების მიღება დიდი შრომის ფასად თსუ-ის სტუდენტებს არ უნდა გაგვიჭირდეს.  
   ვთვლი, რომ უკეთესი იქნება თუ საქართველოში სტუდენტს დაეთმობა უფრო მეტი დრო და თსუ-ში დამთავრდება სტუდენტის `თავიდან მოშორების” და სხვასთან გადამისამართების ტაქტიკა. კითხვაზე პასუხის მისაღებად შესაძლოა, ერთ დღეში, უნივერსიტეტის ყველა კორპუსი შემოგარბენონონ და ზუსტი პასუხი მაინც ვერ გაგცენ. Aაქ კი ნებისმიერ კითხვაზე პასუხი შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად იმეილზე რამდენიმე წუთში მიიგო. რაც, შეეხება სწავლის დონეს, ვთვლი, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დონე საკმაოდ მაღალია და სულაც არ ჩამოუვარდება ევროპულ სტანდარტებს.
   ჩემი ლექტორები გერმანელები, დანიელები არიან, ისევე როგორც ესტონელები. თითოეულ ლექციაზე გვაჩვენებენ სლაიდებს, რაც ადვილს ხდის შემეცნების პროცესს. თითქმის ყოველ საგანში გვაქვს პრეზენტაციები და რეფერატები. Lლექციებზე საკმაოდ ხშირად განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ყველაზე კარგად ესპანელ და იტალიელ მეგობრებს ვეწყობი. ამას ჩვენი სამხრეთელობით ვხსნი. Yჩვენს საერთო საცხოვრებელში თუ ხმაურია, ეს იმის მაუწყებელია, რომ ქართველები, იტალიელები და ესპანელები ერთად ვსადილობთ. აქQქართული გარემოს შექმნა, არც თუ ისე ძნელია. ტარტუში საკმაოდ პრესტიჟული ქართული რესტორანია, სადაც სემესტრის დასაწყისში 50-მდე უცხოელ სტუდენტთან ერთად ვიყავით. Uუნდა გენახათ ქართული ღვინისა და მწვადის დაგემოვნების შემდეგ, როგორ გვეფიცებოდა ათობით უცხოელი მეგობრობას. იტალიელმა ლუკა ფაბრიცმა ისიც თქვა, დავრწმუნდი, რომ ქართველები ჩვენი წინაპრები არიანო. Pპოლონელი ანტონიო კი მაშინ მიხვდა, თუ რატომ სტუმრობს პოლონეთის პრეზიდენტი ასე ხშირად საქართველოს. თავისუფალ დროს წვეულებებზე დავდივარ ხოლმე, რაც საკმაოდ ხშირია ტარტუში. თუ შენს თავს ნებას მისცემ, შესაძლოა ყოველი დღე წვეულებით დამთავრო. რასაკვირველია, ვურთიერთობ ქართველ მეგობრებთანაც.
  ჩვენი ქვეყნის შესახებ უცხოელმა სტუდენტებმა, საკმაოდ ბევრი იციან. განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ. Yძალიან ხშირად მეკითხებიან, თუ რა სიტუციაა ეხლა საქართველოში და კმაყოფილები ვართ თუ არა ჩვენი მთავრობის პოლიტიკით. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 99%-ის გვარი შვილზე ბოლოვდება (მე ვცდილობ მათ გადარწმუნებას, მაგრამ ამაოდ) და ვისაც, ჩემი გვარის დამხასოვრება უჭირს მარიამ სააკაშვილით მომმართავს.  
   ძალიან უკვირთ, რომ გვაქვს ჩვენი ანბანი და თვლიან, რომ ქართული ენა არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. Mმიუხედავად ამისა, ცდილობენ, ქართული სიტყვების სწავლას. გერმანელმა ლინდამ მხოლოდ ერთი სიტყვის დამახსოვრება შეძლო  - “მშია”. რუსი სერგეი კი ჩემდა გასაკვირად ყოველდღე “გამარჯობით” მესალმება და ზოგჯერ  დიალოგს ქართულად აგრძელებს “როგორ ხარ?” (რუსული აქცენტით).
 Aასევე საინტერესო მოსასმენია როგორი მონდომებით მღერის უკრაინელი იური ქართულად “სულიკოს”.
A ამ შობა-ახალ წელს, ალბათ, ტალინში შევხვდები. თუმცა ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, შობა-ახალი წელი ტარტუშიც ძალიან ლამაზია. თუმცა, საახალწლო განწყობა აქ ნოემბრის შუა რიცხვებიდან იგრძნობა - 20 ნოემბერს უკვე Eერთ მეტრიანი თოვლი იყო, ქალაქი საახალწლოდ იყო განათებული და რამდენიმე დღეში დიდი ნაძვის ხეც დადგეს. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ ყველა ჩემს მეგობარს და ვუსურვებ უბედნიერეს სტუდენტურ წლებს: უამრავ მხიარულ წვეულებას, ფრიადზე ჩაბარებულ საგანს, სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას და იქ მიღებული ცოდნის საქართველოს სასარგებლოდ გამოყენებას.  

ნანახია: 379 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz