ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 637
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » რას ურჩევს ნორვეგიელი ლექტორი ქართვლ სტუდენტებს?
რას ურჩევს ნორვეგიელი ლექტორი ქართვლ სტუდენტებს?
9:44 PM
`თსუ თაიმსის” წლის ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც გამოგვივგზავნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საზგვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით წასულმა სტუდენტებმა და მოგვითხრეს მათ ახალ, საზღვარგარეთულ სტუდენტურ ცხოვრებაზე. ვფიქრობთ, რომ მკითხველისათვის არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს უცხოელი ლექტორის დამოკიდებულება თსუ_ის სტუდენტების და ზოგადად, ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ.
  ფრუდე ჰერმუნდსგორდი თითქმის ათი წელია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკანდინავისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ლექციების კურსს კითხულობს. ის საქართველოსა და თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტს ყოველ სემესტრში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სტუმრობს და კითხულობს ინტენსიურ კურსს ნორვეგიულ ენაში. მოგეხსენებათ, საქართველოში და საკუთრივ უნივერსიტეტში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და საინტერესოა ყოველივე ამის მიმართ ევროპელი ლექტორის დამოკიდებულება.
  ფრუდე ჰერმუნდსგორდი არის ოსლოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მოღვაწეობს ლინგვისტიკისა და სკანდინავისტიკის დეპარტამენტში. ის არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. მან ოსლოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნიის შტატი) მაგისტრის ხარისხი მიიღო. ფრუდე ჰერმუნდსგორდი მოღვაწეობს მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტში.
- ბატონო ფრუდე, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თუ როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში გამომგზავრება ათი წლის წინ? რა იყო თქვენთვის მაშინ ყველაზე რთული?
- ყველაფერი მრავალი წლის წინ დაიწყო. კახა ლორია (თსუ_ის სკანდინავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) იყო ჩემი სტუდენტი ოსლოს უნივერსიტეტში. ჩვენ დავმეგობრდით და კახამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სკანდინავისტიკის ცენტრის ჩამოყალიბება შემომთავაზა. ასე დაიწყო თანამშრომლობა თსუ_სთან. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდის საქართველო ძლიერ განსხვავდებოდა ნორვეგიისაგან. ბუნებრივია, იყო რაღაც სირთულეები... მაგალითად, ელექტროენერგიასა და ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული უცხოელ სტუდენტებთან მუშაობისას?
- მე დაახლოებით, თორმეტი წლის განმავლობაში, ვასწავლიდი კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. არ მიმაჩნია, რომ უცხოელ სტუდენტებთან მუშაობა რთულია. მეტიც, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია.
- რა განსხვავებაა ქართველსა და უცხოელ სტუდენტებს შორის? რა მოგწონთ და არ მოგწონთ ქართველ სტუდენტებში? რა რჩევებს მოგვცემდით და თქვენი აზრით, ყველაზე საჭირო ჩვენში რისი შეცვლაა?
- არ მიმაჩნია, რომ ქართველები დიდად განსხვავდებიან უცხოელი სტუდენტებისაგან. ვფიქრობ, ისინი სხვებთან შედარებით, ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარენი არიან. ქართული კულტურა ძლიერ განსხვავდება სკანდინავიურისაგან. ამიტომ კარგია, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი გაემგზავროს საზღვარგარეთ სასწავლებლად. მე ვიცი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ცხოვრება პიროვნების განვითარებისათვის. უცხოეთში სწავლა არის შესანიშნავი საშუალება სხვადასხვა წარმოშობის თანატოლების, მათი განსხვავებული კულტურის  გაცნობისა. ამასთან, ახალგაზრდა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და იძენს გამოცდილებას...
  ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემი აზრით, ქართველი სტუდენტები ბევრად არ განსხვავდებიან უცხოელებისაგან. თქვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი ვარ, აგერ უკვე მერამდენე წელია, ვფიქრობ, თქვენში არაა ბევრი რამ შესაცვლელი. კვლავაც სიამოვნებით შემიძლია გაგიმეოროთ, რომ ქართველი სტუდენტები სხვებზე ბევრად ბეჯითი და მოტივირებული არიან.
- თქვენ უკვე თითქმის ათი წელია ასწავლით თსუ-ში და იყავით მოწმე განხორციელებული რეფორმისა. რა იყო თქვენთვის ამ პროცესში ყველაზე საინტერესო? რამდენად შეიცვალა უნივერსიტეტი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში?
- დიახ, მე ვმონაწილეობდი ამ პროცესში და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. რეფორმა რადიკალურად და ძალიან სწრაფად განხორციელდა. ევროპის უნივერსიტეტებში ამავე რეფორმის გატარებას ბევრად მეტი დრო მოანდომეს. თქვენ ჯერ კიდევ რეფორმის პროცესში ხართ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი რეფორმაა, რადგანაც სტუდენტებს აქვთ ბევრად მეტი შესაძლებლობა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასვლისა და გამოცდილების შეძენისა. ჩვენი უნივერსიტეტი სწრაფად ვითარდება, რაც ძლიერ მახარებს.
- ჩვენი საუბრის ბოლოს, რას უსურვებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს?
- ვიმედოვნებ, რომ რეფორმა კიდევ უფრო განავითარებს უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის ეს იქნება შანსი უცხოეთის უნივერსიტეტების ხარისხების მიღებისა. ჩემი სურვილია, რომ რეფორმა, ბოლონიის პროცესი, უნივერსიტეტში წარმატებულად გატარდეს და დასრულდეს.

  რედაქციისაგან: გაზეთი ფრუდე ჰერმუნდსგორდს მადლობას გადაუხდის საუბრისათვის, უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას ყველა ქართველსითვის საამაყო – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბედნიერი შობა-ახალ წელიწადს.
ნანახია: 528 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz