ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 5:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » 2008 წლის უნივერსიტეტი – წლევანდელი ნომინაციები
2008 წლის უნივერსიტეტი – წლევანდელი ნომინაციები
10:14 PM
 რედაქცია ტრადიციას აგრძელებს. ყოველი წლის ბოლოს, დგება მომენტი, როდესაც თვალს ვავლებთ განვლილ პერიოდს და შეფასების სურვილიც გვიჩნდება. `2008 წლის უნივერსიტეტი” საინტერესო იყო ამ მხრივაც. გაზეთის პასუხისმგებელმა გუნდმა ტრადიციულ ნომინაციებში ყველა ის სიახლე და პერსონა გაითვალისწინა, ვინც მიმავალ წელს ყველაზე გამოკვეთილი იყო პირველ ქართულ სასწავლებელში. ჩვენ ვეცადეთ ობიექტუები ვყოფილიყავით და არც ერთი მოვლენისთვის გვერდი არ აგვეარა. ყველა უნივერსიტეტელს მივულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, სიკეთის წინსვლისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2009 ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის, წარმატებული ყოფლიყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის.

წლის მთავარი საუნივერსიტეტო მოვლენა
უნივერსიტეტმა აღნიშნა დაარსებიდან 90-ე წლისთავი, სადაც უცხოეთის მრავალი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია დაესწრო. 2008 წელს უნივერსიტეტში დაიწყო რეკონსტრუქციის გრანდიოზული პროექტის განხოპრციელებაც, რომელსაც `ქართუ ჯგუფი” ჩაატარებს.

წლის მთავარი სტუდენტური მოვლენა
გაზეთის აზრით, წლის მთავარი სტუდენტური მოვლენაა რიგით მეორე თვითმმართველობის არჩევა. 8 მაისის არჩევნებში `ეღტიანი სტუდენტური მოძრაობა”ისევ სტუდენტური თვითმმართველობის სადავეებთან მოვიდა. თვითმმართველობამ პრეზიდენტად გიორგი შამათავა აირჩია. მიღებულ იქნა ახალი წესდება. გაუქმდა სტუდენტური პარლამენტი. ახალი თვითმმართველობის გუნდი ახალი სახეებით დაკომპლექტდა. ახალმა თვითმმართველობამ სტუდენტებს აპოლიტიკური ორგანოს პირობა მიცა.    

წლის დაპირება
საგამოცდო ცენტრები. ოცნებას კაცი არ მოუკლავს!

წლის ფრაზა
უნივერსიტეტიდან არასოდეს მიდიან

წლის უნივერსიტეტელი
ნამდვილად იმსახურებს რომან ხარბედია. ის არის წლის უნივერსიტეტელი ყველა მიმართულებით. რომ არა თსუ-ის მთავარი ფინანსისტობის ამპლუა, ეს ადამიანი თავისი თვისებებით დაიმსახურებდა ჩვენს ნომინაციებში ამ ტიტულს. თუკი რაიმე ინიციატივა გაგიჩნდებათ, ყველა გზა ხარბედიამდე მიდის. `სისხლის გამშრობები” მას მრავლად ჰყავს, მაგრამ ჩვენი გაზეთის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ შეფასებას ალბათ აჭარბებს. ჰოდა, რადგან ასეა, ბატონო რომან, კიდევ ერთი წარმატებული და ნაყოფიერი წელი ვუსურვოთ ერთმანეთს. თქვენ ამას იმსახურებთ. გაძლიერდით და გამაგრდით თქვენს ოჯახთან ერთად.

წლის გადაწყვეტილება
ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაზაზე ორი ფაკულტეტი შეიქმნა – მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები.

წლის კულტურული ღონისძიება
ღონისძიება `ერთი ლექსი ქართულ უნივერსიტეტს” და `თსუ 2008 წლის მუზა” - დაჯილდოების ცერემონიალი.

წლის ლექცია
რექტორმა გია ხუბუამ საჯაროდ წაიკითხა ლექცია თემაზე: `რატომ ავტონომია?!” (აპრილი)

წლის სტუდენტური პროექტი
ასეთად უნდა დასახელდეს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე განხორციელებული მასშტაბური პროგრამა `ნაფიც-მსაჯული,” რომელიც ამ სამართლებრივი ინსტიტუტის განხილვას და პოპულარიზაციას მიეძღვნა. (ხელმძღვანელი ირაკლი სამხარაძე). ამასთანავე, წლის წარმატებულ პროექტად შეიძლება დასახელდეს საბავშვო უნივერსიტეტის იდეის ამოქმედებაც.    

წლის Mრ ტონი
აქ ბატონ თამაზ წიკლაურზე მოგახსენებთ. უნივერსიტეტის დაცვა უნივერსიტეტის დაცვაა, Mრ ტონი კი ის ტონი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბატონი თამაზი, ნამდივილი ქართველი კაცი, ამბობს, რომ რეკონსტრუქციის გამო, სადაც არ უნდა გადაიტანონ I კორპუსიდან სასწავლო პროცესი, შენობას ერთი წუთითაც არ დატოვებს. ღამეულ დარაჯადაც გადაიქცევა. დიდებული ხასიათია! ამიტომაც გვსურდა მისთვის განსაკუთრებული ნომინაცია დაგვეთმო. იგი ჩვენი გაზეთის დიდი გულშემატკივარიცაა. მრავალ შობა-ახალ წელს, ბატონო თამაზ!

წლის სპორტული ღონისძიება
უნივერსიტეტში გამოკვეთილ სპორტულ ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ `შიდასაუნივერსიტეტო უნივერსიადას” გამართვა.  

წლის მხილება
გაზეთის აზრით, ასეთი ნომინაციაში ეჭვგარეშე უნდა გადაეცეს დავით პაიჭაძესა და მარინა ვეკუას შემთხვევას. ერთი ფაკულტეტის – სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სპეციალობაზე მომხარი სკანდალი საუნივერსიტეტო თემად იქცა. დავით პაიჭაძემ კოლეგა ვარინა ვეკუა პლაგიატიზმში დაადანაშაულა. ხმაურიან საქმეს სპეციალური კომისია სწავლობს. საჯაროდ, ღია პრესკონფერენციაზე წაყენებული ბრალდებები `წლის მხილების” ტიტულს ნამდვიალდ იმსახურებს.

წლის შეხვედრები
წლის შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ რექტორ გიორგი ხუბუას ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი საზღვარგარეთ. კერძოდ, ვაშინგტონში ჩატარებულ უმაღლესი განათლების სამიტს, სადაც 12 უმაღლესი საწავლებლიდან თსუ-ც იყო (აპრილი) და რექტორის შეხვედრები ბუდაპეშტში (მარტი), სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თსუ-ში დაწყებული აკადემიური პროგრამების მოდერნიზაციის პროცესი ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად განხორციელდება.

წლის Nო ჩომმენტ
ასეთ ნომინაციაში იურიდიულ ფაკულტეტზე განხორციელებული ცვლილებები გვესახება. საზაფხულო არდადეგებზე მიმავალ სტუდენტებს რექტორმა სიურპრიზი მოუწყო. გავლენიან დეკან დავით კერესელიძეს ფაკულტეტზე წარმატებული სასწავლო პროცესი, სამაგისტრო პროგრამა და საერთაშორისო კონტაქტები დაუწუნეს. ის, დოჩანაშვილის გმირის მსგავსად, ჩამოალაბორანტეს. როგორც ჩანს გავლენის სფეროები მკვეთრად გაიყო, თანაც ინტერესები გადაიკვეთა. როგორც იტყვიან, იყო ამ წელშიც ერთი ამბავი, თანაც უკომენტაროდ...  

წლის კონფერენცია
2008 წელს რამდენიმე კონფერენცია იყო საყურადღებო: საერთაშორისო კონფერენცია `საქართველო და ევროპული სამყარო – ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი” და სამეცნიერო კონფერენცია წმ. ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებისადმი მიძღვნილი, რომელიც ხულოს რაიონის სოფ. დიდაჭარაში უკვე მეორედ გაიმართა.

წლის სტუდენტური კონფერენცია
2008 წელი დატვირთული იყო სტუდენტური კონფერენციების მოწყობით, მაგრამ მათგან გამოვყოფდით: ამერიკათმცოდნეთა სტუდეტთა პირველ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას; საუნივერსიტეტო სამეცნიერო რიგით 76-ე კონფერენციას; სხვა

წლის პრეზენტაცია
საუნივერსიტეტო სინამდვიელში ორი ახალი ახალგაზრდული გამოცემა – გაზეთი `თსუ თაიმსი” და ჟურნალი `პირველი სიტყვა” დაარსდა. ორმა ორგანიზაციამ უკვე გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. თსუ-ში წლის პრეზენტაციად შეიძლება მივიჩნიოთ ჟურნალ `სოლიდარობის” მორიგი ნომრის წარდგენაც, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა მოაწყო.

წლის ჯარისკაცები
უნივერსიტეტელი რეზერვისტები. ჯერ იყო ტრადიციული მომზადება, შემდეგ ომი.  `ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო!”

წლის დანაკლისი
აგვისტოს ომის დროდ ტრაგიკულად დაღუპული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

წლის საპატიო სტუმრები თსუ-ში
2008 წელს უნივერსიტეტი სტუმრიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ გაზეთის აზრით  საპატიო სტუმართა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ინდოეთის სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში რიინა ფენდი (თებერვალი); საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში გეორგიის ხაძიმიხელაკისი (მარტი); ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი ვაჰიდ ელდინ ისმაილ მალალი (აპრილი); პოლონეთის ელჩი საქართველოში იაცეკ მულტანოვკი (მაისი)

წლის საპატიო დოქტორი
გაზეთის აზრით, ამ ტიტულს ნამდვიალდ იმსახურებს გერმანიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოხენ ციმერმანი, რომელიც 2008 წელს თსუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ბატონმა პროფესორმა ეს ქართული დამსახურება სწავლების ინოვაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო.

წლის რეპორტიორი
გაზეთის აზრით, ამ ნომინაციაში წელსაც უკონკურსოდ ლიდერია გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის” მთ. რედაქტორი ნინო კაკულია, რომელის გაზეთსაც განახლება კი დაეტყო, მაგრამ პოპულარობას ისევ საუნივერსიტეტო სივრცეში გამოცემული გაზეთები უწევენ. ქალბატონო ნინო, გილოცავთ თქვენ და თქვენს რედაქციას დამდეგ შობა-ახალ წელს! 2009-ში ჩვენი თანამშრომლობა მემორანდუმითაც გაგვემტკიცებიოს. რას იტყვით?!

წლის არქივარიუსი
გაზეთმა ასეთი ნომინაციაც კი დააწესა. მართალია, უნივერსიტეტის მუზეუმი ფასდაუდებელ საქმეს გვიკეთებს, მაგრამ ამჟამად სხვა გარემოება იგულისხმება. ნომინაციას ლიკა პეტრიაშვილს გადავცემთ, გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის” ფოტო-კორესპოდენტს. ლიკა თსუ-ის ცოცხალი ფოტო-მემატიანეა. არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ ჩაივლის, ფირზე, რომ არ აღიბეჭდოს. მუდამ ენაწყლიანს და ხალისიან ადამიანს, გვსურს 2009 წელიც შემოქმედებითი ყოფილიყოს. ლიკა, მარჯი!

წლის ინიციატივა
2008 წელს, თსუ-ში დაარსდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ევროპული კვლევების ინსტიტუტი. ეს ორი ფაქტი, ნამდვილად იმსახურებს `წლის ინიციატივის” სტატუსს. ამასთან, წლის კულტურულ ინიციატივად შეიძლება ჩაითვალოს მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ქართულ-ებრაული მეგობრობის ხეივანის გახსნაც.

წლის სიხარული
საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და უნივერსიტეტის მესვეურთა მხარდაჭერით, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო გაიხსნა.

წლის ფაკულტეტი
ნომინაციაში, კვლავ ლიდერია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. მართალია, წლის მეორე ნახევარში ფაკულტეტზე განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა ცვლილებებმა რეფორმის ტემპი შეაჩერა, მაგრამ ეს ცვლილებებიც რეფორმის გაგრძელებად ჩაითვალა. ფაკულტეტზე აქტიური სტუდენტური ცხოვრება, მოწესრიგებული სასწავლო პროცესი და ამ წელში გახსნილი კიდევ ერთი ახალი ბიბლიოთეკა, რომელიც სისხლის სამართლის მიმართულებას დაეთმო, იურიდიულ ფაკულტეტს უდაოდ ანიჭებს თსუ-ში პირველობის სტატუსს.

წლის დეპარტამენტი
ვასახელებთ შესყიდვების სამსახურსს. გამართული, მოწესრიგებული, თანდმიმდევრული საქმიანობით ამ დეპარტამენტის მუშაობა ერთ-ერთი თვალსაჩინოა. სტაბილური განვითარება დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ბატონ გია ქურდოვანიძის სასახელოდაც უნდა ითქვას. ჩვენ ყველა თანამშრომელს მივულოცავდით ახალ წელს.
  ნეტავ, როდის დაიმსახურებს ასეთ შეფასებას სასწავლო დეპარტამენტი, გაისად? ვნახოთ.

წლის ახალგაზრდული ორგანიზაციები
2008 წელი საინტერესო იყო რამდენიმე სტუდენტურ-ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფუძნებით, თუმცაღა გამოკვეთილად შეგვიძლია დავასახელოთ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით დაარსებული `სტუდენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია;” ორგანიზაცია `სტუდენტთა წინააღმდეგობის მოძრაობა;” თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია: `სამართლიანი მომავალი;” საუნივერსიტეტო ჩოხოსანთა საზოგადოება `იბერიელნი;” `საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრის” დაფუძნება.

წლის სტუდენტური პროტესტი
უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა `ცოცხალ ჯაჭვში” და რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ ოკუპირების პერიოდში იგოეთში.


წლის სტუდენტური თანადგომა
უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა დევნილების დასახმარებლად. აგრეთვე, ახალგაზრდული მოძრაობა `პირველების” მიერ გამართული საქველმოქმედო საღამო შარდენზე `ვაშენებთ სახლს,” რომელიც ლტოლვილების დასახმარებლად მოეწყო.

წლის პატივგება
საუნივერსიტეტო საზოგადოებამ პატივი მიაგო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის (გიმნაზიის) მშენებლობის ინიციატორსდა და ორგანიზატორს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძეს. მეცნიერის ნეშტი უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს.
ნანახია: 1105 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz