ჯვარიდან მოჩანს საქართველო - 25 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » ჯვარიდან მოჩანს საქართველო
ჯვარიდან მოჩანს საქართველო
10:14 PM

შობა-ახალ წელს გილოცავ, ქართველო!
იმედით, რწმენით, ნუგეშით და სურვილებით ვეგებებით კიდევ ერთ ათვლის წერტილს ჩვენი ისტორიისა...
2009 კარს მოგვდგომია და მხნეობას და გამძლეობას შეახსენებს საქართველოს...
ვეგებებით ახალ წელს ჯერ კიდევ ჩვენი მოუშუშებელი ტკივილებითა და დაკარგული მიწა-წყლის ჩივილით.
ვეგებებით ყველა – შინ თუ გარეთ, დევნილი საქართველო და უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, ქართველი გავროშები თუ დარდიმანდი სახელები, ღირსებით სავსენი თუ უღირსონი, ჩინიანნი თუ უჩინონი, რადიკალები თუ გათითოკაცებულნი, პატრიოტები თუ ანტიგმირები, გამარჯვებულები თუ დამარცხებულები, პატარა თუ დიდი.
ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინანდელი შეძახილი: `რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” კვლავ ძალმოსილია ილიას დღევანდელ საქართველოშიც.
კვლავ ვერ დამშვიდდა და დაწყნარდა საქართველო. ისევ ცოდვა-მადლის, ბევრი შეცდომის და უგნურების, ნაკლები მიტევებისა და თანაგრძნობის წელი გვქონდა.
აკაკი ბაქრაძე წერდა: `.საქართველოს მთელი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ურთიერთობა თავის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ:
  საქართველო და რომის იმპერია
  საქართველო და ბიზანტიის საკეისრო
  საქართველო და არაბთა ხალიფატი
  საქართველო და მონღოლთა ულუსი
  საქართველო და ოსმალთა იმპერია
  საქართველო და რუსეთის ცარიზმი”
 საქართველო იყო, არის და იქნება!
 გონიერების, სწორი სვლის, მართალი ადამიანების წელი ყოფილიყოს.
 გვახსოვდეს გზა ტაძრისკენ – ჩვენი არსებობის ხერხემალი და თვითმყოფადობის ნიშანი.
 ჯვარიდან დავინახოთ საქართველო!
 მრავალჟამიერ, იმერ-ამერო!
 ფეხბედნიერი მეკვლე თქვენს ოჯახებში!
ნანახია: 398 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz