ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 4:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » იანვარი » 20 » გაზეთ `თსუ თაიმსის” მთ. რედაქტორის გადაწყვეტილება #18
გაზეთ `თსუ თაიმსის” მთ. რედაქტორის გადაწყვეტილება #18
7:56 PM
1. 2009 წლის თებერვლის თვის I ნახევრამდე, მომზადდეს გაზეთ `თსუ თაიმსის” სამოქმედო დებულება. დებულების პროექტი განხილულ და ნდობაგამოცხადებულ იქნეს პასუხისმგებელი გუნდის სხდომაზე. 
2. გაზეთ `თსუ თაიმსის” ახალი რედაქციის შექმნისა და ჩამოყალიბების მიზნით, 2009 წლის თებერვლის თვის პირველ ნახევარში, გამოცხადდეს მსურველების მიღება და ჩატარდეს კონკურსი. 
3. ახალი კონკურსი ჩატარდეს გაზეთ `თსუ თაიმსის” სამოქმედო დებულების პრინციპების თანახმად და სარედაქციო მიღებასთან დაკავშირებით დებულებით აღიარებული მოთხოვნების სრული დაცვით. 
4. გაზეთ `თსუ თაიმსის” სარედაქციო უფლებამოსილების მქონე პირის, რომელიც რედაქციაში წარმოადგენს შემოქმედებითი კონკურსის ან/და გასაუბრების წესით მიღებულ წევრს, მათი ახალ კონკურსში მონაწილეობის საკითხი დაარეგულიროს გაზეთის ახალმა დებულებამ.  
5. კონკურსის შემფასებელი ჟიურის ახალი კანდიდატების შესახებ მოხდეს მთ. რედაქტორის, მთ. მენეჯერისა და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელის შეხვედრა, ხოლო საკონკურსო ქულათა შეფასებითი სისტემა ახალ დებულებაში განისაზღვროს არსებული პრაქტიკით.
6. ახალი კონკურსის ორგანიზება დაევალოს გაზეთის პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, ხოლო მთ. მენეჯერს – კონკურსის გამჭირვალობისა და ობიექტურობის დაცვა. 
7. ახალ კონკურსში მონაწილეობისაგან გათავისუფლებული იქნენ გაზეთის მთ. მენეჯერი და გაზეთის პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელი. პასუხისმგებელი გუნდის წევრის კონკურსში მონაწილეობის საკითხს წყვეტს დებულება. 
8. ახალ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყოს 2009 წლის 26 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. 
9. ახალი კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს გაზეთის ელექტრონულ გვერდზე და ხელმისაწვდომი იყოს საუნივერსიტეტო სტუდენტური საზოგადოებისათვის. 
10. ახალი კონკურსის მიმდინარეობას საერთო კოორდინაცია გაუწიოს გაზეთის მთ. რედაქტორმა. 
11. ეს გადაწყვეტილება ძალაშია 2009 წლის 20 იანვრიდან. 

არჩილ კაიკაციშვილი
გაზეთ `თსუ თაიმსის” იდეისა და მიმართულების ავტორი – მთ. რედაქტორი 

17 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი


ნანახია: 1143 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz