გაერო-ს როლი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგებაში - 12 თებერვალში 2009 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 537
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » გაერო-ს როლი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგებაში
გაერო-ს როლი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგებაში
8:56 PM
"ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხებმა, რომლებსაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ავაცილოთ მომავალ თაობებს უბედურება ომისა, ჩვენს სიცოცხლეში ორჯერ რომ მოუტანა კაცობრიობას აუწერელი მწუხარება..."  ამ სიტყვებით იწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი დამფუძნებელი დოკუმენტი - წესდება, რომელიც ძირითადად წარმოადგენს გაერო-ს სტრუქტურას, არსს, მის სამოქმედო მიზნებს და მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემაში, თუმცა ალბათ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის რაიმე საკანონმდებლო აქტი, წარმოადგენს ეგრედ წოდებულ "Lაწ ონ პაპერ" (კანონი ქაღალდზე) და არა  "Lაწ ინ აცტიონ" (კანონი მოქმედებაში).
    გაერო-ს საქმიანობის ძირითადი და უპირველესი მიზანი მისი წესდების პირველსავე მუხლშია ჩამოყალიბებული - "დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება და ამ მიზნით განახორციელოს ეფექტური კოლექტიური ღონისძიებანი მშვიდობისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად, აგრესიის აქტების ან მშვიდობის სხვა დარღვევების ჩასახშობად და მშვიდობიანი საშუალებებით, სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მოაგვაროს ან გადაწყვიტოს სადავო სიტუაციები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის დარღვევა გამოიწვიონ." ეს მიზანი რომ უტოპიურია - იმთავითვე ცხადი ხდება - თუმცა მისი შეუსრულებლობის მაღალ ინტენსივობაზე მიუთითებს ასევე საშუალებანი, რომლითაც ამ მიზნის მიღწევა სავარაუდოდ შესაძლებელი ხდება. ფაქტი ერთია, გაერო-ს დაარსებიდან (1945წ) დღემდე უამრავი საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო ხასიათის სამხედრო კონფლიქტი მომხდარა, რომელიც ხშირად სისხლისმღვრელ ომში გადაზრდილა და ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გაერო-ს უმოქმედობა, დაგვიანებული ჩარევა ან არაადექვატური პასუხი გამხდარა.
    ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო არის გენერალური ასამბლეა, რომლის ფუნქციები გაერო-ს საქმიანობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებებში ის მხოლოდ რეკომენდაციების მიღებით შემოიფარგლება და მათ სამართლებრივად არანაირი მავალდებულებელი ძალა არ გააჩნიათ თვით წევრ-სახელმწიფოების მიმართ, მითუმეტეს გენერალური ასამბლეა, როგორც წესი, მორიგ სესიაზე იკრიბება ყოველ წელიწადში ერთხელ, შესაბამისად მის მოქნილობაზე საუბარი ცოტა უადგილო იქნება. თუმცა არის მეორე მთავარი ორგანო, რომელიც ზემოთაღნიშნული უმთავრესი მიზნის სფეროში აშკარად მეტი უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი - უშიშროების საბჭო, რომლის ძირითად ფუნქციებში შედის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყველა სიტუაციის სათანადო გამოძიება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაძაბულობა. (ამ უკანაკნელი ფუნქციის შესრულებისას უშიშროების საბჭო რიგ შემთხვევებში მოქმდებდა სამართლის ზოგადი პრინციპის - არავის შეუძლია გადასცეს სხვას იმაზე მეტი უფლებამოსილება ვიდრე ეს მას გააჩნია - დარღვევით, როდესაც რეზოლუციის საფუძველზე შექმნა ჰააგის ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის გამოსაძიებლად და ასევე რუანდის ტრიბუნალი. ანუ მან მოახდინა კვაზი-სასამართლოზე მართლმსაჯულებითი ფუნქციის დელეგირება ისე, რომ ეს თავად მას არ ჰქონია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოძიება მოხდა უკვე მაშინ, როდესაც შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებული იყო და შედეგად გენოციდი, ომი და ჰუმანიტარული კატასტროფა უკვე დამდგარი იყო.)
    მაშასადამე, გენერალური ასამბლეა ვერ იქნება მოქნილი და ადექვატური უცბად წარმოქმნილი კონფლიქტის დროულად მოწესრიგებაში, ესე იგი ამ მხრივ მთელი პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოზე გადადის, მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა, მუდმივმოქმედი წევრების (ა.შ.შ. დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) ვეტო. რომელიც გაცილებით ართულებს გადაწყვეტილების მიღებასა და წელავს მას დროში. გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის მიმდინარეობისას საბჭოს წევრები თითქმის ყოველ კვირას იკრიბებოდნენ, მაგრამ რეზოლუციის მიღება ვერაფრით მოახერხეს, რუსეთის ვეტოს გამო, შედეგად კი ამ უკანასკნელმა საკუთარი ინტერვენციული მიზნები აბსოლუტურად დაუბრკოლებლად და სრულად განახორციელა - ესე იგი დაირღვა გაერო-ს წესდება, რომელიც წევრ-სახელმწიფოებს (ამ შემთხვევაში უშიშროების საბჭოს წევრებზეა საუბარი) ავალებს ეფექტური კოლექტიური ღონისძიებების გზით თავიდან აიცილონ ომი.  ამ შემთხვევას შევადაროთ საკამოდ ახალი კონფლიქტი, მიმდინარე წლის ისრაელ-პალესტინის სამხედრო დაპირისპირება ღაზას სექტორში. ამ დროსაც საბჭო რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა თავდაპირველად ვეტოს ა.შ.შ. იყენებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხერხდა და სამშვიდობო რეზოლუცია მიღებულ-იქნა. მთელი მსოფლიო გაფაციცებით შეჰყურებდა ამ რეზოლუციის მიღებას და მას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გარანტ დოკუმენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?! ომი გაგრძელდა, ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაირღვა, უდანაშაულო ხალხი ისევ შეეწირა კონფლიქტს, რომელიც მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ისრაელმა საკუთარი სამხედრო მიზნები (რომელიც შეიძლება გამართლებულიც იყო) ბოლომდე მიიყვანა.
    შესაბამისად, დავინახეთ, რომ გაერო მის ხელთ არსებული ვერანაირი რესურსით ვერ უზრუნველყოფს იმ უმთავრესი მიზნის გარანტირებას, რომელსაც იგი ემსახურება. თუმცა მის ფუნქციონირებაზე საკმაოდ კოლოსალური თანხა იხარჯება წევრ-სახელმწიფოთა ბიუჯეტებიდან. (აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფილო ორგანიზაციების რიცხვში კორუფციის თვალსაზრისით გაერო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა) მაშინ ისმის კითხვა - რა აზრი აქვს მსგავსი ორგანიზაციის არსებობას, თუკი იგი ვერ იქნება საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე და ვერ განახორციელებს იმ მოქმედებებს, რომელთაც მისგან მთელი მსოფლიო ელის. პასუხის გაცემა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ერთი რამ კი ნათელია - ეს ერთადერთი უნივერსალური ორგანიზაცია აშკარად საჭიროებს გარდაქმნასა და რეფორმირებას, რომლის ძალითაც იგი შეძლებს 65 წლის წინ დასახული მიზნების სრულად მიღწევას.

ნანახია: 2350 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.6/19 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz