ეთამხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას და როგორ შეაფასებდით - 12 თებერვალში 2009 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » ეთამხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას და როგორ შეაფასებდით
ეთამხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას და როგორ შეაფასებდით
8:59 PM
მაია პაპიაშვილი, 45 წლის:

-მე მიმაჩნია, რომ წმინდანები ჩვეულებრივი მოკვდავების გვერდით არ უნდა განვიხილოთ. მათი ღვაწლი შეუფასებელია. აქედან გამომდინარე პროექტის ფორმა ჩემთვის მიუღებელია.

სალომე ჭკუასელი, 24 წლის:

-სანამ ეს თემა აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, მანმადე მქონდა ჩემი მკაცრი პოზიცია წმინდანების პროექტში ყოფნასთან დაკავშირებით... ხალხო, გაიგეთ, არ შეიძლება წმინდანების ღვაწლის შეფასება და დავა, თუ რომელს უფრო დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე!

მიხეილ მურვანიძე, 24 წლის:

-მე მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის საპატრიარქოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ რა ქნას იმ ხალხმა, ვისთვისაც თუნდაც - “დიდი ილია” ეროვნული გმირია და არა წმინდანი?! რთული სიტუაციაა...

ნინო სამადაშვილი, 30 წლის:

-კატეგორიულად ვგმობ საპატრიარქოს საქციელს. მათი “რეკომენდაცია” რატომღაც ზეწოლას უფრო გავდა, სამწუხაროდ... არ გეჩვენებათ, რომ საპატრიარქო ზედმეტად ერევა საზოგადოების ცხოვრებაში? ეს ყოვლად დაუშვებელია!

სანდრო ნიკოლაძე, 26 წლის:

-ეს იცით რას გავს? დადგმულ სპექტაკლს სახელმწიფოს მიერ... ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ვგულისხმობ. საპატრიარქოს რეკომენდაცია თავად გახადეს სავალდებულო ძალის და ახლა რა უნდათ? არ მომწონს ეს პროექტი.

თამარ ღარიბაშვილი, 50 წლის:

შვილო, საპატრიარქოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ წმინდანების ამოღება პროექტიდან სწორად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს პროექტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, რაც ასე სჭირდება დღეს - სამოქალაქო საზოგადოებას.

ზურაბ ჩიდრაშვილი, 21 წლის:


-საპატრიარქოს პოზიცია ჩემთვის ნამდვილად მისაღებია, ვინაიდან ვთვლი, რომ წმინდანი არ შეიძლება იყოს განხილვის და მსჯელობის საგანი. სანამ პროექტი დაიწყებოდა, ჯობდა ყველაფერი გაეთვალისწინებინათ და ისე დაეწყოთ აღნიშნული პროექტი.  

თინათინ სამნიაშვილი, 19 წლის:

- ჩემი აზრით, არ შეიძლება რომელიმე სუბიექტი ჩაერიოს ისეთ საკითხებში, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საპატრიარქოს მხრიდან რეკომენდაციის სახით იყო წარმოდგენილი მათი მოსაზრება და არ შეიძლება ამას ზეწოლა დავარქვათ. მათი ნებაა გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ ნუ ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. ეს პროექტი კი არა, სპექტაკლია.

ნანა კუპატაძე, 22 წლის:

-კარგით რა ხალხო, ყველაფერი ჩვენ უნდა გვჭირდეს?! თუ საბერძნეთში მოახერხეს და მშვიდად ჩაატარეს პროექტი, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, აქ რაღა დაგვემართა?! თვითონ პროექტი ძალიან მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებდი...

ნინო ქევხიშვილი, 21 წლის:

-საპატრიარქოს პოზიცია გასაგები და მისაღებია ჩემთვის. წარმოუდგენელია წმინდანები “შეჯიბრის” რეჟიმში ჩავაყენოთ და ვიმსჯელოთ მათი საქმიანობის “შედეგებზე”. ნუ ცდილობთ საპატრიარქოს “ჩირქი” მოსცხოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ყველა ხვდება, რომ ეს ვიღაცის მიერ დადგმული სპექტაკლია.

ნანახია: 599 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz