ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » რად გვიღირს ქართული ღვინისა და `ბორჯომის” ხელახლა გატანა რუსულ ბაზარზე?
რად გვიღირს ქართული ღვინისა და `ბორჯომის” ხელახლა გატანა რუსულ ბაზარზე?
9:00 PM
წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კითხვაზე აუცილებლად დადებით პასუხს გაგვცემდა ბევრი. მე არ ვაპირებ, რომ ეს პრობლემა ეკონომიკური ჭრილით განვიხილო, რადგანაც ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება... ამ საკითხმა მას მერე შემაწუხა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ქართველი მეღვინე იმდენად გაახარა რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მთავარი სანიტრ გენადი ონიშჩენკოს მიერ გამოცენულმა განკარგულებამ იმის შესახებ, რომ ქართული ღვინო და `ბორჯომი” უკვე შეიძლებოდა დაბრუნებულიყო რუსულ (დიდ და, რაც მთავარია, დიად!) ბაზარზე, რომ ამ ბიზნესმენმა, ლამის სიხარულისაგან თავგზააბნეულმა (`ლამის” ლამის ზედმეტი სიტყვაა აქ), დაურეკა ღრმად პატივცემულ რუს სანიტარს, რათა საკადრისი მადლობა გადაეხადა `კეთილშობილური ჟესტისათვის”... ვგონებ, რუსულ დიპლომატიაში ოდნავ გარკვეული ადამიანისათვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ბატონი გენადი სხავაგან იყო წასული და მეღვინეს მოგვიანებით დარეკვა სთხოვეს... ეს სევდიანი ისტორია ასე არ დასრულებულა... სამწუხაროდ, არავინ იცის, მიუვიდა…თუ არა იმავე ბიზნესმენისათვის მადლობის ნიშნად გაგზავნილი ქართული ღვინო რუსეთის მთავარ სანიტარს, თუ არა...
  გენადი ონიშჩენკომ, ბუნებრივია, რამდენიმე დღეშივე ინანა თავისი `უგუნური” და `ნაჩქარევი” გადაწყვეტილება რუსული ემბარგოს მოხსნის შესახებ და გააუქმა კიდევაც იგი. ბევრ ქართველ მეღვინეს კი ისღა დარჩენია, კვლავაც რუსულ ბაზარზე რამდენიმეწლიანი ოცნება განაგრძოს...
  თითქოს ყოველივე ამაში განსაკუთრებული არფერია, მაგრამ ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რომ კვლავაც შევყურებთ ხელისუფალთ იმ ქვეყნისა, რომელამაც ჩვენზე რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობა არ იკმარა და სულ რამდენიმე თვის წინ აშკარად დაგვესხა თავს და მოახდინა საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიის ოკუპირება.
  მორალურია კი ბრძოლა ამ ქვეყნის ბაზრისათვის? ოცნება იმაზე, რომ რუსეთში კვლავაც გაიყიდოს ქართული ღვინო და `ბორჯომი”? რომელზეც ბატონმა ონიშჩენკომ არაერთხელ თქვა, რომ უხარისხო იყო... და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ომმა გადაიარა ჩვენს თავს, როდესაც ქართველი ბიჭები თავდაუზოგავად გვიცავდნენ ამ ქვეყნის აგრესიისაგან... გვიღირს კიდევ არაერთი დამცირების ატანა რუსების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ქართველ მეღვინეს სხვადასხვა ბაზრების ძიებას ურჩევნია უშედეგოდ იბრძოლოს რუსული ბაზრისათვის, მით უმეტეს, რომ ონიშჩენკოს ნამდვილად არ აინტერესებს, მართლა ფალსიფიცირებულია თუ არა ჩვენი პროდუქცია, თუ ჯეროვნად იზრუნოს სხვა ბაზრებზე გასვლასა და იქ თავის დამკვიდრებაზე? ვფიქრობ, მეორე ნაწილი ბევრად უფრო ყურადსაღები უნდა იყოს თქვენთვის, ძვირფასო მეღვინეებო...
  თუმცა, არსებობს ფრიად დელიკატური მხარე ამ მეტად საყურადღებო ფაქტისა _ დავუშვათ საკუთარ თავს მწვავე და პირდაპირი კითხვა: რა შეიძლება რეალურად სურდეს მეღვინეს, მისი ქვეყნის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მაღალი ხარისხის ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანით თუ დიდი რუსული ბაზრის მოპოვება, სადაც, რეალურად, რომ ითქვას, თუნდაც მარტო ბაზრის სიდიდიდან გამომდინარეც, არც ისე რთულია ფალსიფიცირებული პროდუქციის დიდი რაოდენობით `შეპარება”...    

ნანახია: 1159 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz