ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 7:48 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » რას გვპირდება სტუდენტური კლუბი "ისანი?"
რას გვპირდება სტუდენტური კლუბი "ისანი?"
9:03 PM
ინტერვიუ სტუდენტურ კლუბ `ისნის”
თავმჯდომარე თეონა ჭალიძესთან

- როგორ შეიქმნა სტუდენტური კლუბი `ისანი,” რამ განაპირობა ორგანიზაციის დაფუძნება და რა არის თქვენი მიზნები და ამოცანები?
- სტუდენტური კლუბი `ისანი” რეგისტრირებული კავშირ ,,ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობის~ ბაზაზე, 2008 წლის მაისში შეიქმნა. მოგეხსენებათ, იმ დროს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება იყო. ისნის რაიონის მაჟორიტარობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოდა. ჩვენ არჩევანი სრული უმრავლესობით ჩვენთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატ გიორგი გოგუაძეზე შევაჩერეთ და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ის ჟესტი, რომ ის რამდენიმე შემოთავაზებულ მაღალ თანამდებობას არ დათანხმდა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი გიორგი ისნის რაიონის ღირსეული მაჟორიტარია და ეს იმ ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომლებიც გამარჯვების შემდეგ, ისნის რაიონში საერთოდ აღარ გამოჩენილან.  თქვენ იცით, რომ გიორგი გოგუაძის ინიციატივითვე დაარსდა ისნის განვითარების ფონდიც, სადაც მისი დეპუტატობის ხელფასი სრულად ირიცხება და სოციალურად გაჭირვებულ ისნელებს ხმარდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენმა არჩევანმა გაამართლა და წინასაარჩევნო ფრაზა ,,გოგუაძის გვჯერა!~ ახლაც აქტუალურია. ჩვენს კლუბში გაწევრიანებულია ისნის რაიონში მცხოვრები სტუდენტი-ახალგაზრდობა. ერთგვარად ,,ისნელების~ კლუბია, რომლის მიზანიც ისნის რაიონის განვითარებაზე ზრუნვა და ისნელი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნაა.
- როგორია თქვენი ორგანიზაციის აქტიურობის ხარისხი? ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გამოყოფდით, რომელიც ყველაზე საინტერესოდ გეჩვენებათ?
- რამდენად აქტიურები ვართ, ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუმცაღა კლუბის წევრები თავდაუზოგავად და უანგაროდ მუშაობენ განსაკუთრებით მაშინ, როცა ფორსმაჟორული სიტუაციაა. აგვისტოს მოვლენების დროს, ყველას, ვისაც საშუალება მიეცა, თბილისში ჩამოვიდა  და 9 აგვისტოს უკვე იმაზე ვმსჯელობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა დაზარალებულთა დასახმარებლად. მითუმეტეს, რომ ის ახალგაზრდები გვირეკავდნენ, რომლებსაც სამაჩაბლოში ჩვენი ღონისძიებების, აქციების დროს დავუმეგობრდით და დახმარებას გვთხოვდნენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო მოქმედოდ არ ვმსხდარიყავით და გვეზრუნა იძულებით გადაადგილებულ პირებზე.
  კლუბის წევრებისათვის, ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტუდენტური კლუბისა და ისნის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული სტუდენტურ-ახალგაზრდული ფორუმი ,,დროა,~ რომელიც ზაფხულში ქობულეთში გაიმართა. ფორუმის მიზანი ახალგაზრდული იდეების თავმოყრა გახლდათ, რაც წარმატებით განხორციელდა და ზოგიერთი ორგანიზაციისგან განსხვავებით, რომლებიც იდეების კრიზისს განიცდიან, ჩვენ ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.
- თეონა, თქვენ ამ ორგანიზაციამდე თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი აქტიური სახე იყავით. დიდი ხანია, რაც თქვენ თვითმმართველობიდან წახვედით, თქვენი შეფასება საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ არ მოგვისმენია? როგორ აფასებთ დღეს თსუ-ში მიმდინარე ახალგაზრდულ ცხოვრებას და ახალ თვითმმართველობას?
- სიმართლე გითხრათ, ხანდახან მენატრება კიდეც სტუდენტურ თვითმმართველობაში გატარებული პერიოდი. პირველი თვითმმართველობის გუნდიც მენატრება. (სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან ერთად რაიმე დიდ პროექტზე ახლაც) იყო ბევრი ინტრიგა, რომლებზეც ახლა მეცინება.  თან გვდევდა თვითმმართველობის წევრებს შორის მუდმივი კინკლაობა, რასაც თავის ხიბლი ქონდა კიდეც, მაგრამ როცა საერთო საქმე იყო გასაკეთებელი, ერთიანი ძალებით ვაკეთებდით ამას და `ძალა ერთობაშია” -  პრინციპით ვიმარჯვებდით.  ვფიქრობ ისეთი გუნდი ახლა აღარ არის, თუმცა რამდენიმე ჩემი მეგობარი ამჯერადაც აქტიურადაა ჩართული თვითმმართველობაში და მათ წარმატებას ვუსურვებ...
- რას გეგმავს სამომავლოდ კლუბი `ისანი~?
- ჩვენ ვგეგმავთ ისნის რაიონის მოსწავლეთა კლუბის დაფუძნებას. ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და სკოლის მოსწავლეები თავად არიან დაინტერესებულნი აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით. თებერვალში გაიმართება ისნელი ახალგაზრდების მონაწილეობით ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით ,,საქართველო დღეს~, სადაც ყველაზე პატრიოტული ნამუშევრები გაიმარჯვებს. აქტიურად ვმუშაობთ დევნილ ახლგაზრდებთან ერთობლივ ღონისძიებებზე ,,სამაჩაბლოში ჩემი სახლია~ - პროექტის ფარგლებში. ყურადსაღებია, რომ პროექტში ჩართულები არიან დევნილი ბავშვებიც, რომელთა ორასამდე ნახატის გამოფენა-გაყიდვაც საახალწლოდ მოეწყო. ახლახან დავიწყეთ სადისკუსიო კლუბის მუშაობა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი თანამშრომლიბისთვის. სამომავლო გეგმებზე ამჯერად მწირად მოგახსენებთ. მარტიდან დავიწყებთ რამოდენიმე ახალ პროექტზე მუშაობას, რომლებზეც წინასწარ არ მინდა ვისაუბრო, თუმცაღა გპირდებით, რომ თქვენ აუცილებლად ექსკლუზიურ მასალას მოგაწვდით.




ნანახია: 1348 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz