ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-11-25, 5:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 636
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » “Model Caucasus Parliament” - სამხრეთ კავკასიის იმიტირებული პარლამენტის სესიები იწყება
“Model Caucasus Parliament” - სამხრეთ კავკასიის იმიტირებული პარლამენტის სესიები იწყება
9:09 PM
კავკასიის პარლამენტის იმიტაციის გამართვის იდეა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. პროექტის შემქმნელებს სურდათ მოცემული იმიტაციის მაგალითზე იმის გაგება, იყო თუ არა შესაძლებელი კავკასიის ქვეყნების მიერ საერთო ორგანოს, პარლამენტის ჩამოყალიბება და რა ფუნქციები შეიძლება მინიჭებოდა მოცემულ პარლამენტს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს აქვს საკმაოდ სერიოზული ამოცანები და ამასთანავე, ის პირველ რიგში მიზნად ისახავს მომავალი თაობების უკეთესი თანამშრომლობის უზრუნველყოფას, გადაწყდა რომ მონაწილეობა სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს (18-26წ.) უნდა მიეღოთ. სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდების შეკრება და მათ მუშაობაზე დაკვირვება საბოლოოდ გამოარკვევს იმას, თუ რა ფორმატში და რა საკითხებთან დაკავშირებით მოუწევს მუშაობა კავკასიის პარლამენტს, რომლის შექმნასაც პროექტის ავტორები აქტიურად უჭერენ მხარს.
პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მკაცრად ჩატარდა მონაწილეთა შერჩევაც, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე, არჩევა მოხდა კონკურსანტთა პირადი მონაცემების(CV-ს) საფუძველზე. მეორე ეტაპზე გასულ 30 კონკურსანტს პროექტზე მომუშავეებმა ჩაუტარეს გასაუბრება. საბოლოოდ შეირჩა 15 მონაწილე, რომლებიც 2-7 თებერვალს სტამბულში გაატარებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის 15-15 წარმომადგენელთან ერთად და ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.
    პროექტის შესახებ ინტერვიუში გვესაუბრა თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტი და  ორგანიზაცია “სტუდენტები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ირინე ურუშაძე:
- ირინე, რას მოიცავს პროექტი “Model Caucasus Parliament ” და უმთავრესად რამ დაგაინტერესა მასში?
ირინე: ეს არის კავკასიის პარლამანტის მოდელირება, რაც მიცავს პრე-სიმულაციას. მისი მიზანია, ერთად შეკრიბოს მონაწილეები კავკასიური სახელმწიფოებიდან. მონაწილეები შექმნიან რეგიონალური პარლამენტის მოდელს. იგეგმება ამ პარლამენტის ე.წ. “კონსტიტუციის” ჩამოყალიბებაც კი. დავინტერესდი უმთავრესად იმით, რომ პროექტის ფორმიდან გამომდინარე გვეძლევა შანსი, გავიზიაროთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდობის მოსაზრებები და ვიმუშაოთ მათთან ერთად სამხრეთ კავკასიის უკეთესი თანამშრომლობისათვის. პროექტში ძირითადად 18-26 წლის ახალგაზრდები არიან. მის საბოლოო ეტაპზე ჩატარდება ბევრი საინტერესო ღონისძიება: დებატები, ლექციები, პარლამენტის სხდომები და ა.შ. მონაწილეები შევიძენთ გამოცდილებას საპარლამენტოო პროცედურების მხრივაც.
- რა გრძნობა გაგიჩნდა, როცა ამ პროექტის მონაწილედ აგირჩიეს?
ირინე: ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ამ პროექტის მონაწილედ არჩევა, მითუმეტეს რომ ვიცოდი, ამ პროექტში ბევრი ძლიერი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. ცოტა გამიკვირდა კიდევაც, რომ ამირჩიეს.
- პროექტის გამარჯვებულები თუ შეხვდით ერთმანეთს?
ირინე: არა, ხვალ გვექნება პირველი შეხვედრა (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, 24 იანვარს).
- სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან თუ გქონდათ კონტაქტი?
ირინე: არა არ გვქონია. ჯერ არ ვიცით, ვინ არიან დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები.
- რა პროექტებზე გეგმავთ მუშაობას?
ირინე: სამუშაო პროექტების ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმატით იქნება მუშაობა.
- თავად შენ რა პროექტის გატანას ისურვებდი?
ირინე: ზოგადად ადამიანის უფლებებზე საუბარი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, რადგან თავად ვარ ორგანიზაცია “სტუდენტები ადამიანის უფლებებისათვის” დამფუძნებელი და დღევანდელი თავმჯდომარე, შესაბამისად ჩემთვის ეს სფერო ყოველთვის აქტუალურია. თუმცა, ეს პროექტი ძირითადად უფრო პროცედურული ხასიათისაა, ამიტომაც შესაძლოა ამ კუთხით მუშაობის შესაძლებლობა არ იყოს.
- ამიერკავკასიის მასშტაბით ადამიანის უფლებებიდან რომელს მიიჩნევ ყველაზე ნაკლებად დაცულად და რომელ უფლებაზე გაამახვილებდი ყურადღებას, საშუალება რომ მოგეცეს?
ირინე: ალბათ, გენდერულ ბალანსზე. დღეს საკმაოდ აქტუალურია ეს თემა. განსაკუთრებით, ოჯახურ ძალადობაზე. . .
- სამომავლოდ თუ იგეგმება პროექტის გაგრძელება და წლევანდელი მონაწილეები კვლავ თუ აპირებთ, მონაწილეობა მიიღოთ მასში?
ირინე: პროექტის გაგრძელებას აპირებენ. სავარაუდოდ, ეს მიიღებს რეგულარულ სახეს. პირადად მე ვაპირებ კვლავ მივიღო მონაწილეობა, თუ რაიმე შეზღუდვა არ დაწესდა ამ მხრივ, თუმცა ვთვლი, რომ კარგი იქნება, თუ ყოველთვის მოხდება მონაწილეთა განახლება: ასე უფრო მეტ ადამიანს მიეცემა პროექტში მონაწილეობის საშუალება.
- რას ელი მოცემული პროექტისგან?
ირინე: ველი, რომ შევიძენ გამოცდილებას როგორც პროცედურული კუთხით, ისე შინაარსობრივად. ასევე ველი, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ბევრ ჩვენ თანატოლთან დავამყარებ აქტიურ კავშირს. საბოლოოდ კი ბევრ სასიამოვნო და საინტერესო დღეს!

ნანახია: 636 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz