ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2017-12-16, 1:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 637
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » ობამა - ახალი დასაწყისი ამერიკისთვის
ობამა - ახალი დასაწყისი ამერიკისთვის
9:16 PM
შავკანიანი აფრიკელისა და თეთრკანიანი ამერიკელის შვილი ბარაკ ობამა შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტი ხდება. მისი უფლებამოსილების დაწყება - სუნთქვისშემკვრელი მომენტია შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსათვის. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ის იმ არაჩვეულებრივი თვისებებითაა აღჭურვილი, რაც დიად პრეზიდენტად აქცევს ადამიანს. მაგრამ ძირითადად ეს მაინც იმითაა გამოწვეული, რომ ყველაზე ძლიერი ქვეყნის ახალი ლიდერი გამოკვეთილი ამერიკული პრინციპის სიმბოლოს მატარებელია, რომელიც ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი თანაბარია.
  წლების განმავლობაში შავკანიანი ამერიკელები ხედავდნენ, თუ როგორ ხდებოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩადებული თომას ჯეფერსონის დაპირებები ქილიკის საგანი, რომელიც გამოწვეული იყო სამართლებრივი წინააღმდეგობებით და შეფერხებებით. როგორც ახალი პრეზიდენტი ხშირად აღნიშნავს, მისი არჩევით ავტომატურად არ მოხდება რასიზმისგან სრულიად თავისუფალი საზოგადოების აშენება, რომელზეც მარტინ ლუთერ კინგი ოცნებობდა. კიდევ უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი იმგვარი ერთობის სრულყოფა, როგორზეც შეერთებული შტატების დამაარსებლები ოცნებობდნენ.
  მიუხედავად ამისა, ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ჭეშმარიტად ისტორიული ღირებულება აქვს. ეს ამავე დროს გამოწვევა და მოწოდებაა სხვა ერების მიმართ - იცხოვრონ იმავე პრინციპებით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ. მთელი მსოფლიო, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ამ ინაუგურაციის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფება. და ეს ასეც უნდა იყოს. ვიღაცამ შეიძლება სინანული გამოთქვას იმის გამო, რომ ზეიმი არსებული კრიზისის შეგრძნების გამო დაჩრდილულია. თუმცა, ისტორია სხვა რამეს ამბობს.
  ბარაკ ობამა წარუმატებელი პრეზიდენტის შემცვლელად მოდის და მის წინაშე არანაკლებ სერიოზული გამოცდა დგას, ვიდრე იდგა ფრანკლინ რუზველტის წინაშე, დიდი დეპრესიის პერიოდში. ამავე დროს ობამას მრავალ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.
  ეკონომიკა, ისევე, როგროც 30-ან წლებში, ღრმა რეცესიაშია. და ეს ჩვეულებრივი ვარდნა არ არის. ხელისუფლებამ ასობით მილიარდი დახარჯა მის გადასარჩენად, თუმცა აშშ-ს ფინანსური სისტემა გამოჯანმრთელებისგან შორს დგას. კრიზისის გაგრძელების საფრთხე სრულიად რეალურია.
  ახალმა პრეზიდენტმა უნდა გადაჭრას ირანისა და ავღანეთის პრობლემა, გაუმკლავდეს ქაოსს ახლო აღმოსავლეთსა და პაკისტანში, რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს და გაძლიერებულ ჩინეთსა და ინდოეთს.
  პოლიტიკური ამინდის დაჩქარებული ცვლილებების შესაჩერებლადის ის უნდა ჩაუდგეს სათავეში ეფექტურ საერთაშორისო ძალისხმევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა შესაძლოა უკონტროლო გახდეს.
  ქვეყნის შიგნით ობამამ უნდა დაამტკიცოს ხელისუფლების ერთგულება კანონის მიმართ და აღადგინოს კონსტიტუციური წონასწორობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ამავე დროს, გაუმკლავდეს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე დამდგარ სერიოზულ გამოწვევებს.
  გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ გაატარებს ყოვლისმომცველ რეფორმებს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში. ამ სფეროში პრობლემები დიდი ხანია მომწიფდა და საჭირო ღონისძიებები ახალი პრეზიდენტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
  შეძლებს ობამა წარმატების მიღწევას? როგორც ჩანს, ახალი პრეზიდენტი ფლობს იმ თვისებებს და ტემპერამენტს, რომელიც აუცილებელია ამ რთულ დროში. ხოლო ქვეყანა გამოხატავს უზარმაზარ ნდობას თავისი ახალი ლიდერის მიმართ, თუმცა, ყოველი პრეზიდენტი იმყოფება მოვლენების და შექმნილი ვითარების გავლენის ქვეშ და მის ქმედებებს კონგრესიც ზღუდავს, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის საკითხებში. პრინციპების და სურვილების ბოლომდე გასატანად, თავისსავე პარტიის რიგებში, ობამას საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა დასჭირდება.
  თუ ის შეინარჩუნებს მტკიცე პოზიციას, გაატარებს სწორ პოლიტიკას და სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მაშინ შეძლებს გამოჯანსაღების პროცესის დაჩქარებას, ქვეყანისთვის რეპუტაციას და მსოფლიო ასპარეზზე კუთვნილი ადგილის დაბრუნებას.
  დღეს ქვეყნის შიგნით პირველ რიგში საჭიროა ეკონომიკური ღონისძიებების გატარება. ახალმა გუნდმა ახლებულრად უნდა შეხედოს ფინანსურ სისტემას და გაწყვიტოს ბუშის ადმინისტრაციის უიღბლო მცდელობები. სასწრაფოდ უნდა მოახდინოს გაბანკროტებული ბანკების ნაციონალიზაცია და აღადგინოს იმ ბანკების კაპიტალი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები. მას, ასევე დასჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის სფეროში უფრო მკვეთრი მოქმედებების დროსაც. უნდა ითქვას, რომ ორი წლის განმავლობაში შეთავაზებული 825$ მილიარდი აშშ დოლარი - აშკარად არაა საკმარისი. და თვით ამ პირობებში ის წინააღმდეგობას აწყდება.
  სკეპტიკოსები, რომელთაც არ სურთ რეალობის დანახვა, მიუთითებენ წინა უშედეგო მცდელოებებზე. ახალი ძლიერი ფინანსური სტიმულირების გარეშე 2009 წლის მოთხოვნების პერსპექტივები და აქედან გამომდინარე მრეწველობის და დასაქმების პერსპექტივები იქნება უიმედო არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ობამა ალბათ შეეჯახება მისთვის ყველაზე რთულ გამოცდას იმ შემთხევაში, თუ ის თავისი ინიციატივების რეალიზებას მოახდენს. მან უნდა მოამზადოს საზოგადოება ფინანსური სისტემის გადასარჩენის მიზნით განხორციელებული ქმედებების გრძლევადიანი შედეგებისთვის. უფრო ზუსტად, კი გადასახადების გაზრდისა და სახელმწიფოებრივი დანახარჯების შემცირებისთვის.
   მაცდუნებლად მომხიბლავია ამაზე საუბრისგან თავის არიდება, მაგარამ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა და უცხოელმა ინვესტორებმა უნდა იცოდნენ ბიუჯეტის დაბალანსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის საჭირო გასატარებელი გეგმების შესახებ.
  თუ ეს გაკეთდება, შემდგომი მოთხოვნა იქნება საერთაშორისო თანამშრომლობაზე ყურადღების გაძლიერება, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მაგრამ ეს ამავე დოზით ვრცელდება ეკონომიკაზე.
  როცა დადგება შეერთებული შტატების ბიუჯეტის კონსოლიდაციის დრო, აქტიური სალდოს მქონე ქვეყნების პოლიტიკა მიმდინარე საგადასახადო ბალანსით გაცილებით ექსპანსიური უნდა გახდეს. ამგვარი ტიპის თანამშრომლობისათვის აუცილებელია ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. და სწორედ ობამაზეა მათი შექმნა.
  ამჟამად ახალი პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს თავისი ხალხის ნდობით, არამედ აღფრთოვანებას იწვევს მთელ მსოფლიოში. თუ ამგვარ საკითხებში ოაბამა ახალ სულს შეიტანს, მაშინ ის გულუხვ პასუხს მიიღებს უკან.
  ბარაკ ობამა - ის ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება. და მისი წარმატებული პრეზიდენტობის უზრუნველყოფა, რაც ამავე დროს მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება, არის თანაბარი ამოცანა როგორც ობამასთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

ნანახია: 673 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz