ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » “GOOD-აურა” სტუდენტებისათვის
“GOOD-აურა” სტუდენტებისათვის
9:17 PM
საახალწლოდ, თბილისის მერიამ სტუდენტებს შესანიშნავი სურპრიზი მოუმზადა. დამღლელი სასწავლო პროცესისა და გამოცდების დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეეძლებათ ხელმისაწვდომ ფასად თავს განტვირთვის საშუალება მიცენ გუდაურში. ბუნებრივია, მერიის ამ ინიციატივამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ახალგაზრდებში. ჩვენმა ბევრმა თანატოლმა უკვე დაგეგმა ერთდღიანი ტური გუდაურში.
  პროექტ “Gოოდ_აურას” ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები 2009 წლის სამთო_სათხილამურო სეზონზე მიიღებენ საბაგიროთი სარგებლობის ფასდაკლების ბარათს, რომელიც ღირს 10 ლარი. მისი მფლობელებს შეეძლებათ მთელი დღე უფასოდ ისარგებლონ გუდაურის საბაგიროს ყველა გამტარით და იმგზავრონ თბილისი_გუდაურისა და შესაბამისად, გუდაური_თბილისის მიმართულებით.
  სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა 100 კაცია. თბილისიდან ავტობუსები გავა ყოველ შაბათ_კვირას, დილით 8:00 საათზე `ვარდების მოედნიდან” და უკან სასტუმრო `მარკო_პოლოს” ავტოსადგურიდან 17:00 საათზე დაბრუნდება.
  პროექტი დაიწყო 10 იანვარს და დასრულდება 1-ელ მარტს. აქცია დაგეგმილია შემდეგ დგეებში: 31 იანვარს, 1, 7, 8, 14, 15, 21, 22 და 28 თებერვალს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, დასრულდება 1-ელ მარტს.
  “თსუ თაიმსის” რედაქციას თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით მადლობას უხდის მერიას ამ შესანიშნავი საჩუქრისათვის.
  მაშ ასე, ყველანი გუდაურის “GOOD-აურაში”!!!
ნანახია: 1442 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz