პრეს-რელიზი - 16 მაისში 2009 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 536
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » მაისი » 16 » პრეს-რელიზი
პრეს-რელიზი
11:54 PM
  თსუ-ის ახალგაზრდული გაზეთ `თსუ თაიმსის” ინიციატივით, 18 მაისს, 15 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში გაიმართება გაზეთ სტუდენტური საზოგადოებისა და ცნობილი ექსპერტების მრგვალი მაგიდა თემაზე: `ქართველი ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში.” ამასთანავე, რედაქციის გადაწყვეტილებით, შედგება `თსუ თაიმსის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, ანალიზს, სამომავლო პერსპექტივებისა და მათ მოგვარებაში ახალგაზრდულ ხედვას.
  გაზეთში  გაშუქებულია ისტორიული რუსეთის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები: ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ ბატონ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონ ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორ გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი და სხვადასხვა სტატიები: `რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი?” `საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში,” `რას ელოდება საქართველო სტრაზბურგის სასამართლოსგან?” თუ სხვა.
  გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორია `თსუ თაიმსის” წევრი თათია თამლიანი.   
  ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი სამართლისმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები.
  დასწრება თავისუფალია.
  გთხოვთ, მობრძანდეთ!

ნანახია: 595 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz