იესოს ხატთან სამი სანთელი
პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,
ტაძარში იდაგა მკრთალი ნათელი,
სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.
ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,
წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა,
და მძიმე შუქის უფერო ფონზე
ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.
ერთი სანთლი მეგობრობისა,
მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,
მეორე იყო სიყვარულისა,
ის სიყვარულით იტანჯებოდა,
ხოლო– მესამე მონატრებისა
ორივე გრძნობას ეფერებოდა.
იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა
სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,
შემოდიოდა ტაძარში ხალხი,
ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა;
მე კი ვიდექი გაქვავებული,
ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა
და მერე ვერც კი გავიგონებდი
ლოცვაში ისე გათენდებოდა.
ვდექი უხმოდ, სანთლები ჩაქრნენ
გულს სევდა აღარ ეკარებოდა,
მთვარეც გამოჩნდა, მაგრამ ღრუბლებში
თითქოს ვაღაცას ემალებოდა.
ყველა წავიდა, ყველამ დამტოვა,
ხალხი ხმა სადღაც იქვე წყდებოდა,
მარტო ვიყავი, მაგრამ გულს კვლავაც
ლოცვის წყურვილი ეძალებოდა.
არ მთავრდებოდა სიტყვები უფლის
და გრძნობა გრძნობას ემატებოდა,
გადამავიწყდა, რას ვთხოვდი უფალს,
მაგრამ ეს თხოვნა ძლიერდებოდა.
მე დავინახე, ვიღაცის თვალებს
ძილი ნელ–ნელა ეპარებოდა
და მაშინ მივხვდი, ძლიერ დაღამდა,
ტაძრის კარი, რომ იხურებოდა.
ყველა სანთელი უკვალოდ გაქრა,
ღამის წყდიადი იფნტებოდა,
დრო გასაოცრად მალე გავიდა,
ღამე განთიადს ემიჯნებოდა.
მე გავიქეცი ტაძრიდან გარეთ,
არ ვიცი, რატომ მეტირებოდა
და გამახსენდა, რომ სიყვარული
და მეგობრები მენატრებოდა.
|