ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 0:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 13 » თვითმმართველობის თასი - 2006
თვითმმართველობის თასი - 2006
3:53 PM


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მერიის მიერ 2 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნილ სტადიონზე ბოლო დღეებში განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება - ყოველდღიურად ინტენსიურად მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფეხბურთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ტარდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ხარჭავანიძეს ესაუბრა.
თვითმმართველობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე 2-2 კოორდინატორი ჰყავს, რომლებიც წარმატებით კურირებენ სპორტული ცხოვრების განვითარებას მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. სწორედ მათი და თვითმმართველობის ინიციატივით ტარდება აღნიშნული ღონისძიება, რაშიც მათ დახმარებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უწევს.
ჩემპიონატში მონაწილეობას 64 გუნდი იღებს. ჩემპიონატის პირველი ნახევარი ოლიმპიური სისტემის იქნება, ხოლო შემდეგი ეტაპები – ჯგუფური. ჩემპიონატი 14 დღეს გასტანს და საზეიმო ცერემონიალით 25 დეკემბერს დასრულდება. დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირში მონაწილე წარმატებული ფეხბურთელები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი და ა.შ. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება: მე-3 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 100 ლარით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი – 300 ლარით, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 600 ლარი და “თვითმმართველობის თასი”, რომელიც, როგორც ირაკლი ხარჭავანიძემ აღნიშნა, გარდამავალი იქნება და დაიდგმება იმ ფაკულტეტზე, რომელი ფაკულტეტის სტუდენტებიც ტურნირს მოიგებენ. დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან: თსუ რექტორი, ბ-ნი გიორგი ხუბუა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ნოდარ ახალკაცი, მერიის წარმომადგენლები და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.
ჩემპიონატი ექვს ეტაპად ჩატარდება:
1) 64 გუნდიდან გამოვლინდება 32 გამარჯვებული;
2) 32 გუნდიდან გამოვლინდება 16 გამარჯვებული;
3) 16 გუნდიდან გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი;
4) ნახევარფინალში გასასვლელად 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება;
5) ნახევარფინალი;
6) ფინალი.
ტურნირის დასრულების შემდეგ კი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და გამარჯვებულ გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა იგეგმება.
თვითმმართველობის სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი, სტუდენტური ცხოვრების გამოცოცხლების მიზნით, უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის ნაკრების ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ინტენსიურად მიიღებს მონაწილეობას საქართველოში გამართულ ჩემპიონატებსა თუ ტურნირებზე. ნაკრებები ჩამოყალიბდება ასევე თსუ-ს ყველა ფაკულტეტზე და მათ შორის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირები სამომავლოდაც გაიმართება. ბ-ნ ირაკლის დიდი იმედი აქვს, რომ მსგავსი პროექტები არა მხოლოდ სპორტის, არამედ კულტურისა და ტურიზმის სფეროშიც მრავლად განხორციელდება, რაც სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო გადაახალისებს, სტუდენტებს კი უფრო მეტ სტიმულს მისცემს, როგორც სწავლისთვის, ასევე აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის.
თსუ ფეხბურთის ჩემპიონატმა კი სტარტი უკვე აიღო და თვითმმართველობა შემდგომ წლებშიც წარმატებულად გეგმავს მის ჩატარება-ორგანიზებას.
ნანახია: 982 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz