ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 1:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 13 » აფინანსებს თუ არა უნივერსიტეტი იმ საუნივერსიტეტო სპორტულ გუნდებს, რომლის შემადგენლობაშიც სხვა სასწავლებლის სტუდენტები არიან?!
აფინანსებს თუ არა უნივერსიტეტი იმ საუნივერსიტეტო სპორტულ გუნდებს, რომლის შემადგენლობაშიც სხვა სასწავლებლის სტუდენტები არიან?!
3:55 PM

ლაშა გელაშვილი
16 აპრილი, 2007

ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია სპორტულ მომზადებასთან, კერძოდ კი ვარჯიშთან, სპორტულ შეჯიბრებებთან და ა.შ. ასეთივე მიდგომა შეიმჩნევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გატარებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ პოლიტიკაშიც. დღესდღეობით თსუ-ის ბაზაზე ვარჯიშობენ სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი სპორტსმენები, რაც თავისთავად მისასალმებელია. აქ არის კალათბრთის, ფრენბურთის მძლეოსნობის სექციები. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი ყველანაირ პირობას უქმნის თავის სტუდენტებს სპორტული საქმიანობისათვის.
ბევრი ჩვენი მეგობარი სტუდენტი თუ არასტუდენტი ჩაბმულია ჯანსაღი ცხოვრების ფერხულში, ისინი ლექციებიდან თავისუფალ დროს ფუჭად არ ფლანგავენ და დროს სპორტულ მოედნებსა თუ ტრენაჟორების დარბაზში ატარებენ. ყოველივე ამას დადებითად და მხარდაჭერით ეკიდება თსუ-ის ადმინისტრაცია, რათა შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ყველანაირად ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, კარგია ასეთი მიდგომები და დაპირებები. კარგია ისიც, რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ, მაგრამ ამ კარგთან ერთად, გაჩნდა არც თუ ისე სასიამოვნო ტენდენცია თუ დამოკიდებულება. ამბობენ, რომ მართალია, უნივერსიტეტი, თავისი არც თუ ისე მწირი სახსრებიდან, ყოველწლიურად აფინასებს იმ სპორტულ გუნდებს, რომლის შემადგენლობაშიც სხვა სასწავლებლის სტუდენტები ირიცხებიან. ჩვენ ნამდვილად არ გავქვს საწინააღმდეგო იმისა, თუ უნივერსიტეტი ყოველივე ამას გაგებით ხვდება და ფინანსური მხარდაჭერაც არსებობს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ როცა უნივერსიტეტის სახელით გუნდი გამოდის და ასპარეზობს, მასში უმრავლესობა თუ არა, უნივერსიტეტელი აუცილებლად უნდა ერიოს. ნამდვილად არსებობს თუ არა ჩვენს გუნდებში ასეთი მდგომარეობა, ჩვენი მკითხველი ყოველივე ამას მალე ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს, რაც, დამეთანხმებით, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ.
დღეს უნივერსიტეტში სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობა კალათბურთია. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა წარმატებების მქონეა თსუ-ის საკალათბურთო გუნდი. ნაკრებში არსებული მდგომარეობის და ზემოთ აღნიშნული მოსაზრებბეის თაობაზე, გვესაუბრება კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ბატონი ნუგზარ ჭეიშვილი:
–ბატონო ნუგზარ, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით გვიამბოთ, როდის ჩაეყარა თსუ-ში კალათბურთის გუნდის ჩამოყალიბებას საფუძველი და როდიდან მოღვაწეობს ქართული კალათბურთის ასპარეზზე?
_ კალათბურთის ჩამოყალიბება თსუ-ში ალბათ დათიკო გაგუჩაძის სახელს უკავშირდება და აქამდე რაც კი მოვიდა, მისი დამსახურებაა. წლების შემდეგ ნუგზარ მარკვეიშვილი იყო მთავარი მწვრთნელი, მან ისევე როგორც მისმა წინამორბედებმა დიდი შრომა ჩადო ქართული კალათბურთის განვითარებაში. მის მოღვაწეობას უკავშირდება გუნდის მრავალი წარმატება. ამ ბოლო პერიოდში კი ბატონი ამირან სანიკიძის თხოვნით მოვედი მე და ჩაუდექი სათავეში.
– რაც შეეხება იმ ჯილდოებს, რომლის მფლობელიცაა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები?
_ გუნდი არის საქართველოს თასის მფლობელი, ასევე დუდუ დადიანის თასის მფლობელი. ეს, რაც საქართველოს ჩემპიონატს შეეხება, წარსულში კი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში. მიაღწია უმაღლეს ლიგამდე და როცა უკვე უნდა გადასულიყო უმაღლეს ლიგაში, დაშალა საბჭოთა კავშირი და შესაბამისად, შეწყდა გუნდის მონაწილეობა და ამ გათამაშებაში. დღესდღობით, გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს `ავიამშენთან.” ითამაშა დუდუ დადიანის თასის ფინალი და დავმარცხდით `რუსთავთან” და ასევე ითამაშა საქართველოს თასის ნახევარფინალი. ასე მოხდა წინა წელსაც. საქართველოს ჩემპიონატზე აიღო მესამე ადგილი, ასევე მოიპოვა საქართველოს თასი და სუპერთასი.
- ამ ეტაპზე როგორია გუნდის შემადგენლობა?
- ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდია. საშუალო ასაკია დაახლოებით 22-23 წელი. ბიჭები ოპტიმისტურად არიან განწყობილები, თამაშობენ სწრაფ და გააზრებულ კალათბურთს, ასევე ჩვენი სპორტსმენებით დაინტერესებულნი არიან ევროპელი აგენტები. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გადაწყვეტილია მარკვეიშვილის საკითხი და მასზეა დამოკიდებული, რომელ ვარიანტს აირჩევს: ამერიკასა თუ ესპანეთს. იგი იყო ვილნიუსში შეკრებაზე, სადაც ხდებოდა ახალგაზრდა კალათბურთელების შერჩევა. საქართველოდან კი სწორედ შერმადინი და მათიაშვილი შეაიჩიეს.
- რა წარმოადგენს გუნდის ბაზას ახალი ზალების შევსების მხრივ და რამდენ ხანში ერთხელ ტარდება ეს შესარჩევი ეტაპი, საიდანაც ხდება გუნდის გადახალისება?
- ძირითად ბაზას ასაკობრივი ჯგუფე4ბი წაქრნოადგენს, რომლებსაც ჰყავთ თავისი მწვრთნელები. მათი რეკომენდაციით კი, სპორტსმენები ხდებიან ჯერ დუბლშემადგენლობაში, შEმდეგ კი პირველ ნაკრებში.
- თსუ-ის კალათბურთის გუნდში თამაშDი ნიშნავს თუ არა იმას, რომ კალათბურთელი უნდა იყოს თსუ სტუდენტი?
- სხვათაშორის, გუნდის 80% ან სტუდენტია, ან კიდევ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. როგორც ვიცით, საქარ|თველოს ჩემპიონატი გადაკეთდა პროფესიულ ლიგად, შესაბამისად თუ ღებულობ პროფესიულ ლიგაში მონაწილეობას, შენ უკვე პროფესიონალი ხარ და იქ უკვე აღარა ხარ იურისტი ან ეკონომისტი, იქ ხარ პროფესიონალი კალათბურთელი. შენ გაქვს უფრო სერიოზული დატვირთვა, გაქვს ხელფასი, ასევე პროფესიულ ლიგასი მონაწილეობის ვალდებულება. ამასთანავე, ტარდება `უნივერსიადა,” სადაც მონაწილეობენ მოყვარულები. აქ კი, ყველა კალათბურთის მოყვარულ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
- თქვენ თავად ახსენეთ გუნდის დაფინანსება. ვინ არის გუნდის მატერრიალური წყარო?
- დაფინანსება ხდება უნივერსიტეტიდან, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული. დიიდ დაფინანსება არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ეს კალათბურთელები ვარჯიშებზე მოვიდნენ. ასევე, მოგვარონ კვებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემები, მაგრამ ძვირადღირებული მანქანებისთვის და სახლებისთვის ეს თანხა, საკმარისი ნამდვილად არ არის. ყოველივე ამისთვის, მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო თსუ-ის ხელმძღვანელობას, რომ კი არ ჩაკლეს კალათბურთი, არამედ გვერდში დაუდგნენ, რომ ყველანაირად დაეხმარნონ.
- და ბოლოს, რა იქნებოდა პასუხი კითხვაზე, ვინმეს, რომ ეკითხა, თუ რატომ არ თამაშობს თსუ-ის საკალათბურთო გუნდში თსუ-ის სტუდენტები, როცა მოცემული გუნდი მთლიანად უნივერსიტეტიდან ფინანსდება. მაშ, ეს რა გამოდის? ამბობენ, რომ გუნდში თამაშობს სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამაზე რას იტყვით?
- არა, მინდა გითხრათ, რომ არც ტექნიკური უნივერსიტეტიდან და არც სხვა სასწავლებლიდან ჩვენი კალათბურთელები არ არიან.
ნანახია: 1053 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz